ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში: დღე I

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა ხვალ, დღის 12 საათიდან განახლდება.

დღეს კი, სასამართლო, ძირითადად, ოპოზიციის წარმომადგენელთა შუამდგომლობებს განიხილავდა, რომელთაგანაც არცერთი არ დააკმაყოფილა. მათ შორის, ოპოზიციას უარი ეთქვა მოსამართლეთა აცილებაზე, მოწმედ მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის გამოძახებაზე და ამ განხილვისას, ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის მასალების მტკიცებულებად არცნობაზე.

ივანიშვილის დაკითხვა ხატია დეკანოიძემ მოითხოვა, – ვრცელი არგუმენტაციით, თუმცა მისი შუამდგომლობა სასამართლომ პოლიტიკურ განცხადებად შეაფასა და დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა.

„ვინაიდან ამ ქვეყანაში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები არის ერთი ადამიანი და იმ ადამიანს წარმოადგენენ ისინი, ვინც სხედან აქ, ვინაიდან ამ ადამიანის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს დაახლოება, ჩვენი მეგობრების ჩამოცილება, ვაყენებ შუამდგომლობას, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი. ვაყენებ შუამდგომლობას, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს ერთპიროვნულად მართავს. ვინმე ხომ არ შემეწინააღმდეგება, რომ ერთპიროვნულად არ მართავს?! მდინარაძე რომ შეეწინააღმდეგა, დასაჭერად აქვს საქმე. პლენუმს მივმართავ შუამდგომლობით, რომ დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველობას და რომლის მთავარი ამოცანა ძალის გამოუყენებლობაზე მოაწერინოს საქართველოს სახელმწიფოს ხელი და ზუსტად ეს არის ეს სარჩელი – ძალის გამოუყენებლობაზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ხელმოწერა. თქვენ არ გაინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი? არ გაინტერესებთ, ჩვენი ქვეყანა ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას მოაწერს თუ არა ხელს?“ – მიმართა პლენუმს დეკანოიძემ.

ამ განცხადებების შემდგომ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მანდატურებს მოუწოდა, დეკანოიძე დარბაზიდან გაეყვანათ. როგორც მან აღნიშნა, დეკანოიძე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა.

„ქალბატონი ხატია დეკანოიძე, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ვინაიდან არ ემორჩილება სასამართლო სხდომის განკარგულების მითითებებს, გაძევებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გაძევებული ბრძანდებით“, – განაცხადა რეზო ნადარაიამ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ კი დააყენა შუამდგომლობა, რომ ე.წ. წულუკიანის კომისიის მასალები, რომელსაც ოპოზიციონერების შეფასებით ოცნების სარჩელი ეფუძნება, როგორც მტკიცებულება, საკონსტიტუციო სასამართლომ, დაუშვებლად სცნოს, რადგან გვარამიას თქმით, ეს მასალები პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხემალია. ამ შუამდგომლობას სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაეთანხმდნენ, – ისინიც თვლიან, რომ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა პოლიტიკური შურისძიების დოკუმენტია, რომელსაც ვერც მტკიცებულებითი მნიშვნელობა ექნება და ვერც ობიექტურობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რადგან თავად კომისია იყო კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი.

„დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას. ეს არის მხოლოდ ფორმალური ჩარჩო იმისა, რაც რეალობაში ხდება. სინამდვილეში კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, ანუ ადამიანებს ინდივიდუალურად, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ, რჩებიან თავად, კორუმპირებულები, სამშობლოს მგმობელნი… ეს არის ინკვიზიციური სასამართლო, რომელიც სამართლებრივ-პოლიტიკურია და როგორც სისხლის სამართლის პროცესში ჩაქუჩით შეგიძლიათ პოლიტიკური განცხადებების გაჩერება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ ხდება… „ქართული ოცნება“ პოლიტიკური საქმიანობის ლიცენზიებს იძლევა – შეუძლიათ, საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის მიხედვით, ვიღაცაზე მოითხოვონ და აკრძალონ, ხოლო ვიღაცაზე არ მოითხოვონ და არ აკრძალონ!.. უნდათ, რომ გაუქმდეს ყველა პარტია და ინდივიდუალურად ყველა პოლიტიკოსი, ვისაც თვითონ გადაწყვეტენ. უკვე არა აკრძალულებს და პოლიტიკურ ლიცენზია მიღებულებს კი, შემთხვევით თუ ივანიშვილს გააკრიტიკებენ, ამის შემდეგ აკრძალავენ. ეს არის პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნა ერთპიროვნულად, არაბუნებრივად და მისი კონსტრუირება ისე, როგორც ეს ვიღაცას უნდა – როგორც ცნობილ სიმღერაშია „რაც მამას უნდა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მანამდე კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა, სასამართლოში მოწმედ გამოძახონ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი და ლევან ხაბეიშვილი. ასევე წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც ანი წითლიძის განცახდებით „ქართული ოცნების“ სისტემურ დანაშაულებს ეხება და ამ დოკუმენტის საქმეზე დართვა მოითხოვა მტკიცებულების სახით – იმის დასადგენად, „თუ ვინ ღალატობს საქართველოს სუვერენიტეტს რუსეთის დავალებით“, რაზეც გაფრთხილება მიიღო – თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისგან.

