რუსეთი გერმანული გოეთეს ინსტიტუტის კულტურულ ცენტრებს დახურავს

რუსეთი გერმანული გოეთეს ინსტიტუტის კულტურულ ცენტრებს დახურავს მას შემდეგ, რაც გერმანიამ ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ბერლინში „რუსული სახლის“ მუშაობის შეწყვეტა გადაწყვიტა, — განაცხადა ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„რა თქმა უნდა, ისინი დაიხურება მას შემდეგ, რაც იქიდან ჩვენი კულტურული ცენტრი გააძევეს“, — განაცხადა ლავროვმა ვლადივოსტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე.

რამდენიმე დღის წინ გერმანიამ რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულა დივერსიის მცდელობაში — საქმე ეხება ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ უპილოტო საფრენ აპარატს, რომელიც ერთი თვის წინ ლაიფციგის აეროპორტში აღმოაჩინეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ამ მცდელობის საპასუხოდ გერმანია ბონში რუსეთის საკონსულოსა და ბერლინში „რუსულ სახლს“ დახურავს.

სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გერმანია მტკიცებულებების გაყალბებაში დაადანაშაულა, რათა ინციდენტზე პასუხისმგებლობა მოსკოვისთვის დაეკისრებინა.

ლავროვის თქმით, „გერმანელებს აქ გოეთეს ინსტიტუტის განყოფილებები აქვთ — მოსკოვში, პეტერბურგსა და ეკატერინბურგში“.

„რა თქმა უნდა, ისინი დაიხურება მას შემდეგ, რაც იქიდან ჩვენი კულტურული ცენტრი გააძევეს. სხვაგვარად საკუთარ თავს პატივს აღარ ვცემთ“, — თქვა მინისტრმა.

თავად გოეთეს ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთში მისი მესამე განყოფილება არა ეკატერინბურგში, არამედ ნოვოსიბირსკში მდებარეობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლება „შეგნებულად დგამს ნაბიჯს, რომელიც ცალსახად ნიშნავს რუსეთის ფედერაციაში მათი კულტურული ყოფნის შეწყვეტას — ყოფნისა, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობებში ყველა „უკრაინული პერიპეტიის“ მიუხედავად მაინც შენარჩუნებული იყო“. ლავროვის თქმით, ამის შემდეგ გერმანელებს „ჩვენს მოსახლეობასთან უშუალოდ მუშაობის შესაძლებლობა აღარ დარჩებათ“.

რუსეთში პირველი გოეთეს ინსტიტუტი 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე, მოსკოვში გაიხსნა.

დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური კონფლიქტის შემდეგ, 2018 წელს რუსეთმა ქვეყანაში ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლობების დახურვის განკარგულება გასცა.

ოთხშაბათს ლავროვის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ რუსეთი ბონში საკონსულოს დახურვას „უახლოეს მომავალში“ უპასუხებს.

პოპულარული

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს

2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან...

დენის კულანინს საქართველოს ნებაყოფლობით დასატოვებლად 7 დღე განესაზღვრა

წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ დააბრუნებენ. ადამიანის...

იტალიაში, გაეტას სანაპიროზე ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, გაეტის  პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ფაქტზე დანაშაულის...

პოპულარული შაქრის შემცვლელების გავლენა შესაძლოა მომავალ თაობებსაც გადაეცეს–კვლევა

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოპულარული დამატკბობლები, სუკრალოზა და...

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის...

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო.“დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა...

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში ვილა $51.5 მილიონად გაყიდა – New York Post

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში, ჰიბისკუსის კუნძულზე...

თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა, აღარ შეიქმნება

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.გარდა...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...