ვენაში მძარცველებმა დღისით მუზეუმიდან 600 ბრილიანტით შემკული ყელსაბამი მოიპარეს

ვენაში მიმდინარეობს საერთაშორისო ოპერაცია ორი მამაკაცის მოსაძებნად, რომლებმაც მუზეუმიდან 600-ზე მეტი ბრილიანტით შემკული ყელსაბამი მოიპარეს.

პოლიციის ცნობით, ხუთშაბათს დღისით ორმა ეჭვმიტანილმა ვენის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში (MAK) მინის ვიტრინა ჩაამტვრია და ბრილიანტებით შემკული პლატინის ყელსაბამი გაიტაცა. მისი ღირებულება, სავარაუდოდ, 4 მილიონ დოლარს აღემატება.

ყელსაბამი, რომელიც ეგვიპტის ყოფილი სამეფო ოჯახისთვის იყო შექმნილი, საიუველირო კომპანია Van Cleef & Arpels-ის გამოფენის ნაწილი იყო. გამოფენა MAK-ში სექტემბრამდე გაგრძელდება.

ეს ქურდობა ევროპულ მუზეუმებში ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებული ძარცვების სერიის კიდევ ერთი შემთხვევაა, როდესაც მუზეუმებიდან ძვირფასი არტეფაქტები გაიტაცეს.

ვენის პოლიციამ გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ორი ეჭვმიტანილის ფოტოები. მათ ნიღბები არ ეკეთათ. პოლიცია ყველას მოუწოდებს, ვისაც ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია აქვს, სამართალდამცველებს მიაწოდოს.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ მძარცველს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

ყელსაბამის გატაცების შემდეგ მძარცველები, პოლიციის ცნობით, „ვენის საქალაქო პარკის მიმართულებით“ გაიქცნენ. პარკი მუზეუმის სამხრეთით მდებარეობს.

MAK-ის გენერალურმა დირექტორმა ლილი ჰოლაინმა განაცხადა: „ძალიან ძვირფასი საიუველირო ნივთის ქურდობამ… ძალიან შეგვძრა“.

მისი თქმით, მუზეუმმა სწორედ ამ გამოფენისთვის Van Cleef & Arpels-თან ერთად უსაფრთხოების სპეციალური გეგმა შეიმუშავა. „უსაფრთხოების საკითხებს ძალიან სერიოზულად მივუდექით და ყველა ზომა საგულდაგულოდ იყო მომზადებული“, — განაცხადა ჰოლაინმა.

მისი თქმით, „შეიარაღებული ინციდენტის“ დროს თანამშრომლები მშვიდად მოქმედებდნენ და დადგენილ პროცედურებს მიჰყვებოდნენ. არავინ დაშავებულა.

ჰოლაინმა ასევე აღნიშნა, რომ გამოფენის გახსნამდე MAK-მა უსაფრთხოების ზომები დეტალურად გადახედა, „განსაკუთრებით ბოლო წლებში დიდ მუზეუმებში მომხდარი ინციდენტების გათვალისწინებით“.

ხუთშაბათს ესპანეთის ერთ-ერთი მუზეუმიდან პრეისტორიული პერიოდის სამკაულებისა და არტეფაქტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოლექცია მოიპარეს.

„ვილიენას განძი“ — ბრინჯაოს ხანის ოქროს ნივთების ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია ევროპაში
ლუვრიდან მოპარული ნივთებიდან ორი, მათ შორის იმპერატრიცა ეჟენის გვირგვინი (ზედა მარჯვენა მხარეს), მოგვიანებით მუზეუმთან ახლოს იპოვეს

ამ თვის დასაწყისში სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის ოთხი ფერწერული ტილო გაიტაცეს, ხოლო წლის დასაწყისში პარმის მუზეუმიდან რენუარის, სეზანისა და მატისის სამი ნახატი მოიპარეს, რომელთა ღირებულება მილიონობით ევროს შეადგენს.

ამ ძარცვებს წინ უძღოდა პარიზის ლუვრში გასული წლის ოქტომბერში მომხდარი გახმაურებული და თავხედური ქურდობა, როდესაც ნიღბიანმა მძარცველებმა ფასდაუდებელი ძვირფასეულობა გაიტაცეს.

ქურდობების ამ სერიამ ევროპული კულტურული დაწესებულებების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.

ევროპოლის განცხადებით, მუზეუმებში ქურდობები „სულ უფრო აგრესიული ხდება და დამნაშავეები ძალადობრივ და ძალისმიერ მეთოდებზე გადადიან“. უწყების შეფასებით, ეს „შესაძლოა ახალი კრიმინალური ქსელების მონაწილეობაზე მიუთითებდეს“.

ვენაში მოპარული ყელსაბამი ეგვიპტის ყოფილი სამეფო ოჯახისთვის იყო შექმნილი. 1939 წელს ის დედოფალ ნაზლის ეკეთა თავისი ქალიშვილის, ფავზიას ქორწილში, რომელიც ირანის მომავალ შაჰს — მოჰამედ რეზა ფეჰლევის — გაჰყვა ცოლად.

Van Cleef & Arpels ამ სამკაულს „თეთრი საიუველირო ხელოვნების ტრიუმფს“ უწოდებს. ყელსაბამზე დამაგრებული ბრილიანტების საერთო წონა 200 კარატს აღემატება.

ათი წლის წინ, როდესაც ყელსაბამი აუქციონზე გაიტანეს, მისი სავარაუდო ღირებულება 3,6-დან 4,6 მილიონ დოლარამდე იყო შეფასებული.

ვენასა და ქვემო ავსტრიის პროვინციაში მობილიზებულია პოლიციის კინოლოგიური დანაყოფები. ექსპერტები მტკიცებულებებსა და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობენ.

გამოფენა უკვე ხელახლა გაიხსნა.

პოპულარული

ვფიქრობ, სურს, რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა შემდეგ, იქნებ დივიდენდი მიიღოს – ვოლსკი ღარიბაშვილზე

"ვფიქრობ, სურს, რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა შემდეგ, იქნებ...

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში ვილა $51.5 მილიონად გაყიდა – New York Post

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში, ჰიბისკუსის კუნძულზე...

მოსკოვი საქართველოს, ჩრდ. კორეასა და სხვა ქვეყნებს თანამშრომლობის განვითარებას სთავაზობს

რუსეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ირანთან, მონღოლეთთან,...

სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სასჯელაღსრულების...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50...

ციხის ადმინისტრაციის ცნობით, წამახალისებელი პაემანი რემონტის გამო ვერ ჩაინიშნა – იოსელიანი

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, ვესაუბრე, რა...

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს

2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...