„ოცნების“ ლიდერები შინდისში: წინა ხელისუფლება მოღალატეა, ომი მათ დაიწყეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა.

კობახიძის წინა განცხადება, – რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს დასადანაშაულებლად გამოიყენა და თქვა, რომ ოფიციალური თბილისის ეს პოზიცია ნიშნავს, რომ აგრესორი საქართველოა, როგორც ქვეყანა, რადგან სააკაშვილი მაშინ სწორედ ქართულ სახელმწიფოს წარმოადგენდა.

მარიონეტული რეჟიმის ამ გამოხმაურებაზე დღეს კობახიძემ არ ისაუბრა, – თქვა, რომ „არავითარი „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკა არ არსებობს და გამომდინარე აქედან, საერთოდ არ გვაინტერესებს, რა განცხადებებს აკეთებენ ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო წარმომადგენლები“.

თუმცა, გაიმეორა იგივე და „ნაციონალური მოძრაობა“, „გარედან დაკვეთილი ავანტიურის“ შესრულებაში დაადანაშაულა:

„ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს. ჩვენ ვადანაშაულებთ თქვენს პარტიას, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს პარტიას იმ ავანტიურაში, რაც ჩაიდინეს გარე დაკვეთით. საქართველოს და ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს. თქვენმა პარტიამ როდესაც მოკლა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, მაშინ საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, თქვენმა პარტიამ მოკლა, თქვენმა რეჟიმმა. თქვენმა პარტიამ დაიწყო ის ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით“ – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მას ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა – არის თუ არა რუსეთი მტერი? – თუმცა პასუხად მიიღო ის, რომ სამარცხვინო შეკითხვას სვამს.

„თქვენი სამარცხვინო შეკითხვები, სასაცილოები ხართ. რატომ არის სამარცხვინო შეკითხვა გეტყვით, თქვენ, ძალიან მარტივად, გინდათ მიიღოთ „ჰედლაინი”, თუნდაც იგივე რუსულ მედიაში, იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვაცხადებ, რუსეთის ფედერაცია არის მტერი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოაყოლო, დაახლოებით ან ზუსტად ის ნაბიჯები, რაც თქვენმა პარტიამ მოაყოლა 2008 წელს და იქამდე… კარგად უნდა გესმოდეთ ეს ყველაფერი და თუ გაიგებთ, ასეთ სამარცხვინო შეკითხვებს აღარ დასვამთ. აგიხსენით და ვერ გაიგეთ. ვიცი, რომ ვერ იგებთ, გულწრფელი ხართ ამაში. გაგების პრობლემა გაქვთ. გაგების პრობლემა ზოგადად რომ არ გქონდეთ, არ იქნებოდით არც „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტები. თქვენ „ფორმულაც“ და „ტვ პირველიც“ წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. ეს არის უცხოური აგენტურის პარტიული მედიადანამატი, შესაბამისად, თქვენ წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, უცხოური აგენტურის კონკრეტული განშტოება ხართ. თქვენ არ გეუბნებით პირადად, რომ თქვენ ხართ უცხოელი აგენტი, მაგრამ თქვენი ტელევიზია არის უცხოური აგენტურის ერთ-ერთი განშტოება. შესაბამისად, თქვენი პოზიცია არის სათაკილო, როდესაც თქვენ კვლავ ემსახურებით იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული 2008 წელს და გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ მომხდარიყო ის, რაც მოხდა, როცა ამ პარტიას ემსახურებით დღესაც, ეს არის უაღრესად სათაკილო მოვლენა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინა ხელისუფლებას „მოღალატე“ და „უგუნური“ უწოდა დღეს „ოცნების“ თავდაცვის მინისტრმა. კითხვას, – დაიწყო თუ არა წინა ხელისუფლებამ და შესაბამისად, საქართველომ აგვისტოს ომი? – ირაკლი ჩიქოვანმა ასე უპასუხა:

„საქართველოს 2008 წელს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება. ზუსტად ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. რაც შეეხება ამ ბიჭებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ეს ჯარისკაცები ყოველთვის მზად იყვნენ, არიან და იქნებიან დაიცვან საკუთარი ამოცანები და ყოველ ჯერზე, საკუთარ მოვალეობას შეასრულებენ. სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავდა მოღალატე ხელისუფლება და საქართველოს ჰყავდა მოღალატე ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ და უგუნურები იყვნენ იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებდნენ.
ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ყველა სასამართლოში დაემტკიცებინა ჩვენი ჯარისკაცების სიმართლე, დაემტკიცებინა ჩვენი სახელმწიფოს სიმართლე“.

