მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) განხორციელებაში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს და 201 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანსკასპიური საწარმოთა ფონდის შექმნას აცხადებს.

რუბიოს განცხადებით, გასული 12 თვის განმავლობაში შეერთებული შტატები სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად მუშაობდა მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკულად განხორციელებისთვის. მისი თქმით, სომხეთში უკვე მიმდინარეობს TRIPP-ის ფარგლებში დაგეგმილი რკინიგზის საინჟინრო კვლევები, ხოლო აზერბაიჯანი სომხეთთან დასაკავშირებელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის დასრულებას უახლოვდება.

ამასთან, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამოქმედდა Trans-Caspian Enterprise Fund, რომელსაც ახლად არჩეული დირექტორთა საბჭო უხელმძღვანელებს. ფონდი აშშ-ის მთავრობის მიერ 201 მილიონი დოლარით არის კაპიტალიზებული და მისი მიზანია კერძო ინვესტიციების წახალისება ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის, ე.წ. შუა დერეფნის გასწვრივ — სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

2025 წლის 8 აგვისტოს დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა. შეხვედრისას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარაფირება გაუკეთეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებულ ტექსტს, ხოლო ალიევმა და ფაშინიანმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელსაც ტრამპმაც მოაწერა ხელი. მხარეები ასევე შეთანხმდნენ მშვიდობის შეთანხმების საბოლოო ხელმოწერისა და რატიფიცირებისკენ შემდგომ ნაბიჯებზე და ეუთოს მინსკის პროცესისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების დახურვის მოთხოვნაზე.

TRIPP, ანუ „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო პროექტია, რომელმაც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის შეუფერხებელი კავშირი უნდა უზრუნველყოს, სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის დაცვით. პროექტი გათვლილია როგორც მულტიმოდალური დერეფანი და მოიცავს სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურას, ასევე ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებს.

რუბიოს განცხადებით, TRIPP მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის და ის ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის მნიშვნელოვან რგოლად უნდა იქცეს. სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი კვლავ სრულად არის მზად სომხეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის“ მისაღწევად.

პოპულარული

აშშ-მა ირანს ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად დაარტყა

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას, 30 აგვისტოს, იერიში მიიტანეს ირანის...

ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის...

ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს – ანა წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე

"ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს" - ასე ეხმაურება,...

ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს..- ნიკა გვარამია

"ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს.." -...

ციხის ადმინისტრაციის ცნობით, წამახალისებელი პაემანი რემონტის გამო ვერ ჩაინიშნა – იოსელიანი

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, ვესაუბრე, რა...

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის...

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს მას შემდეგ,...

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ერთი გენის შეცვლით მაღალი ქოლესტერინის პრობლემას სამუდამოდ აღმოფხვრიან

ერთი გენური ჩარევა — და შესაძლოა აღარ დაგჭირდეთ მაღალი ქოლესტერინის...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...