დანიის სამეფომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების 50 000-ზე მეტი ერთეული საბრძოლო მასალის მიწოდება უზრუნველყო.საუბარია ამერიკული წარმოების გამანადგურებლების ბორტზე დამონტაჟებული ავტომატური ქვემეხების 20-მილიმეტრიან კალიბრის ჭურვებზე.
უკრაინელი სამხედრო პილოტები ჭურვევს ეფექტურად იყენებენ ჰაერში რუსების, რეაქტიული იერიშის დრონების განადგურებისთვის.
F-16 ტიპის გამანადგურებლები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და ეფექტურ საშუალებას მტრის რეაქტიული „შაჰედების“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ოფიციალური კოპენჰაგენის განმარტებით, დანიურმა მხარემ საბრძოლო მასალის მიწოდების პროცესი მაქსიმალურად დააჩქარა, რათა ოპერატიულად უპასუხა უკრაინული მხარის კრიტიკულად მნიშვნელოვან მოთხოვნას დამატებითი შეიარაღების სასწრაფო უზრუნველყოფის შესახებ.


