სლოვენიაში პრეზიდენტის რუსეთის დაზვერვასთან შესაძლო კავშირების გამო სკანდალია

პარლამენტის უსაფრთხოების კომიტეტი აპირებს სლოვენიის სადაზვერვო სამსახურს, SOVA-ს, მოსთხოვოს ინფორმაცია პრეზიდენტ ნატაშა პირც-მუსარის რუსეთის სადაზვერვო ქსელთან შესაძლო კავშირების შესახებ. ერთ-ერთმა დეპუტატმა უკვე მოითხოვა, რომ პრეზიდენტს დროებით შეუჩერდეს წვდომა სადაზვერვო და საიდუმლო ანგარიშებზე.

ეჭვების საფუძველი პრეზიდენტის ძველი მეგობარი ვიქტორია კრივოლუცკაიაა — რუსული წარმოშობის სლოვენიის მოქალაქე. მედიამ გაარკვია, რომ წარსულში მას ურთიერთობა ჰქონდა სლოვენიის დაზვერვის ყოფილ თანამშრომელ რომან ეგლიჩთან, რომელიც 1990-იან წლებში რუსეთში გაიქცა. თავად კრივოლუცკაია აცხადებს, რომ მასთან უკვე 15 წელზე მეტია აღარ ჰქონია ურთიერთობა.

დეტალები, რომლებზეც მედია საუბრობს:

ყველაფერი 31 ივლისს პრეზიდენტის სამსახურებრივი ავტომობილის ავარიის შემდეგ დაიწყო. მანქანაში პირც-მუსართან ერთად აღმოჩნდა მისი უახლოესი მეგობარი ვიქტორია კრივოლუცკა, რომელიც რუსეთში, კრასნოიარსკშია დაბადებული და სლოვენიის მოქალაქეობაც აქვს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ისინი თითქმის 20 წელია მეგობრობენ და ერთად ბოულინგსაც თამაშობენ. კრივოლუცკას ბიზნესკავშირიც აქვს პრეზიდენტის ოჯახთან — ის დღემდე პროკურისტია კომპანია Ruska dača-ში, რომელიც პირც-მუსარის მეუღლემ, ალეშ მუსარმა დააფუძნა.

ამის შემდეგ სლოვენიურმა Dnevnik-მა და ავსტრიულმა APA-მ რუსული საჯარო ბაზები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ 2009 წელს კრივოლუცკა და რომან ეგლიჩი კრასნოიარსკში ერთსა და იმავე მისამართზე იყვნენ რეგისტრირებული. კრივოლუცკამ მოგვიანებით თავად დაადასტურა, რომ ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში წყვილი იყვნენ და გარკვეული პერიოდი ერთად ცხოვრობდნენ. მისი თქმით, მაშინ არ იცოდა, რომ ეგლიჩს სადაზვერვო სამსახურში მუშაობის წარსული ჰქონდა და მასთან 15 წელზე მეტია კონტაქტი აღარ აქვს.

ეგლიჩის ფიგურა ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ნაწილია. ის უბრალო ყოფილი თანამშრომელი არ ყოფილა: დამოუკიდებლობის შემდეგ სლოვენიის პირველი უშიშროების სამსახურის — VIS-ის — დირექტორის მოადგილე იყო. უფრო ადრე, 1988 წელს, პოლიციაში მუშაობისას მან ხელი მოაწერა განცხადებას, რომელსაც იანსა-ს ცნობილი JBTZ საქმისა და დაკავების პროცესთან აკავშირებენ. 1990-იანებში მისი სახელი გახმაურებულ ფინანსურ პირამიდა Catch the Cash-საც უკავშირდებოდა, რის შემდეგაც რუსეთში გადავიდა. მოგვიანებით რუსეთში სლოვენიური კომპანია Gorenje-ს წარმომადგენელი იყო — თვით Gorenje-ს ძველ წლიურ ანგარიშშიც Roman Jeglič კრასნოიარსკის წარმომადგენლობის დირექტორად არის მითითებული.

კიდევ ერთი რამ, რამაც პოლიტიკური ინტერესი გაზარდა: Dnevnik/APA-ს მონაცემებით, პირც-მუსარი 2015-2022 წლებში კრივოლუცკასთან ერთად სულ მცირე შვიდჯერ იმყოფებოდა რუსეთში. ბოლო ვიზიტი მოსკოვში 2021 წლის ბოლოს, 2022 წლის ახალი წლის შესახვედრად იყო — რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ორი თვით ადრე. პრეზიდენტის ოფისი ამბობს, რომ ეს იყო კერძო ტურისტული ვიზიტები ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და პრეზიდენტს ეგლიჩი არც პირადად უნახავს და არც იცნობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთის დაზვერვასთან კავშირების შესახებ ყველა ბრალდებასა და ეჭვს უარყოფენ.

თუმცა საქმე უკვე  გადაიზარდა პოლიტიკურ სკანდალში. მმართველი SDS-ის დეპუტატმა ჟან მაჰნიჩმა მოითხოვა, რომ საკითხის გარკვევამდე პრეზიდენტისთვის SOVA-სა და სამხედრო დაზვერვის საიდუმლო ანგარიშების მიწოდება შეწყდეს. პრეზიდენტის ოფისმა ეს მოთხოვნა მკაცრად უარყო და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა კანონით აქვს.

პოპულარული

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო.“დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა...

თქვენი ხელფასებისთვის გაყიდეთ აფხაზეთიც და საქართველოს ინტერესებიც: ხმაური აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან

ხმაური იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც „ნაციონალური...

ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 31 აგვისტოს...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის...

უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს: პუტინის განცხადება

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს....

ვფიქრობ, სურს, რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა შემდეგ, იქნებ დივიდენდი მიიღოს – ვოლსკი ღარიბაშვილზე

"ვფიქრობ, სურს, რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა შემდეგ, იქნებ...

შაკიკის წინააღმდეგ უფრო ზუსტი წამლები გამოჩნდა – ექიმებმა რეკომენდაციები შეცვალეს

აშშ-ში შაკიკის პრევენციის რეკომენდაციები 14 წლის შემდეგ პირველად განახლდა....

პოლიცია მუქარისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით, თამაზ ელიზბარაშვილის მანქანას ჩხრეკს

პოლიციამ დღეს, 1 სექტემბერს, ლისის ტბასთან, ბიზნესმენისა და ძაღლების...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...