შინდისის გმირების მემორიალთან იმყოფებოდა მიხეილ ყაველაშვილიც. ის უმტკიცებდა ჟურნალისტებს, რომ რუსეთზე საუბარი შეუძლია:

„ახლა ხომ გაიგეთ რა ვთქვი (რუსეთზე), ხომ ამბობდით, რომ ვერ ვახსენებ. ხომ ვისაუბრე რუსეთსა და არსებულ ვითარებაზე“ – თქვა ყაველაშვილმა, რომელმაც 2008 წლის ომში რუსეთიც და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებაც დამნაშავედ გამოაცხადა.

„ჩვენ ეს სახელმწიფო – რუსეთი ვამხილეთ, რომ ის არის განმხორციელებელი ოკუპაციის, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენს წინაშე. ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი 2 ტერიტორია, სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. მორალური და სამართლებრივი საქართველო ამ სახელმწიფოსთან მართალია. რაზე აქვთ ამათ (ოპოზიციას) აქცენტი? იცით, როგორ უნდა დააყენონ საკითხი? ჩვენ თითქოს რუსეთის და რუსი ხალხის ინტერესებზე ვსაუბრობთ. არა! ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს. აგვისტოს დღეებში, ამ ბიჭებმა, გმირობა ჩაიდინეს, ჩვენ მაშინ ხელისუფლება გვყავდა, რომელსაც პასუხისმგებლობა გააჩნია სახელმწიფოს და ხალხის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მათ ჩაიდინეს უგუნური ქმედება, დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ხალხის წინაშე. ეს საკითხები რომ არ გაჟღერდეს და ხალხმა რომ არ გაიგოს სიმართლე, ამიტომ შემოაქვთ ეს თემა, “აი, რუსეთმა დაიწყო ომი, თუ საქართველომ”. ეს არის უბედურება! არ უნდათ ქართველმა ხალხმა იცოდეს სრული სიმართლე, თუ რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ.. (საუბრობენ), რომ „საქართველოს აყენებენ შეურაცხყოფას“, “საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას” და ასე შემდეგ, რათა არ გავიგოთ დეტალები.

ახლა ხომ გაიგეთ რა ვთქვი (რუსეთზე), ხომ ამბობდით, რომ ვერ ვახსენებ. ხომ ვისაუბრე რუსეთსა და არსებულ ვითარებაზე…“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შინდისის ბრძოლა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა, რომლის დროსაც, მოწინააღმდეგემ, დახმარება ორჯერ გამოიძახა. მტერი, ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით, თითქმის, ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის, ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან. 17-მა ქართველმა მებრძოლმა მებრძოლმა უთანასწორო ბრძოლაში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა და გმირულად დაიღუპა.

 

პოპულარული

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში ვილა $51.5 მილიონად გაყიდა – New York Post

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში, ჰიბისკუსის კუნძულზე...

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე სტიქიას 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა — მაშველები ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში ჩარჩენილებს ეძებენ

ჰიმალაის რეგიონში მომხდარი მასშტაბური სტიქიის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა,...

რუსეთის იერიშს კიევსა და მის შემოგარენში სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთმა 1-ელი სექტემბრის ღამეს კიევსა და მის შემოგარენს ბალისტიკური...

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას – მედვედევი

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას კიევის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი...

შვეიცარიის პოლიციამ რეივზე მომხდარ სასიკვდილო სროლასთან დაკავშირებით მამაკაცი დააკავა

შვეიცარიის პოლიციამ ორშაბათს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც შაბათ-კვირას ქალაქ აარაუში...

ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს – ანა წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე

"ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს" - ასე ეხმაურება,...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...