„რადგან სარჩელი ეხება 2003-2012 წლამდე და 2012 წლიდან დღემდე პერიოდს, ჩვენ ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნას მოყვანილი მოწმედ, იმიტომ, რომ ამ სარჩელის მთავარი სამიზნე არის მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტი იყო იმ წლებში. მაინტერესებს განსაკუთრებით თენგიზ შარმანაშვილი რა კითხვას დაუსვამს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რომელსაც ახლა, ამ სარჩელით ბრალი ედება, მის მიერ დანიშნულ ელჩს წარმოადგენდა, ან გიორგი კახიანი, რომელიც დავით საყვარელიძის საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. პირველი ვის დაბარებასაც ვითხოვთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, მოწმის სახით და მეორე ლევან ხაბეიშვილი, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, განსაკუთრებით, იმ წლებთან დაკავშირებით, 2012 წლიდან დღემდე. ის ორი მოწვევის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა. შესაბამისად, მისი პოზიციაც ამ წლებთან დაკავშირებით და მითუმეტეს მიხეილ სააკაშვილის პოზიცია „ვარდების რევოლუციიდან“ 2012 წლის ჩათვლით, არის არსებითად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ნახონ და გაიგონ“, – განაცხადა წითლიძემ.

დღეს სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც შუამდგომლობები მოსამართლეების აცილების თაობაზე. სამი მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა „ლელო – ძლიერმა საქართველომ“. „ნაციონალური მოძრაობა“ კი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის აცილებას ითხოვდა. პარტიის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ განმარტა, რომ მოსამართლეთა არსებული შემადგენლობა არ არის არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არც კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს. მან მიმდინარე პროცესს საქართველოს სუვერენიტეტის და თავისუფლების წინააღმდეგ კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მოსამართლეებს კი კლანის წევრები უწოდა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება რამდენიმე შუამდგომლობა. ჩვენ ვითხოვთ სრული შემადგენლობის აცილებას და ჩვენი დასაბუთება არის შემდეგი – საკონსტიტუციო სასამართლო ამ მოსამართლეების შემადგენლობით, რომელიც აქაა წარმოდგენილი არ არის არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. რადგან თავად ამ სარჩელის, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესებთან და მთლიანად არის პოლიტიკური, წარმოებაში მიღებაც კი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ასევე, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს აქ წარმოდგენილი მოსამართლეების ბიოგრაფია, რომ მოქალაქეებმა ნახონ რამდენად თავისუფლად, სამართლიანად და რეალურად საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შეუძლიათ ამ მოსამართლეებს მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, არამედ არის კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის და თავისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ ოპოზიციის შუამდგომლობები არგუმენტებს მოკლებულია და არსებული შემადგენლობის ობიექტურობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ არსებობს.
რაც შეეხება ე.წ. წულუკიანის კომისიის მასალების მტკიცებულებად არცნობას, არჩილ გორდულაძე, რომელიც სასამართლოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, ამბობს, რომ რეალურად, მათ მიერ წარდგენილ სარჩელში კომისიის დასკვნა კი არ არის ჩ ადებული, არამედ წარმოდგენილია მტკიცებულებები.

„ფიქრობენ, რომ შეუტევენ კომისიას და თითქოს კომისიის დასკვნაა ერთადერთი მტკიცებულება. რეალურად, ჩვენს მიერ წარმოდგენილ სარჩელში როგორც ასეთი კომისიის დასკვნა კი არ არის აღებული, წარმოდგენილია ის ათობით, ასობით და ათასობით მტკიცებულება, რომელიც თან ახლავს კომისიის დასკვნას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნაწამები ადამიანები არ არსებობენ და კომისიაზე შეტევით შეძლებენ, რომ საზოგადოება მოატყუონ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა, ძალიან ცდებიან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ

საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეს პლენუმი იხილავს – საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით.

