სააკაშვილი: ივანიშვილი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისა და ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის ემზადება

spot_imgspot_img

ივანიშვილი ემზადება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის, -აფხაზეთის და ცხინვალის სუბიექტად აღიარებისთვის – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი გაკეთდება რამდენიმე თვის განმავლობაში.

„ბოლო რამდენიმე თვეა ხმები მომდის, რომ ივანიშვილის გარემოცვა აქტიურად საუბრობს – მთავარია ეს შემოდგომა გადავიტანოთ და შემდეგ მუდმივად ჩვენ ვიქნებითო. ახლა კი სულ უფრო ნათელი ხდება თუ რას აპირებენ შემოდგომაზე. ივანიშვილს რუსეთი სთხოვს კონკრეტული ინსტიტუციური ნაბიჯების გადადგმას. მოსკოვს ფიცის არ სწამს და არც მხოლოდ დაჭერები და პრო-რუსული რიტორიკა აკმაყოფილებს, თავისი საქართველოს ომში დადანაშაულებით.

იმ ახალი ინფორმაციით, რომელიც ახლა მომივიდა და მინდა გაგიზიაროთ, საკუთარივე კაპიტულანტური პოლიტიკის კუთხეში მომწყვდეული ივანიშვილი ემზადება უახლოეს კვირებში და თვეებში შემდეგი ნაბიჯებისთვის:
– რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის
-აფხაზეთის და ცხინვალის მარიონეტულ ხელისუფლებასთან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერისთვის და შესაბამისად მათი სუბიექტად აღიარებისთვის.

– აფხაზეთის რკინიგზის გახსნისთვის

– საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის

ეს ყველაფერი გაკეთდება რამდენიმე თვის განმავლობაში.

ეს შემოდგომა იქნება ასევე სიმართლის მომენტი ქართველებისთვის, ან ახლა მაინც დავირაზმებით ყველანი, გავანძრევთ ხელს და დავამტკიცებთ, რომ ღირსი ვართ თავისუფლების, ან გავქრებით როგორც ერი. ასევე ეს გადამწყვეტია ქოცებისთვის, ისინი ამ ყველაფერს გეგმავენ არა მხოლოდ რუსების კარნახით, არამედ ასევე იმიტომ, რომ თუ ესეც გაატარეს ქართველებმა, მაშინ მათი აზრით ივანიშვილის მემკვიდრეობით დიქტატურას უახლესი ათწლეულები აღარაფერი დაემუქრება.

დღეს წინაპირობები არის შემდეგი: კი, ქართველების 80%-ს ეზიზღება ქოცები და რუსები, ამავე დროს ხალხის უმრავლესობა თვლის, რომ ივანიშვილის მოშორება შეუძლებელია. ოპოზიციამ გილაურებთან და სხვებთან თამაშებით მიაღწია იმას, რომ ხალხს ოპოზიცია მთლიანად გაყიდულად მიაჩნია. ხალხი ასევე თვლის, რომ ივანიშვილის დამარცხება შემიძლია, ოღონდ ასევე ფიქრობს, რომ მე საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად არავინ გამიშვებს.

ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ არ გვაძლევს უფლებას გავჩერდეთ და ხელები ჩამოვუსვათ. ახლა უიმედობის კი არა, გადამწყვეტი შემოდგომისთვის მომზადების დროა!

ჩვენ თავს უნდა შევუძახოთ – ან ახლა ან არასდროს!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

spot_imgspot_img

პოპულარული

მასკმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის Starlink-ის გამოყენების უფლება არ მისცა

SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა უკრაინას უარი უთხრა Starlink-ის გამოყენებაზე...

სოხუმის რეჟიმი: გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუშალოთ საქართველოდან საწვავის შემოტანას

„აფხაზეთის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს საქართველოდან საწვავის შემოტანას“ —...

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია....

ირანი გეგმავს 15 000 კილომეტრის სიშორის ბალისტიკური რაკეტის შექმნას, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია

ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აბდულ-ნაბი მუსავი ფარდმა, პარასკევის ლოცვის...

1.1 მილიარდი კინოგაქირავებიდან:„ოდისეა“ კრისტოფერ ნოლანის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, „ოდისეას“ მსოფლიო კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა...

„ოცნების“ ლიდერები შინდისში: წინა ხელისუფლება მოღალატეა, ომი მათ დაიწყეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით,...

მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის დაგმობის გარეშე – როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა სერბეთში

უკრაინის პრეზიდენტი სერბეთს ვიზიტით ეწვია — პირველად შვიდი წლის...

რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ...
spot_img

ყველა ამბავი

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის თავზე შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის დროს ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ლატვიის საჰაერო სივრცეში მოხვდა. ის ნატოს გამანადგურებლებმა გაანადგურეს, განაცხადა ლატვიის...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ - ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის...

ლავროვი: ვერ გავჩერდებით, პასუხისმგებლები ვართ რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის წინაშე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის როლზე საუბრისას კატეგორიულად უარყო ფრონტის არსებულ ხაზზე კონფლიქტის გაყინვის...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...

პუტინი ჯავშანმატარებლით გადაადგილდება და მოსკოვში „ყალბ“ კორტეჟებს დაატარებს, რათა უკრაინულ დრონებს დაემალოს, — NYT

The New York Times წერს, რომ კრემლის ბინადრის პარანოია ახალ დონეზე გადავიდა. ახლა პუტინი უპირატესობას ანიჭებს საიდუმლო ჯავშანმატარებელს, რომელიც...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი...

რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ თითქმის 50 გლობალური კომპანიის ინფორმაცია მოიპარა. მათ შორის არიან Philips,...

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე დრონებით თავდასხმების...

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის გაგრძელების შესახებ.სასამართლო კოლეგიამ უარი თქვა...