რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრებაზე კონტროლს გააძლიერებს

რუსეთის ხელისუფლებას სურს, რომ ერთიან მონაცემთა ბაზაში გაერთიანდეს არა მხოლოდ დაგეგმილი მგზავრობების შესახებ ინფორმაცია, როგორც ეს 2024 წლიდან უკვე ხდება, არამედ ფაქტობრივი მონაცემებიც — როგორც რეგულარული, ისე ჩარტერული რეისების შესახებ, წერს „ვერსტკა“.

რუსეთის ხელისუფლება გააძლიერებს კონტროლს მოქალაქეების გადაადგილებაზე როგორც ქვეყნის შიგნით საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობისას, ისე საზღვრის კვეთის დროს. ამის შესახებ მიუთითებს მგზავრთა პერსონალური მონაცემების ავტომატიზებული ცენტრალიზებული ბაზების წარმოების პროექტი, რომელიც ნორმატიული სამართლებრივი აქტების პროექტების ფედერალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

მონაცემთა ბაზაში გადაიცემა არა მხოლოდ დაგეგმილი მგზავრობების შესახებ ინფორმაცია, როგორც ეს 2024 წლიდან უკვე ხდება, არამედ ფაქტობრივი მონაცემებიც — როგორც რეგულარული, ისე შეკვეთილი, ანუ ჩარტერული რეისების შესახებ, წერს 15 აგვისტოს გამოცემა „ვერსტკა“.

თითოეულ მგზავრობას უნიკალური კოდი მიენიჭება

უკვე ახლა მონაცემთა ბაზებში ინახება ინფორმაცია ბილეთის შეძენის, თანხის დაბრუნების, ბილეთის გადაფორმების, მგზავრის ჩასხდომისა და ჩამოსვლის, ასევე ტრანსპორტის გამგზავრების ან რეისის გაუქმების შესახებ.

გამოცემის ცნობით, იქვე ფიქსირდება მგზავრების პირადი ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, პირადი ანგარიშების ლოგინები და პაროლების ჰეშ-მნიშვნელობები, IP-მისამართები, ასევე ინფორმაცია იმ საბანკო ბარათებისა და ანგარიშების შესახებ, რომლებიც ბილეთის შესაძენად გამოიყენეს.

ახლა ავიარეისების შემთხვევაში მონაცემებს დაემატება ინფორმაცია გადაჯდომებისა და ბარგის პარამეტრების შესახებ. გარდა ამისა, ყველა სახის ტრანსპორტით განხორციელებულ თითოეულ მგზავრობას უნიკალური კოდი მიენიჭება.

მონაცემთა ბაზებზე წვდომა, მათ შორის, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურს — FSB-ს  აქვთ.

ექსპერტები: სიახლეს კონკრეტული ადამიანების მოსაძებნად გამოიყენებენ

იურისტი და ქვეყნიდან წასული რუსების დახმარების პროექტ „კოვჩეგის“ დამფუძნებელი ანასტასია ბურაკოვა მიიჩნევს, რომ განახლებულ ინფორმაციას ძალოვანი უწყებები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ, მათ შორის კონკრეტული ადამიანების ძებნის შემთხვევაში.

„პირველი განყოფილების“ ადვოკატი ევგენი სმირნოვი ფიქრობს, რომ პროექტი პირველ რიგში მიმართულია სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტების, მსჯავრდებულებისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

სმირნოვის თქმით, გადაადგილების შესახებ ინფორმაციის თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება პრაქტიკულად რეალურ დროში, მინიმალური დაყოვნებით.

ამასთან, ორივე ექსპერტი მიიჩნევს, რომ სისტემა შესაძლო მობილიზაციისთვის არ იხვეწება.

„ამისთვის ისედაც ყველაფერი მზად არის — ქვეყნიდან გასვლის ავტომატური აკრძალვა და მართვის მოწმობების გაუქმება“, — განაცხადა „პირველი განყოფილების“ წარმომადგენელმა

პოპულარული

აშშ-ში შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური“ სანქციები გადადონ

აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „ჯოჯოხეთურ“ სანქციებს მხარს უჭერენ,...

უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს: პუტინის განცხადება

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს....

ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში აშშ-ის ორ სამხედრო ბაზაზე საპასუხო დარტყმა განახორციელა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ აშშ-ის...

შაკიკის წინააღმდეგ უფრო ზუსტი წამლები გამოჩნდა – ექიმებმა რეკომენდაციები შეცვალეს

აშშ-ში შაკიკის პრევენციის რეკომენდაციები 14 წლის შემდეგ პირველად განახლდა....

ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის...

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს მას შემდეგ,...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...