Axios: CIA-ის ხელმძღვანელმა მოსკოვში სამმხრივი სამიტის გამართვა შესთავაზა

Axios-ის ცნობით, CIA-ის დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა ამ კვირის დასაწყისში მოსკოვში საიდუმლო ვიზიტის დროს კვლავ წამოაყენა დონალდ ტრამპის, ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სამმხრივი სამიტის გამართვის წინადადება.  ამის შესახებ Axios-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

Axios-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეტკლიფი პირადად ჩაერთო უკრაინაში მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევაში. გამოცემის წყაროების მიხედვით, ვიზიტისას რეტკლიფს უნდა გაერკვია, შეეძლო თუ არა რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელობას პუტინის დარწმუნება უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლებაში. წყაროების მტკიცებით, რეტკლიფი მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ხელმძღვანელი ალექსანდრ ბორტნიკოვი არის „კონსტრუქციული მოთამაშე, რომელსაც შეუძლია დიპლომატიური ძალისხმევის განახლებაში დახმარება“.

Axios-ის ცნობით, პარასკევს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის რეტკლიფის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებებისა და სამმხრივი სამიტის შეთავაზების შესახებ აცნობეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას მოლაპარაკებების ასეთი ფორმატი ადრეც ჰქონდა შეთავაზებული, თუმცა პუტინმა წინადადება უარყო.

CIA-ის ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის მიზნები

რეტკლიფი რუსეთში 25 აგვისტოს აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით Boeing C-17 Globemaster III ჩავიდა და ქვეყანა რამდენიმე საათში დატოვა. The Wall Street Journal-ის ცნობით, ვიზიტი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ მის შესახებ თეთრი სახლის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმაც კი არ იცოდა.

Politico სამი წყაროს ცნობაზე დაყრდნობით წერდა, რომ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის მთავარი მიზანი რუსეთისთვის გზავნილის გადაცემა იყო — აშშ-ის ნატოელ მოკავშირეებზე თავდასხმა დაუშვებელია.

The New York Times-ის ინფორმაციით, მოსკოვში ვიზიტის დროს რეტკლიფმა FSB-ის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბორტნიკოვს რუსეთის მდგომარეობის შესახებ უკრაინის ომში „თავისი პირქუში შეფასება“ გაუზიარა და მოსკოვს მოუწოდა, მოლაპარაკებები მანამდე დაიწყოს, სანამ სამხედრო და ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.

პოპულარული

პროკურორი ციხით რომ მაშინებს: ციხეშიც შევალ და ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! – თამაზ ელიზბარაშვილი

ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ...

უკრაინელებმა რუსეთის ბაშკორტოსტანში სამხედრო-სამრეწველო ობიექტს დაარტყეს — 1300 კმ-ზე მეტ მანძილზე

4 სექტემბერს, დილით, უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ბაშკორტოსტანის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს...

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გააუქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება. საქმე...

უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს – ზელენსკი

"უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს"- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა....

პოლიცია მუქარისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით, თამაზ ელიზბარაშვილის მანქანას ჩხრეკს

პოლიციამ დღეს, 1 სექტემბერს, ლისის ტბასთან, ბიზნესმენისა და ძაღლების...

ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...