უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში Su-24M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურა

~უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე, რუსული Su-24M ტიპის ტაქტიკური ბომბდამშენი და აეროდრომზე განთავსებული ოთხი ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს.

უკრაინის იერიშის ერთ-ერთი სამიზნე რუსეთის სამარის ოლქში, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც იყო. ქარხანა ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1 000 კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საწარმოსგან მიღებული შემოსავლები რუსეთის მიერ ომის დასაფინანსებლად გამოიყენება. ქარხანაზე თავდასხმა 21-22 აგვისტოს ღამით განხორციელდა, რის შედეგადაც ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ამავე ღამეს უკრაინულმა ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს რუსეთის სამარის ოლქში მდებარე Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრზეც. დარტყმის შედეგად ობიექტზე ხანძარი გაჩნდა და მისი მუშაობა შეჩერდა. რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ონლაინ-რიტეილერმა Ozon-მა განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად თანამშრომლები დაშავდნენ და 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8,8 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას შეადგენს. ქარხანა, სხვა პროდუქტებთან ერთად, საავტომობილო და საავიაციო საწვავსა და დიზელს აწარმოებს.

უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმები ბოლო პერიოდში ძირითადად სამხედრო, საწვავისა და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზეა მიმართული, რასაც კიევი რუსეთის საომარი შესაძლებლობების შესუსტების მცდელობად განიხილავს.

პოპულარული

კრემლის პრესსპიკერი: მოსკოვი უახლოესი სამი დღის განმავლობაში კიევს არ დაარტყამს

ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ 6 სექტემბრის 00:00 საათიდან...

თბილისში, სამალავიდან, ნახევარ კგ-ზე მეტი კოკაინი ამოვიღეთ – შსს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების...

სერბეთში გენოციდისთვის მსჯავრდებული რატკო მლადიჩი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ათასობით ადამიანი, რომლებიც სერბთა რესპუბლიკის არმიის ყოფილ სარდალს, სამხედრო...

საქართველოს მოქალაქეს აშშ–ში 1.3 მილიარდი დოლარის თაღლითური სქემიდან მიღებული თანხების გათეთრება ედება ბრალად

მასაჩუსეტსის ოლქის ფედერალურმა დიდმა ჟიურიმ 33 წლის ერეკლე გუგავას,...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი...

ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა: ღარიბაშვილის მორიგი წერილი

ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი - მე-6 წერილი ციხიდან. პატიმრობაში მყოფი...

Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავის ავარია მაიამიში: 5 ადამიანი დაიღუპა

ფლორიდის შტატში, მაიამის საერთაშორისო აეროპორტში, Amazon-ის კუთვნილი Boeing 767-ის...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...