გეგელია კობახიძეზე: ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გააკეთა.

„მსურს საქართველოს პროკურატურას შევატყობინო, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება – კერძოდ, „დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ”, რომელსაც სჩადის დე-ფაქტო პრემიერი, ბატონი ირაკლი კობახიძე.

კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია. რა თქმა უნდა, არ დააყოვნა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პასუხმა, რომელმაც უკვე მინიმუმ მეექვსედ აციტირა კობახიძის ესა თუ ის განცხადება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა ის გარემოება, რომ სახელმწიფოს და პრეზიდენტს არსად და არასდროს არ მიჯნავს არავინ. შესაბამისად, კობახიძის ციტატის გამოყენებით, საოკუპაციო რეჟიმმა პასუხისმგებლობა დააკისრა ქართულ სახელმწიფოს!
საოკუპაციო რეჟიმმა იცის, რომ საქართველოს ჰყავს დე-ფაქტო პრემიერი, რომელიც არც ერთხელ არ ყოფილა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან – სამაგიეროდ, მრავალჯერ მიუღია ქება კრემლის სპიკერებისგან.

საოკუპაციო რეჟიმმა იცის, რომ საქართველოს ჰყავს დე-ფაქტო პრემიერი, ვის ადმინისტრაციასაც არაფერი გაუკეთებია ერგნეთის, დიცის, დვანის თუ ატოცის გასაძლიერებლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა გასაძლიერებლად და ქართველი ხალხისთვის იმის სათქმელად, რომ მას ადარდებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი.

სრულიად საქართველომ იცის, რომ საქართველოს ჰყავს დე-ფაქტო პრემიერი, რომელიც არაბული ბინების მაკლერობითაა დაკავებული მაშინ, როცა სომხეთი უკვე შედის ხელოვნური ინტელექტის გლობალურ რბოლაში – NVIDIA-ს ტექნოლოგიებით, მილიარდობით დოლარის საინვესტიციო პერსპექტივით და ახალი თაობის ინფრასტრუქტურის შექმნით იმ ინდუსტრიაში, რომელიც მომდევნო ათწლეულების ეკონომიკას განსაზღვრავს.

სანამ აზერბაიჯანი და სომხეთი იღებენ კოლოსალურ მხარდაჭერას აშშ-სგან, იგივე აშშ ასანქცირებს ირანულ კომპანიებს კობახიძის საქართველოში, ხოლო კობახიძე ღიად ღალატობს საკუთარ ერს და სახელმწიფოს.

სანამ რიგითი ქართველი გაზრდილ ფასებს ებრძვის, სანამ ქვეყანაში ადგილი აქვს უმწვავეს დემოგრაფიული კრიზისს და ქართველების მასობრივ გადინებას ქვეყნიდან, საქართველოს ჰყავს დე-ფაქტო პრემიერი, რომელიც ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას და მტრის სასარგებლოდ იძლევა ჩვენებას.

ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ, რეჟიმი სახელმწიფოს წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს არის ის მთავარი მიზანი და ამოცანა, რაც უნდა გააჩნდეს ქართველ ხალხს – ამ რეჟიმის გასტუმრება მშვიდობიანი, დემოკრატიული გზებით და პროქართული, ეროვნული ხელისუფლების არჩევა, რომელიც დაიცავს ქართველი ხალხის ეროვნულ სუვერენულ უფლებებს და რომელიც ღიად დააფიქსირებს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება დახმარება, რომ ჩვენ გვჭირდება გაძლიერება და რომ საქართველო იმსახურებს კუთვნილ ადგილს ევროატლანტიკურ ოჯახში“, – განაცხადა გეგელიამ.

8 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ომის დაწყებაში “სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს” ადანაშაულებენ; რომ 8 აგვისტოს ქვეყანაში შემოვიდა რუსული ჯარი, ხოლო “7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი.”

კობახიძის ამ განცხადებას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი გამოეხმაურა, რომელმაც მოითხოვა, რომ ომზე პასუხისმგებლობა „ქვეყანას უნდა დაეკისროს”.

პოპულარული

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი თბილისიდან 53 კილომეტრში, ქალაქ...

ციხის ადმინისტრაციის ცნობით, წამახალისებელი პაემანი რემონტის გამო ვერ ჩაინიშნა – იოსელიანი

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, ვესაუბრე, რა...

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს

2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან...

პოპულარული შაქრის შემცვლელების გავლენა შესაძლოა მომავალ თაობებსაც გადაეცეს–კვლევა

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოპულარული დამატკბობლები, სუკრალოზა და...

რუსეთში თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა ავიაციის გენერალი სერგეი რომაშენკო

სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, 3 სექტემბრის დილით, უცნობმა პირმა...

თავდასხმა კიევის ცენტრზე: რუსულმა დრონმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, ვოლოდიმირსკას ქუჩაზე მდებარე...

ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიას 4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მიმართულების მედიის...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...