ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, ვესაუბრე, რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე, რაც შეიძლება პატიმარს აწუხებდეს. ბუნებრივია, იმაზეც, რა საკითხზეც მე ვიყავი შესული, ამ გაუქმებულ პაემანთან დაკავშირებით. იცით, რომ ეს პაემანი იყო წამახალისებელი ხასიათის და ბატონი ირაკლის განცხადებით, ეს პაემანი გაუქმდა.
ანალოგოური შეხვედრა მქონდა ციხის ადმინისტრაციასთან, რომელსაც შემიძლია გითხრათ, რომ არ აქვს რაიმე ტიპის განწყობა, რომელიც გულისხმობდეს ბატონი ირაკლი მიმართ იმ პოლიტიკის ცვლილებას, რაც აქამდე ჰქონდათ.
პერიოდულად ის იღებდა წამახალისებელი პაემნების შესაძლებლობას და ეს ამბავი, რაც მოხდა, მათი განცხადებით, დაკავშირებულია რაღაც ინფრასტრუქტურულ საკითხთან, რემონტი მიმდინარეობდა კონკრეტულ პერიოდში და ამიტომ ვერ მოხერხდა, მათი განცხადებით, ამ პაემნის ჩანიშვნა, თუმცა სამომავლოდ, რაიმე ტიპის უარყოფა ან უარი იმასთან დაკავშირებით, რომ მას მიეცეს ასეთი პაემნების შესაძლებლობა, ციხის ადმინისტრაციას არ დაუფიქსირებია.
მთავარი ახალი ამბები ციხის ადმინისტრაციის ცნობით, წამახალისებელი პაემანი რემონტის გამო ვერ ჩაინიშნა – იოსელიანი




