გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას და დაკითხვას ითხოვს.

„ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების მოწის სახით დაკითხვის შუამდგომლობა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დააყენა, სადაც მესამე დღეა, გრძლდება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა.

პარტიის წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ განმარტა, რომ მაგალითად, ე.წ. ჩორჩანასა და 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართული ოცნების სარჩელშია ასახული, სხდომაზე უნდა დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარტია“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო და ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმიდან ერთი კვირის ვადაში თავად წარადგინა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობზე და თავის დროზევე არ გამიჯვნია ამ გადაწყვეტილებას.

„სასამართლო სხდომაზე უნდა მობრძანდნენ და მოწმის სახით დაიკითხონ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იყო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რომლის წარდგენითაც გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და არ გამიჯვნია არც ჩორჩანას და არც 20 ივნისს, ეს არის დამადასტურებელი იმისა, რომ გამიჯვნის საკითხი 20 ივნისიდან და ჩორჩანიდან ახლა, სასამართლოში, მანიპულაციური მიზნებით არის წარმოდგენილი; კახა კალაძე, რომელიც იყო მაშინ „ქართლი ოცნების“ გენერალური მდივანი და არ გამიჯვნია ამ საკითხს, ბატონი კობახიძე, რომელიც არ გამიჯვნია კი არა, ავტორიც იყო, პასუხისმგებელი, 20 ივნისს განვითარებული უბედურების, რაც ამ ქვეყანას დაატყდა თავს და მისი უმრავლესობის ლიდერობის პერიოდში გიორგი გახარია წარსდგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და ნდობა გამოუცხადა საქართველოს პარლამენტმა; არჩილ თალაკვაძე, რომელიც იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მამუკა ბახტაძე და მას სპეციფიკური ნაწილი აქვს ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრი და მაშინ არა თუ მისი განცხადება არ მოგვისმენია ჩორჩანასთან და 20 ივნისთან დაკავშირებით, არამედ არც გამოჩენილა. ვახტანგ გომელაური, რომელიც იყოს სუს-ის ხელმძღვანელი, საინტერესო იქნება მისი მოსმენა აქ. ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც იყო სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე, კურირებდა საოკუპაციო მიმართულებას, რომელმაც 2019 წელს საქართველოს პარლამენტში გააგზავნა ანგარში ჩორჩანასთან დაკავშირებით, სადაც ჩაწერა, რომ ქართული საპოლიციო საგუშაგო აგებულ იქნა ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით სოფელ ჩორჩანაში ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე 240 მეტრის დაშორებით და ამ პერიოდში მცოცავი ოკუპაციის საფრთხეები იყო განსაკუთრებულად მომეტებული. გრიგოლ ლილუაშვილის ამ დასკვნას საქართველოს პარლამენტში მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა; გია ვოლსკი, რომელიც ასევე პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო, ბატონი სოზარ სუბარი, რომელსაც ვრცელი ინტერვიუ აქვს მიცემული, თეა წულუკიანი და მამუკა მდინარაძე, როგორც საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე.

2019 წლის 24 აგვისტოს ჩაიდგა საგუშაგო ჩორჩანაში. ერთი კვირის ვადაში, 2 სექტემბერს კი ბატონმა ივანიშვილმა საკუთარი ხელმოწერით წარადგინა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნდობის გამოსაცხადებლად. მაშინ არც ბიძინა ივანიშვილი არ გამიჯვნია ამ გადაწყვეტილებას და არც ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 2019 წელს 90 ხმით ნდობა გამოუცხადა გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს. მაშინ გამიჯნულები კი არა გამიჯნურებულები იყვნენ 2019 წლის პერიოდში გიორგი გახარიაზე ეს ადამიანები, მაგრამ 5 წლის თავზე აღმოაჩინეს რომ დანაშაული იყო ჩადენილი.

ასევე, 20 ივნისის საკითხზე- მოსარჩელის მტკიცებით, 2019 წლის ივნისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიები პარლამენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ, რის შედეგადაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. 20 ივნისი არის საკითხი, რომელზეც საზოგადოება ვერ თანხმდება. მეც მგონია, რომ ეს იყო გულწრფელი პროტესტის დღე და საღამოს მიუღებელი იყო ის ქმედებები, რაც ხორციელდებოდა პარლამენტის შტურმისკენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ერთი მხრივ, პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების საფუძვლად წარმოდგენილი აქვთ პარლამენტზე შტურმი და პარლამენტის მოგერიებაც, თურმე, პარტიის აკრძალვის საფუძველია“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მანამდე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სხდომის გადადებას ითხოვდა. პარტიის წარმომადგენლის განმარტებით, რადგანაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მათი პოლიტიკური გაერთიანება 13 ოქტომბერს დაემატა, საქმის განხილვა კი 21 ოქტომბერს დაიწყო, მათ არ ქონდათ შესაგებლისთვის საჭირო გონივრული ვადა, ამიტომ ბერდია სიჭინავამ სხდომის ერთი თვით გადადება მოითხოვა, რასაც არც მოსარჩელე მხარე დაეთანხმა და არც სასამართლო

დღესვე სასამართლომ არ დააკმაყოფილა გახარიას პარტიის შუამდგომლობა პლენუმის წევრი სერგო მეთოფიშვილის აცილებაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით,ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება.

სწორედ ორშაბათს გამოაცხადებს პლენუმი გადაწყვეტილებას გახარიას პარტიის შუამდგომლობაზე ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების სხვა მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ კი საქმის არსებითი განხილვა დაიწყება

პოპულარული

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება – აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის...

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო...

შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით – პაპუაშვილი

"შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით" - აცხადებს ქართული ოცნების...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში: დღე I

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა...

ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული აქვს – ვოლსკი

ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება,...

ადამ კადიროვმა თავის შეიარაღებულ რაზმში ჩეჩნური ელიტის შვილები აიყვანა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟმა, ადამ კადიროვმა,...

გლდანის ციხეში პატიმარმა ორი ბოლტი გადაყლაპა – ფეიქრიშვილების დედა

გლდანის ციხეში პატიმარმა ორი ბოლტი გადაყლაპა- ინფორმაციას ამის შესახებ...

NYT: ტრამპს სურს, ზელენსკის რუსეთის პირობებით მშვიდობა თავს მოახვიოს

ოსლოში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ტრამპის წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და...

ყველა ამბავი

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...

ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია! – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე,...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის შესახებ ჟურნალმა The Economist აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა....

3 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი,ჯარიმა – რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 2 წელი პირობითი...

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა. დაღუპულია ერთი მეზღვაური, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად...

დანიამ უკრაინას, დრონების ჩამოსაგდებად, F-16-ის 50 000-ზე მეტი ჭურვი გადასცა

დანიის სამეფომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების 50 000-ზე მეტი ერთეული საბრძოლო მასალის მიწოდება უზრუნველყო.საუბარია ამერიკული...

“ვაღიარებ ბრალს” – ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა...

პარტია „გახარია საქართველოსთვის“: ირღვევა სამართლიანობის წესი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის გადადებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობაც, ოპოზიციის სხვა ყველა შუამდგომლობის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ...

ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის ინტერესების ლობირებაში დასდეს ბრალი

დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მის სიძესა და უფროს მრჩეველს, ჯარედ კუშნერს, წვდომა ჰქონდა საბანკო ანგარიშზე, რომელზეც თანხებს...

პოლონეთში ანტიპუტინისტი რუსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მხატვარ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. ის საქართველოს მოქალაქეა.მედიის ინფორმაციით, ის სემიონ სკრეპეცკის უთვალთვალებდა.პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს...

სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში – ხოშტარია

"სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში" - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია...