გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია – ფარულავა

გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია – წერს ” ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა ფარულავა.

“გასაჯაროვდეს ციხის კამერების ჩანაწერები და აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ამ კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახალხო დამცველიც ივანიშვილის კუდია და არა ხალხის უფლებების დამცველი, ეგეც ამათთან ერთად უნდა მოვიშოროთ.ფაქტია, რომ ჭორვილიდან ამოზრდილმა ვირუსმა მთელი ქვეყანა მოწამლა, კრიმინალი მოაჯდა ქვეყანას და ივანიშვილებმა კი ქართული სახელმწიფო ქალამნად ამოიცვეს.

ახლა ბათუმში პარტიების აკრძალვის საქმეზე მივდივართ მე და ჩემი მეგობრები და წარმოიდგინეთ საქართველო პოლიტიკური პარტიების გარეშე. კრიმინალები ვისთან მივლენ ? თქვენთან „ქოცბიზნესმენებო“ და ივანიშვილის „დელეცებო“. აბა, ჩვენ ისედაც არაფერი გვაქვს. გამოფხიზლების დროა, თორემ ვატულია და ივანიშვილის კრიმინალები პირველ რიგში თქვენ მოგაკითხავთ. კრიმინალები ერთად უნდა მოვიშოროთ, არავის სჭირდება ასეთი ქვეყანა და პირველ რიგში, ჩვენ შვილებს ასეთი ქვეყანა არ უნდა დავუტოვოთ”- განაცხადა ფარულავამ.

ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატმა, პაატა გოგიაშვილმა, პატიმრის ნახვის შემდეგ დაადასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალიც.

პოპულარული

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ტვ ფორმულას“ წამყვანსა...

Wall Street Journal: პუტინმა ტრამპს APEC-ის სამიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს...

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს...

ზელენსკი: ტრამპის „ზავის“ დაწყებიდან რუსეთმა ენერგეტიკულ ობიექტებზე 76 დარტყმა განახორციელა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ „ენერგეტიკული ზავის“ გამოცხადების შემდეგ...

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ  ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი),...

ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას – ფეიქრიშვილის დედა

გლდანის ციხეში მყოფი დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა "პირველებთან"...

აშშ-ში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი და ერთი ზრდასრული დაიღუპა

ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში 16 წლის მოზარდმა დაწყებით სკოლაში...

ყველა ამბავი

ეს არის ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება – “სტრატეგია აღმაშენებელი” პარტიების აკრძალვაზე

"ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა პირდაპირი დარტყმაა ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიასა და თითოეული მოქალაქის თავისუფალ არჩევანზე. ეს არის ერთპარტიული...

რიკარდ იოზვიაკი: საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება

საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება - ამის შესახებ თავის ყოველკვირეულ შემაჯამებელ სტატიაში „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი,...

„იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს!“: ძმები ფეიქრიშვილების დედა

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, საიდანაც დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გაწერეს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ციხის...

ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას – ფეიქრიშვილის დედა

გლდანის ციხეში მყოფი დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა "პირველებთან"  ამბობს, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მისი შვილისგან ტელეფონის პაროლს ითხოვდნენ...

დავით ფეიქრიშვილს საკანში ჩაუმტვრიეს ნეკნები და სახის ძვლები, მისმა ძმამ კი ვენები გადაიჭრა: ადვოკატი

დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და სისხლნაჟღენთები აქვს. ფიზიკური დაზიანებები კი მას შემდეგ მიადგა,...

მათი დღეები დათვლილია! – კობახიძე ასაკრძალ პარტიებზე

ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება - ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების...

უშეცდომო არავინ არის ღმერთის გარდა, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული – კობახიძე მდინარაძეზე

მამუკა მდინარაძეს, ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ეს. უშეცდომო არავინ...

დღეს სასულიერო პირმა შეიძლება გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს და ვიღაცას დაარტყას კიდეც: მიტროპოლიტი იობი

შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც. ასეთი მდგომარეობაა დღეს უკვე სასულიერო პირებში, სამწუხაროდ, - ამის...

ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით – ქადაგიშვილი

ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით - ვერ მოუნელებიათ, რომ არჩევნებში წააგეს, გადატრიალება ვერ მოახერხეს და...

ზელენსკი: თუ ამერიკას არ შეუძლია პუტინის შეჩერება, მოგვეცით გადამჭერი რაკეტები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ავტორიტეტულ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ...

ვაშინგტონი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემას აჭიანურებს – The Washington Post

ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მცირე ნაწილი კიევს უკრაინის პარტნიორი ქვეყნებიდან მიეწოდება. რადგან იარაღი ამერიკული წარმოებისაა, მესამე ქვეყნის მიერ მისი გადაცემა აშშ-ის...

ოპოზიციის ლიდერები დიდი ბრიტანეთის საელჩოში ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საელჩოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის,...