მოსკოვში გაქცეული დიქტატორის განაჩენი: ბაშარ ალ-ასადს სირიაში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

სირიის გარდამავალმა უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ დიქტატორს, ბაშარ ალ-ასადს და მის უმცროს ძმას, მაჰერ ასადს, დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, 11 აგვისტოს გამოაცხადა.

ექსპრეზიდენტი და მისი გარემოცვა დამნაშავედ ცნეს 14-წლიანი სისხლისმღვრელი კონფლიქტის განმავლობაში ჩადენილ ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სისტემურ დანაშაულებში.

სასამართლოს განაჩენით, ასადის რეჟიმი პასუხისმგებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის არასრულწლოვნების წინასწარ განზრახულ მკვლელობებზე, მასობრივ წამებასა და მოქალაქეთა უკანონო დაკავებებზე.

ასადებისგან განსხვავებით, სასამართლო დარბაზში, სპეციალურ გალიაში ისმენდა განაჩენს მათი ბიძაშვილი, ატეფ ნაჯიბი. უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც 2011 წელს ქალაქ დერააში საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევა მოაწყო და საფუძველი ჩაუყარა სირიის სამოქალაქო ომს, სასამართლომ ასევე უმაღლესი სასჯელი — სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ვინაიდან ბაშარ ასადი და მისი ძმა 2024 წლის დეკემბერში რეჟიმის დამხობის შემდეგ რუსეთში გაიქცნენ, მათ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. ორივე მათგანი ამჟამად მოსკოვში იმყოფება, რის გამოც სირიის ახალი ხელისუფლებისთვის მათი დაკავება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

როდესაც 2024 წლის დეკემბერში ასადის რეჟიმი დაემხო და ის ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა, კრემლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პუტინმა მას ჰუმანიტარული მოაზრებებით პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.

დასავლური და ისრაელის მედიის (მაგალითად, Ynet-ის) გამოძიებით, ასადის ემიგრანტული ცხოვრება საკმაოდ მდიდრულია: მას მოსკოვში ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პერიოდში ნაყიდი 20-მდე ძვირადღირებული ბინა აღმოაჩნდა. ამჟამად ის და მისი ოჯახი დროს ანაწილებენ ორ მთავარ ლოკაციას შორის: ფეშენებელურ პენტჰაუსში “მოსკოვი სიტის” (Moscow City) ცათამბრჯენში და კერძო ვილაში ელიტარულ “რუბლიოვკის” რაიონში.

სწორედ მოსკოვის ამ მდიდრულ უბნებში აფარებს თავს სირიის ექსპრეზიდენტი, რის გამოც დამასკოს სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ამ ეტაპზე სიმბოლურ ხასიათს ატარებს — რუსეთი მის ექსტრადიციას არ გეგმავს.

პოპულარული

ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესიმპერია: მონოპოლიები, რუსული კავშირები, ოფშორები და პოლიტიკური გავლენა–TI-ის კვლევა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვრცელ კვლევას აქვეყნებს ბიზნესმენის შესახებ, რომელიც...

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს მას შემდეგ,...

მომდევნო დღეებში, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი...

პოპულარული შაქრის შემცვლელების გავლენა შესაძლოა მომავალ თაობებსაც გადაეცეს–კვლევა

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოპულარული დამატკბობლები, სუკრალოზა და...

კობახიძე-მდინარაძის მმართველობისას მომხდარი თვითმკვლელობები პასუხგაუცემელია… – ღარიბაშვილის წერილი ციხიდან

ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც...

იტალიაში, გაეტას სანაპიროზე ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, გაეტის  პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ფაქტზე დანაშაულის...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...