ჯო ბაიდენის სიმსივნე პროგრესირებს – ამის შესახებ მისმა შვილმა განაცხადა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პროსტატის კიბომ მრავლობითი მეტასტაზები წარმოქმნა, რომლებიც ძვლებსა და სხვა ორგანოებში გავრცელდა, რაც 83 წლის ყოფილ პოლიტიკოსს ძლიერ ტკივილს აყენებს. ამის შესახებ მისმა შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც კვირას, 9 აგვისტოს გამოქვეყნდა.მისი თქმით, ავადმყოფობის მიუხედავად, 83 წლის ყოფილი პრეზიდენტი კვლავ აქტიურ ცხოვრებას აგრძელებს.

„ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვთქვა, ის არის, რომ ვისურვებდი, უფრო მეტად ჩიოდეს, რადგან მას ნამდვილად ძალიან უჭირს, — განაცხადა ჰანტერ ბაიდენმა. — ეს ძალიან მტკივნეული და დამქანცველია. თუმცა ის კვლავ აქტიურია“.

მან ასევე გაიხსენა 2024 წლის ივნისში, საპრეზიდენტო კამპანიის დროს გამართული დებატები, რომლებიც ჯო ბაიდენისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა და რის შემდეგაც დემოკრატიულმა პარტიამ გადაწყვიტა, საპრეზიდენტო კანდიდატად ის კამალა ჰარისით ჩაენაცვლებინა.

მანამდე ჰანტერ ბაიდენი აცხადებდა, რომ იმ პერიოდში ხანგრძლივმა მოგზაურობებმა მამამისი ფიზიკურად გამოფიტა. ახლა კი, მისი თქმით, თავადაც ფიქრობს, ხომ არ ახდენდა უკვე მაშინ ჯო ბაიდენზე გავლენას დაავადება, რომელიც იმ დროს ვითარდებოდა.

ჯო ბაიდენის ონკოლოგიური დაავადებები

2025 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. The New York Times-ის ინფორმაციით, 82 წლის პოლიტიკოსს დიაგნოზი მას შემდეგ დაუსვეს, რაც შარდვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ექიმებმა გასინჯეს და პროსტატაზე „პატარა კვანძი“ აღმოაჩინეს.

უკვე იმ დროისთვის ექიმებმა დაადგინეს, რომ სიმსივნეს აგრესიული ფორმა ჰქონდა და ძვლებში მეტასტაზები იყო გავრცელებული, წერდა NYT.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაშინ გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ბაიდენის დიაგნოზს მალავდნენ, რადგან, მისი თქმით, დაავადებას „ასეთ სტადიამდე მისასვლელად დიდი დრო სჭირდება“. ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ეს ბრალდება უარყვეს. ტრამპმა თავის წინამორბედს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

2025 წლის სექტემბერში ჯო ბაიდენის გარემოცვამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილ პოლიტიკოსს კანის კიბოს გამო ოპერაცია ჩაუტარდა.

2023 წელს, როდესაც ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, მას უკვე ამოკვეთეს კანის ავთვისებიანი სიმსივნე. როგორც მისმა პირადმა ექიმმა, კევინ ო’კონორმა განაცხადა, იმ ეტაპზე დამატებითი მკურნალობა საჭირო არ გამხდარა.

პოპულარული

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა....

მელია მაგინებს, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი შეშინებულები არიან, მე ლექციებს ვკითხულობ: სააკაშვილი ციხიდან

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ციხეში, ასევე პატიმრობაში მყოფი ნიკა...

ბათუმში დაკარგული ქალის ცხედარი ზღვაში იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის...

კრემლის პრესსპიკერი: მოსკოვი უახლოესი სამი დღის განმავლობაში კიევს არ დაარტყამს

ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ 6 სექტემბრის 00:00 საათიდან...

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე სტიქიას 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა — მაშველები ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში ჩარჩენილებს ეძებენ

ჰიმალაის რეგიონში მომხდარი მასშტაბური სტიქიის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა,...

მარტში ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 18 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ...

ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში აშშ-ის ორ სამხედრო ბაზაზე საპასუხო დარტყმა განახორციელა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ აშშ-ის...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...