ზელენსკი: ტრამპის „ზავის“ დაწყებიდან რუსეთმა ენერგეტიკულ ობიექტებზე 76 დარტყმა განახორციელა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ „ენერგეტიკული ზავის“ გამოცხადების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ და ნავთობგაზის სექტორზე 76 დარტყმა განახორციელა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„მხოლოდ ამ ღამით დარტყმები განხორციელდა ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და ოდესის ოლქებში მდებარე ქვესადგურებზე. ათიათასობით ოჯახი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ენერგეტიკოსები და სარემონტო ბრიგადები აღდგენით სამუშაოებზე ფაქტობრივად მთელი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ“, — დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში კვირას, 18 ოქტომბერს.

ტრამპის მიერ „ენერგეტიკული ზავის“ შესახებ განცხადებიდან გასული ერთი კვირის განმავლობაში, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 2 700 დამრტყმელი დრონი, 1 700 ავიაბომბი და 66 რაკეტა გამოიყენა, რომელთა უმეტესობა ბალისტიკური იყო.

„დარტყმების მთავარი სამიზნე სწორედ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. რუსეთის ფედერაცია ცდილობს ბლექაუტი მოაწყოს“, — აღნიშნა მან.

„ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ სანქციების მოხსნის ან შეთანხმებების გაფორმების საპასუხოდ რუსეთი შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამს. პირიქით, ფულის შოვნის შესაძლებლობის შესახებ ყოველ სიგნალს ისინი აღიქვამენ როგორც მტკიცებულებას, რომ ომზე გაკეთებული ფსონი მუშაობს და ომის გაგრძელება შესაძლებელია“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ომი გრძელდება „სწორედ რუსეთის ამ პოზიციის გამო და არა იმიტომ, რომ უკრაინა სამართლიანად იცავს საკუთარ თავს“.

ზელენსკი ამტკიცებს, რომ იმისთვის, რათა მშვიდობას შანსი ჰქონდეს, ზეწოლა სწორედ რუსეთზე უნდა განხორციელდეს.

ტრამპის „ენერგეტიკული ზავი“

დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის „ენერგეტიკული ზავის“ შესახებ 11 ოქტომბერს განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, დაეთანხმნენ თუ არა ამას დაპირისპირებული მხარეები, მან უპასუხა:

„ისინი დათანხმდნენ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვთქვი, რომ ისინი დათანხმდნენ. სწორედ ამიტომ დათანხმდნენ — იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი“.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზავის შესახებ ტრამპის სოციალური ქსელის პოსტიდან შეიტყო.

მას შემდეგ უკრაინას არ დაუდასტურებია თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. რუსეთი კი, თავის მხრივ, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბურ დარტყმებს აგრძელებდა. კრემლში ეს „ენერგეტიკული ზავის“ პირობებთან დაკავშირებით კონკრეტიკის არარსებობით ახსნეს.

15 ოქტომბერს Financial Times-თან ინტერვიუში ზელენსკიმ გააფრთხილა, რომ უკრაინელი სამხედროები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებენ, რადგან რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აგრძელებს.

„საკმარისია, რაც ავიტანეთ“, — განაცხადა მან.

პოპულარული

პენიტენციურის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება...

ტრამპის ყოფილი წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაწვას ურჩევს

უკრაინის საკითხებში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი არ...

„ქართული ოცნება“ ევროკავშირს მოუწოდებს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს. რა განცხადებები გაკეთდა თბილისსა და ლუქსემბურგში

ლუქსემბურგში, ევროპის საკონფერენციო ცენტრში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე...

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება...

რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე მარცხდება და ვერ დაგვაშინებენ! – რუტე

"რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე მარცხდება და ვერ დაგვაშინებენ! " ...

ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს – კაია კალასი

"ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს"- საგარეო...

ტრამპმა ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ჩვენება გააუქმა

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 სამხედროს...

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა

ძამის ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი,...

ყველა ამბავი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე მეოთხე სართულიდან გადახტა – დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებისგან თავის არიდების მიზნით გადახტა.არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც...

ლიეტუვასა და ლატვიაში ცაში უცნობი ობიექტის გამო განგაში გამოცხადდა

ლიეტუვის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში, ლატვიის საზღვართან ახლოს მდებარე პანევეჟისისა და შიაულიაის ოლქებში, კვირას, 18 ოქტომბერს, დილით საჰაერო განგაშის...

რუბიო: რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის განსახილველად ტრამპს 60 დღემდე დასჭირდება

რუსულ ექსპორტთან დაკავშირებული სანქციებისა და ტარიფების მოქმედების შეჩერებიდან მეორე დღეს, შაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე...

პოლიციასთან შეტაკებები, ხანძრები და ასობით დაკავებული-მასშტაბური საპროტესტო აქციების დღე საფრანგეთში

შაბათს საფრანგეთის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ცხოვრების გაძვირებისა და საწვავის მაღალი ფასების წინააღმდეგ. პარიზსა და მარსელში დემონსტრაციები პოლიციასთან...

კიევის ასობით მცხოვრები მერ კლიჩკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა

კიევში, ქალაქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს გადადგომას მოითხოვენ. მედიის შეფასებით,...

ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა

ნანა ყეინიშვილი, რომლის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას პროკურატურა იძიებს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. მან ამის შესახებ სოციალურ...

რაზე ილაპარაკეს ქართული ოცნების უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. უმრავლესობის სხდომამდე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა....

ქეითი ზაქარია წარუმატებელი დებიუტის შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს

ქეითი ზაქარია თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს. მას ეს თანამდებობა ერთ კვირაზე ნაკლები ხნის განმავლობაში ეკავა, თუმცა მედიამ მისი...

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ომის დასრულებამდე და გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას, განაცხადეს...

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს – ჯაფარიძე

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით...

კობახიძე-ფეზეშქიანის შეხვედრა: ირანის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები მოითხოვა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა მოითხოვა - ამის შესახებ ნათქვამია...

“ადამიანურ ენაზე: ტვ “იმედიდან” მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“ – გვარამია

„იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ - ადამიანურ ენაზე: „ტვ იმედიდან“ მამუკა მდინარაძე ამოშანთეს,...