NYT: ტრამპს სურს, ზელენსკის რუსეთის პირობებით მშვიდობა თავს მოახვიოს

ოსლოში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ტრამპის წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და თეთრი სახლის ხელმძღვანელის სიძე ჯარედ კუშნერი შეეცდებიან, კიევს რუსეთთან მშვიდობა მოსკოვის პირობებით თავს მოახვიონ, — წერს NYT.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს, 20 ოქტომბერს, ოსლოში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან — სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან — მოლაპარაკებები გამართა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიის დედაქალაქში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესაძლო პირობები უნდა განეხილათ. ამასთან, The New York Times-ის პუბლიკაციის მიხედვით, ამერიკული მხარე შეეცდება, უკრაინის ლიდერს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით თავს მოახვიოს.

„ტრამპის ქედმაღლური დამოკიდებულება ზელენსკის მიმართ სიახლე ნამდვილად არ არის. არც მისი სურვილია ახალი, ენდოს პუტინს, რომლის მიმართაც არაერთხელ გამოუხატავს პატივისცემა და აღფრთოვანებაც კი, — წერდა NYT 19 ოქტომბერს. — ახალი კი ტრამპის გაძლიერებული მზადყოფნაა, ზელენსკის შეთანხმება თავს მოახვიოს და დაარწმუნოს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონების ოკუპირებული ნაწილების შენარჩუნების დაჟინებული მცდელობა ამად არ ღირს; რომ უკრაინაც შეძლებს სარგებლის მიღებას, თუ უარს იტყვის შეთანხმების წინააღმდეგ თავის პრეტენზიებზე, მაშინაც კი, თუ ის უმეტესწილად რუსეთის პირობებით იქნება შედგენილი“.

„სწორედ ეს იქნება ამერიკელების გზავნილი ზელენსკისთვის ოსლოში, სადაც ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უკრაინის პრეზიდენტს უნდა შეხვდეს, — აცხადებენ ჟურნალისტები. — ნორვეგიის მთავრობის განცხადების თანახმად, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი შეხვედრაში დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას“.

ნორვეგიის მთავრობის პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ ოსლოში გამართულ განხილვებში ასევე მონაწილეობდნენ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი.

ზელენსკი ოსლოში შეხვედრების შესახებ

თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 ოქტომბერს Telegram-ზე დაწერა, რომ უკრაინა არ წყვეტს „არცერთ კონტაქტს, რომელსაც მშვიდობის ხელშეწყობა შეუძლია“.

„ვისაუბრებთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და ერთობლივ წარმოებაზეც. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და მშვიდობისკენ ღირსეულ გზას“, — განაცხადა მან სტიორესა და სტუბთან სამმხრივი შეხვედრის, უიტკოფთან ორმხრივი შეხვედრისა და „ოთხმხრივი შეხვედრის“ წინ. ამ უკანასკნელში ზელენსკისთან ერთად სტიორე, სტუბი და უიტკოფი მონაწილეობდნენ.

მანამდე ამერიკული ონლაინგამოცემა Axios იუწყებოდა, რომ ოსლოში განხილვებს ასევე დაესწრებოდნენ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთისა და NATO-ს წარმომადგენლები, აგრეთვე ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი.

უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება

ნორვეგიიდან სტივ უიტკოფი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში გაემგზავრება, იტყობინებოდა Axios.

მოგვიანებით ეს ინფორმაცია ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ დაადასტურა.

„სტივ უიტკოფი ხვალ სანქტ-პეტერბურგში ჩაფრინდება, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება და ამ შეხვედრის შედეგების შესახებ მოსაზრებებს გაცვლის“, — განაცხადა სტიორემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

NYT-ც წერდა, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მშობლიურ ქალაქში — სანქტ-პეტერბურგში — უნდა გამგზავრებულიყო. გამოცემის ცნობით, ამ ვიზიტის შედეგად, სავარაუდოდ, გათავისუფლდება აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფება. პუბლიკაციის თანახმად, ამით წარმოჩინდება „პუტინთან გარიგებების დადებით მიღებული სარგებელი“.

პოპულარული

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს,...

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზის  მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის...

ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს – ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს

"ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს"...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე...

უკრაინელებმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდზე იერიში მიიტანეს

უკრაინამ 11 ნოემბერს ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს "ნარო-ფომინსკს"...

ყველა ამბავი

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით,...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 15 ნოემბერს საკუთარი...

ამერიკის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა."უკრაინის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს."მაღალ თანამდებობზე მყოფებს...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის,...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო...