ოპოზიციის ლიდერები დიდი ბრიტანეთის საელჩოში ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საელჩოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.

ადგილზე უკვე მივიდნენ „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი, „ფედერალისტების” ლიდერი გიგა ბოკერია, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ასევე, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი.

ოპოზიციისა და ევროპელი ელჩების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა:

„ქვეყანაში მთავარი თემა არის დემოკრატიის განადგურება და ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების აკრძალვა, ეს გახლავთ დემოკრატიული პროცესის საბოლოო განადგურება, წერტილის დასმა ყველა იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის რომელიც რეალურად იქნება ანტისაოკუპაციო ხაზის მატარებელი, რეალურად ოპოზიციური და რა თქმა უნდა, ეს კარგად ესმის ყველას. ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც ეხება არამხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ ეხება ევროპულ უსაფრთხოებას. ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა ტიპის მხარდაჭერა, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და ჩვენ, ზოგადად, უნდა გვქონდეს ჩვენ ბუნებრივ მოკავშირეებთან ურთიერთობა მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი მათ ებრძვის“, – აცხადებს ფავლენიშვილი.

უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ელჩებთან ისაუბრეს იმაზე, „თუ როგორ ავაცილოთ სახელმწიფოს ის შესაძლო გამოუსწორებელი ზიანი, რასაც უქადის მას „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურა. ეს არის მთავარი ამოცანა, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი შესაძლო უმძიმესი შედეგებისგან, რომელიც შეიძლება მოუტანოს ამ ავანტიურამ. ეს არის ძირითადი განხილვის საგანი. ვიმეორებ, ჩვენი ამოცანაა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი ყველამ ერთად დავიცვათ იმ შესაძლო უმძიმესი ზიანისგან, რომელიც შეიძლება მიადგეს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურის შედეგად“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ქართული ოცნების“ საკოსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც  პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს ეხება, 21 ოქტომბრიდან დაიწყება. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, მმართველი პარტიის წევრები – არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.

 

პოპულარული

„ამას აშშ-ის პრეზიდენტი წყვეტს“-მასკმა განმარტა, ვინ აკონტროლებს Starlink-ის სიჩქარეს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის სიჩქარე არ შეუზღუდავს, რადგან...

რაზე ილაპარაკეს ქართული ოცნების უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო...

მოვითხოვ დავესწრო პროცესს და მოღალატეებს პირში ვუთხრა სათქმელი – ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებასითხოვს

ენმ-ის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევანი ხაბეიშვილი  ბათუმში ბადრაგირებას...

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე მეოთხე სართულიდან გადახტა – დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებისგან...

პოლიციასთან შეტაკებები, ხანძრები და ასობით დაკავებული-მასშტაბური საპროტესტო აქციების დღე საფრანგეთში

შაბათს საფრანგეთის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ცხოვრების გაძვირებისა...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება...

აშშ-ში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი და ერთი ზრდასრული დაიღუპა

ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში 16 წლის მოზარდმა დაწყებით სკოლაში...

ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? რა მოვინანიო? – მანჯგალაძე საპროცესოზე

"ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?"- 4 ოქტომბრის...

ყველა ამბავი

ზელენსკი: თუ ამერიკას არ შეუძლია პუტინის შეჩერება, მოგვეცით გადამჭერი რაკეტები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ავტორიტეტულ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ...

ვაშინგტონი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემას აჭიანურებს – The Washington Post

ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მცირე ნაწილი კიევს უკრაინის პარტნიორი ქვეყნებიდან მიეწოდება. რადგან იარაღი ამერიკული წარმოებისაა, მესამე ქვეყნის მიერ მისი გადაცემა აშშ-ის...

The Insider: ФСБ-მ დისიდენტების ქვეყნიდან გაძევების საბჭოთა პრაქტიკა აღადგინა

რუსეთის სპეცსამსახურები სულ უფრო ხშირად მიმართავენ რეპრესიულ ტაქტიკას, რათა რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხელოვანები, აქტივისტები და პოლიტიკოსები აიძულონ, ქვეყანა...

დააკავეს სამი პირი, რომლებიც შვილებს, მათ შორის, აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით,...

ტრამპის საგანგებო დესპანი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ოსლოში მიემგზავრება, რის შემდეგაც პუტინთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური დესპანი, სტივ ვიტკოფი, ამ კვირაში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიემგზავრება, სადაც უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე...

დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

ეს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე ზეწოლის მცდელობა და შიდა საქმეებში ჩარევაა: საგარეო უწყება EU-ის წარმომადგენელთა განცხადებებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება,- ამის...

დაკავებული პენსიონერებს დახმარების დანიშვნას დაჰპირდა, მათი მონაცემებით სესხები აიღო – შსს

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს."გამოძიებით...

ადამ კადიროვმა თავის შეიარაღებულ რაზმში ჩეჩნური ელიტის შვილები აიყვანა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟმა, ადამ კადიროვმა, შექმნა შეიარაღებული დანაყოფი, რომლის წევრთა ნახევარზე მეტს მისი ნათესავები, ასევე...

რუსების ოფიციალური წარმომადგენლობა მუდმივად ცდილობს [სანაია] დაატყვეოს – ხაბეიშვილი

რუსებმა ჯერ აფხაზეთიდან გამოდევნეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქციეს, შემდეგ უდიდესი ტრაგედია დაატეხეს თავს. ახლა რუსების ოფიციალური წარმომადგენლობა არ...

ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად იურისტობაც დასრულდეს: მანანა კობახიძე

ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს -...

ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული აქვს – ვოლსკი

ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ადვოკატს ძალიან გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული აქვს, რადგან დანაშაულის ფაქტი რეალურია, გადაღებულია...