შარმანაშვილი – ღარიბაშვილზე „დიფ სთეითმა“ იმოქმედა

„ოცნებაში“ ამბობენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაბარებული პირების გამოკითხვის შემდეგ ნათელი გახდება, ისინი ჭორებს ავრცელენ თუ რაიმე ხელშესახები აქვთ ამ თემაზე. ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები „ჭორაობენ“.

„მიზანი არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დისკრედიტაცია. მათ ხომ ყველაფერი უნდა გააშავონ და თქვან, რომ ამ ქვეყანაში კარგი არაფერი ხდება, სულ შეთქმულებებია, ვინმეს მოკვლას ან უკანონო ქმედებებს და ჩაგვრას უპირებს. ამით ცოცხლობენ და საზრდოობენ – ჭორებით, ტყუილებით და ასეთი ნარატივებით. თორემ, რაც ხელშესახებია და სადაც დანაშაული გვაქვს, იქ ხელისუფლებისთვის მათი დახმარება არ გვჭირდება. მიუხედავად თანამდებობის პირებისა, მოქმედი იყო თუ არა, დაგვაზარალებს პოლიტიკურად თუ არა, განსაკუთრებულ ზომებს ვიღებთ. ძალიან კარგად ვიცოდით, როდესაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ვიწყებდით, რომ პოლიტიკურად ეს ლამაზად არ გამოიყურება ხელისუფლებისთვის, როდესაც შენი ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლების წევრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში აძლევ. ჩვენი განსხვავება ის არის, რომ უკან არასდროს დავიხევთ, როდესაც სამართლებრივი საფუძველი იარსებებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მას ასევე კითხეს, ხედავს თუ არა კოორდინირებულ მოქმედებას ღარიბაშვილსა და ოპოზიციას შორის, რაზეც უპასუხა, რომ „არის კოორდინირებული და მოწოდებული გარკვეული წრეებიდან, რომ ამ მიმართულებით იმოძრაონ“. „გარკვეულ წრეებში“ კი, როგორც განმარტა, „დიფ სთეითს“ მოიაზრებს – „მსგავს წრეებს „დიფ სთეითსაც“ ეძახიან“ – თქვა მან.

„ღარიბაშვილის მოქმედებაზე ერთ-ერთმა NGO-ს ხელმძღვანელმა, ლომჯარიამ მაშინ განაცხადა, ასეთ მოქმედებას და ამ სირცხვილს ურჩევნია ბომბების წვიმა ცვიოდეს თბილისზე და საქართველოზეო. ეს ადამიანი, რომელსაც ასეთი შეხედულება ჰქონდა ღარიბაშვილზე, ახლა მხარს უჭერს და იგივე ნარატივებს იმეორებს, რასაც ღარიბაშვილი საუბრობს. შემთხვევითია ეს? გულუბრყვილო არ ვარ და არ მგონია, რომ შემთხვევითია. მგონია, რომ არის კოორდინირებული და მოწოდებული გარკვეული წრეებიდან, რომ ამ მიმართულებით იმოძრაონ. ნებისმიერი ადამიანი, რომელზეც ზემოქმედების შესაძლებლობა აქვს ამ „დიფ სთეითს“ – შეიძლება შარშან არ ჰქონდა და წელს მიეცა, ხვალ შეიძლება ჩემზე მიეცეს – ის ამ მცდელობას გააკეთებს. რა გამოუვა აქედან და ვისზე გამოუვა, ეს მეორე საკითხია. ვიღაცებზე, სამწუხაროდ, გამოუვიდათ. (ღარიბაშვილზე) გამოუვიდათ! თქვენ ეს საბავშვო ბაღის ბავშვების გაერთიანება ხომ არ გგონიათ? ეს არის ძალა, რომელსაც აქვს უზარმაზარი ფინანსური და პოლიტიკური შესაძლებლობები. ისინი მართავენ ევრობიუროკრატიას, თავის ჭკუაზე აცეკვებენ მას და ბევრი ქვეყნის მთავრობას. მაშინ შეიძლება არ მართავდა (პრემიერობის დროს). შეიძლება მართავდა კიდეც, მაგრამ რისი მტკიცებულებაც არ მაქვს, იმას ვერ ვიტყვი. ახლა ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს კოორდინირებული არ არის იქიდან, როცა გვარამია, ლომჯარია და ღარიბაშვილი ერთი და იგივე ნარატივს, მძიმესაც რომ არ გადაანაცვლებენ, ისე საუბრობენ. ეს თუ შემთხვევით ხდება, ვისაც სურს, მასე ეგონოს. მე არ ვარ გულუბრყვილო“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გავრცელებულ ბოლო წერილში ექს-პრმიერი წერს, რომ გასარკვევია, რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. თუმცა მსჯავრდებულ ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

პოპულარული

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ,...

უკრაინის გენშტაბის თქმით, ომში რუსეთმა 1.5 მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 1.5 მილიონზე მეტი ჯარისკაცი...

“შეინახეთ მოპარული ფული, ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად” – სააკაშვილი “ოცნების” წევრებს

"შეინახეთ მოპარული ფული, სულ ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად"...

უნგრეთმა 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

უნგრეთის მთავრობამ 8 სექტემბერს რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელი...

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის...

ტრამპი თითოეულ სრულწლოვან ამერიკელს 5 ათას დოლარს დაჰპირდა, თუ რესპუბლიკელები კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თითოეულ სრულწლოვან...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...