ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციების სიას წარადგენენ.კალასის თქმით, ევროპულმა სანქციებმა უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთს. მისივე შეფასებით, რუსეთმა სანქციების შედეგად ტრილიონ ევროზე მეტი დაკარგა.
„ევროკავშირის სანქციები რუსეთს უკვე ძვირი დაუჯდა – სანქციებმა რუსეთის სამხედრო მანქანას 1 ტრილიონ ევროზე მეტი წაართვა. შემოდგომაზე ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური სანქციების სიას წარვადგენ. მათი მიღების შემდეგ, სანქცირებული რუსული სუბიექტების საერთო რაოდენობა დაუყოვნებლივ ერთი მესამედით გაიზრდება. ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მოსკოვი ომს არ დაასრულებს“, – განაცხადა კალასმა.