ამ სარჩელით „ქართული ოცნება“ ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ესენია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელის ინიციატორთა განცხადებით, ეს პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, რითაც აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს.

სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ ეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი და პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალოს.

პოპულარული

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს – ჯაფარიძე

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება...

The Insider: ФСБ-მ დისიდენტების ქვეყნიდან გაძევების საბჭოთა პრაქტიკა აღადგინა

რუსეთის სპეცსამსახურები სულ უფრო ხშირად მიმართავენ რეპრესიულ ტაქტიკას, რათა...

Bloomberg-ის წყაროები: დიდი ბრიტანეთი ზამთრამდე უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გაუგზავნის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის,...

ოპოზიციის ლიდერები დიდი ბრიტანეთის საელჩოში ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. შეხვედრა...

არც ტრამპს, და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს, რადგან...

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს...

რუსების ოფიციალური წარმომადგენლობა მუდმივად ცდილობს [სანაია] დაატყვეოს – ხაბეიშვილი

რუსებმა ჯერ აფხაზეთიდან გამოდევნეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქციეს,...

ყველა ამბავი

“გახარიას პარტია კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ “მე კარგი მონა ვარ” – ზურაბიშვილი

""გახარიას პარტია კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ "მე კარგი მონა ვარ"- საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური...

გლდანის ციხეში პატიმარმა ორი ბოლტი გადაყლაპა – ფეიქრიშვილების დედა

გლდანის ციხეში პატიმარმა ორი ბოლტი გადაყლაპა- ინფორმაციას ამის შესახებ ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი  ავრცელებს."ერთ-ერთმა პატიმარმა, ლაშა ლაბაძემ, გადაყლაპა ორი...

რევაზ ნადარაია 2-ჯერ იყო დაბარებული.. მაღალი ალბათობით, მასზე კომპრომატად თაროზე აქვთ საქმე შემონახული – ჯაფარიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე რევაზ ნადარაია ორჯერ იყო დაბარებული პროკურატურაში 2013 წელს და მაღალი ალბათობით მასზე კომპრომატად თაროზე აქვთ...

წლის ბოლოს გაზის და წყლის ტარიფები გადაიხედება – დავით ნარმანია

მარეგულირებელ კომისიას ამ წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა, ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავადგინეთ ელექტროენერგიის ახალი ტარიფი, რომელიც...

თავში მიტრიალებს, რატომ მაინც და მაინც მე?უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე – ხვიჩა კვარაცხელია ტრამვაზე

"თავში მიტრიალებს, რატომ მაინც და მაინც მე?" - საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პსჟ“-ს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან“...

ენმ-ი საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე მოწმის სახით  სააკაშვილისა და ხაბეიშვილის დაბარების შუამდგომლობით გამოდის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე მოწმის სახით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“...

არ ვაპირებთ მსხვერპლის როლში ყოფნას ბიძინას მიერ გაწერილ სპექტაკლში, რომლის ფინალიც უკვე განსაზღვრულია – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ფედერალისტები", რომლის აკრძალვასაც "ოცნება" გეგმავს, საკონსტუტიო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე წარმოდგენილი არ იქნება და პარტიის წევრები საკონსტიტუციოს შენობასთან მიმდინარე აქციას...

ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ, თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც გასული წლის, 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს, თავისუფალია. მომიტინგე თამარ ლორთქიფანიძემ,  2025 წლის 22...

“დაიხარჯა ₾722 645” – “ოცნების” მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

"ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებენ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაკრძალვისთვის დაიხარდა 722 645 ლარამდე, გამოყოფილი...

21 ოქტომბრის საკვირველი დღეები

21 ოქტომბრის #საკვირველიდღეები:4 000 მბ + 150 წთ (საქართველოში) - 9₾600 წთ (საქართველოში) - 10₾30 000 მბ - 19₾...

ომს არ ვაგებთ, მაგრამ რუსეთის გამო ხალხს ვკარგავთ – ზელენსკი

"ომს არ ვაგებთ, მაგრამ რუსეთის გამო ხალხს ვკარგავთ "- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ოსლოში შეხვედროს შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე...

NYT: ტრამპს სურს, ზელენსკის რუსეთის პირობებით მშვიდობა თავს მოახვიოს

ოსლოში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ტრამპის წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და თეთრი სახლის ხელმძღვანელის სიძე ჯარედ კუშნერი შეეცდებიან, კიევს რუსეთთან მშვიდობა...