არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის 2025 წელს შექმნილი სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 2027 წლის 1 იანვრიდან იხურება. ამის შესახებ დადგენილებას ირაკლი კობახიძემ 24 ნოემბერს მოაწერა ხელი.სააგენტოს დახურვის შესახებ ირაკლი კობახიძემ 17 სექტემბერს განაცხადა. მაშინ მან თქვა, რომ უწყება ისედაც „მილევად რეჟიმში“ მუშაობდა
სააგენტოს დასახურად ხუთკაციანი კომისია შეიქმნა, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია უხელმძღვანელებს. 1 იანვრამდე კომისიამ უნდა დაითვალოს უწყების ქონება, ვალები და საბუთები, შემდეგ კი გადაწყვიტოს, რომელ სახელმწიფო უწყებას გადააბაროს ისინი. გარდა ამისა, კომისიამ უნდა შეარჩიოს უწყება, რომელიც სააგენტოს დახურვის შემდეგ შეამოწმებს, როგორ ასრულებენ გრანტის მიმღები ორგანიზაციები აღებულ ვალდებულებებს. თავად სააგენტომ კი წლის ბოლომდე გრანტის გაცემისა და შემოწმების წესები უნდა გააუქმოს.
ეს სააგენტო პარლამენტის მიერ 2025 წლის თებერვალში მიღებული კანონის საფუძველზე, იმავე წლის აპრილში შეიქმნა და მას „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლევან ქარუმიძე ხელმძღვანელობდა. იმავე პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონიც უცხოელი დონორებისგან გრანტის მისაღებად ორგანიზაციებს მთავრობის თანხმობა დასჭირდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ გრანტის ორმაგი ოდენობით დაჯარიმება ემუქრებათ.


