აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

spot_imgspot_img

“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია” – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლემა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას.

“საქართველო ჯერჯერობით არ აღიარებს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ ორი ახალი სახელმწიფოს აღიარება და მათთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის დამყარება მის ინტერესებსაც პასუხობს. […] სამხრეთ ოსეთისთვის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას უპირველესი მნიშვნელობა აქვს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც საქართველო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს. ცხადია, რომ საქართველოს მხარის მსგავსი პოზიცია რეგიონში ნდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ხელს არ უწყობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში თანასწორუფლებიანი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მომხრე ვართ და ვცდილობთ, საერთაშორისო დისკუსიებმა კონკრეტულ და ქმედით შედეგებამდე მიგვიყვანოს. დარწმუნებული ვართ, რომ ყველა დაინტერესებული მხარის ღია და კონსტრუქციული მიდგომა არსებული გამოწვევების გადასაჭრელად და ახალი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია.საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ცხინვალისა და მოსკოვის ერთობლივი ძალისხმევა რესპუბლიკის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის განმტკიცებაზეა მიმართული. კოორდინირებული კურსი სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის დაცვას უზრუნველყოფს და ასევე ხელს უწყობს სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებას.” – დაამატა მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა.

spot_imgspot_img

პოპულარული

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაში, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაში, Neptun Deep-ის მახლობლად, ასაფეთქებელი მასალით...

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ...

ვუჩიჩი: სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. ამის...

ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს

ჰაკერებმა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არიან...

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში Su-24M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურა

~უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე, რუსული Su-24M...

რუსეთის რამდენიმე რეგიონში Ozon-ის ობიექტები დრონების სამიზნე გახდა

რუსეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში,...
spot_img

ყველა ამბავი

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს,...

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ,...

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS) საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ...

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა,...

ზელენსკი: კიევმა Patriot-ისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო

უკრაინამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „მცირე რაოდენობის“ რაკეტები და ამერიკული AIM ტიპის „ჰაერი–ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტები მიიღო, — განაცხადა...

სასამართლომ ფრიდონ ინჯიას, ვალერი კვარაცხელიას და ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი...

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი უცხოელის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს....

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა. ამის შესახებ სამშაბათს, 25 აგვისტოს, თეთრ სახლში CBS-ის...

ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე – ღარიბაშვილის წერილი

"ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ...

ცვლილება „თანაინვესტირების ფონდში“ — აქტივები ოფშორიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი განმკარგავია, იურიდიულ სტრუქტურას იცვლის - მსხვილი აქტივები კაიმანის კუნძულებიდან პირდაპირ...

მივიღეთ patriot-ის რაკეტები, ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ მეტი გვჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მცირე რაოდენობით Patriot-ის რაკეტები და სხვა დახმარების პაკეტი მიიღო.„არ ვიტყვი რომელი...