4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად ვარ ჩვენების მისაცემად – ამის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოსადმი პაატა ბურჭულაძის მიმართვაში, რომელიც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს!
პატივცემულო მოსამართლეებო, ვადევნებ თვალს თქვენს სასამართლოს და შევიტყვე, რომ ოპოზიციურ პარტიებს ბრალად აქვს წაყენებული 4 ოქტომბრის შეკრების, ეროვნული კრების ორგანიზება, რაც არის ტყუილი. 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე და სხვას არავის შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს სწორი და სრული ინფორმაცია თუ რისთვის შეიკრიბა ასი ათასობით მოქალაქე თბილისის ცენტრში, რას უყარა კენჭი და რა შედეგი მოჰყვა მას. ჩემი დაკითხვის გარეშე 4 ოქტომბრის დიდი შეკრების არათუ განხილვა, არამედ ხსენებაც კი არამხოლოდ უსამართლობა, არამედ უსინდისობაც იქნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად.
დიდი მადლობა!
P.S. ოპოზიციურ პარტიებს გთხოვთ გამიწიოთ შუამდგომლობა რომ თუ 4 ოქტომბრის საკითხი წამოიჭრება სასამართლოს მივცე ჩვენება“ – ნათქვამია პაატა ბურჭულაძის მიმართვაში.


