თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება. საქმე არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდება.
შეთანხმების გაუქმებას პროკურატურა ითხოვდა იმის საფუძველზე, რომ კირვალიძემ ბრალი არ აღიარა. მისი ადვოკატის, ბორის ჩელეყურუას განცხადებით, ეს არგუმენტი დაუსაბუთებელია, რადგან ბრალის აღუიარებლობის შემთხვევაში სასამართლო საერთოდ არ დაამტკიცებდა შეთანხმებას.
გიორგი კირვალიძეს ბრალი ედებოდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ათონელის სასახლესთან დაკავების საფუძველზე — სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა).
საქმეზე ბრალდებულ დანარჩენ 11 პირთან ერთად, კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა — 1 წელი რეალური და 3 წელი პირობითი პატიმრობით. შეთანხმების დამტკიცების შემდეგ კირვალიძემ განაცხადა, რომ დანაშაულს არ ცნობდა და შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.

