რუსეთის მუქარანარევი გაფრთხილება და პარტნიორების მხარდაჭერა გაეროს ტრიბუნიდან

რუსეთის წარმომადგენელმა დღეს საქართველო გაეროს ტრიბუნიდან გააფრთხილა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი შეაქო.

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით დახურული სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს რუსეთისა და საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენლებმა.

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ ვრცლად ისაუბრა აგვისტოს ომზე და ომის დაწყებასთან დაკავშირებით კრემლის ვერსიები კიდევ ერთხელ გააჟღერა. ასევე გააკეთა გაფრთხილება, რომ თბილისთან ევროკავშირისა და ნატოს სიახლოვე კარგს არაფერს მოიტანს და ხაზი გაუსვა, რომ ეს კარგად იცის საქართველოს პრაგმატულმა ხელისუფლებამ.

„გვსურს გავაფრთხილოთ ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ქართულ გზაზე დესტრუქციული დღის წესრიგის წინსვლის შესახებ. ევროკავშირის მცდელობები, ჩაერიოს ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ ვითარებაში, ისევე როგორც თბილისის ნატოში ჩათრევა, კარგს არაფერს გამოიწვევს. ამის შესახებ საქართველოს ამჟამინდელმა პრაგმატულმა ხელმძღვანელობამ კარგად იცის“- განაცხადა ვასილი ნებენზიამ.

რუსეთის წარმომადგენელმა ისაუბრა იმაზეც, რაც მოსკოვისთვის მიუღებელია. მაგალითად საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება ოკუპაციაზე სასაუბროდ, რასაც ნებენზიამ რუსეთის დისკრედიტაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იზოლირების მცდელობა უწოდა. რუსეთის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადება დაასახელა.

„ის, რაც სამხრეთ კავკასიის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგში აბსოლუტურ პრიორიტეტად უნდა დარჩეს, არის თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება, ასევე საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყება, რასაც მოჰყვება დემარკაცია. ეს აუცილებელია. ამ პრაქტიკული საკითხების მოგვარების გარეშე შეუძლებელი იქნება სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.“ – განაცხადა ნებენზიამ.

გაეროში დღეს სხდომის შემდეგ საქართველოს მხარდამჭერი და რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო განცხადებაც გაკეთდა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. განცხადებას გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები – ლატვია, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო, ასევე მომავალი წევრები – ავსტრია და პორტუგალია ავრცელებენ. ისინი მკაცრად გმობენ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, პროვოკაციებს, მკვლელობებსა და გატაცებებს და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას შეახსენებენ

„ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას, უკანონო სამხედრო ყოფნას და ორი ქართული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერას, რუსეთის მოქალაქის დანიშვნას საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ლიდერად, საქართველოს ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილების რუსეთისთვის გადაცემას. კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ უწყვეტ პროვოკაციებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევებს და ორი ქართული რეგიონის მილიტარიზაციას, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს; მავთულხლართების აღმართვას. ასევე ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას. ერთგულები ვრჩებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. გააუქმოს ორი ქართული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და დაუშვას ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციების შესვლა ორივე რეგიონში. ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ქვეყნები მიესალმებიან ნაურუს გადაწყვეტილებას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებენ მიჰყვნენ ამ მაგალითს. რუსეთს კი შეახსენებენ, რომ სწორედ ისაა პასუხისმგებელი ოკუპირებულ რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებსა და წამებაზე. განცხადებაში ჩამოთვლილია დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიას და ირაკლი კვარაცხელიას გვარები და ნათქვამია, რომ ამ დანაშაულების ჩამდენი პირები უნდა დაისაჯონ.

პოპულარული

ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს – ანა წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე

"ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს" - ასე ეხმაურება,...

თუფაქ შაკურის მკვლელობაში დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

ლას-ვეგასის ნაფიცმა მსაჯულებმა 63 წლის დუეინ „კეფ დი" დევისი...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი...

პროკურორი ციხით რომ მაშინებს: ციხეშიც შევალ და ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! – თამაზ ელიზბარაშვილი

ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ...

კალასმა ევროკავშირს მოუწოდა უკრაინას გადასცეს გადამჭერი რაკეტები, რომლებსაც ვადა მალე ეწურებათ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში,...

ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე დანით თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა

ორი სამზარეულოს დანით შეიარაღებულმა ქალმა ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე ერთი ადამიანი...

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...