აზრი, რომ საუკუნის წინ NGO-ები არ არსებობდნენ, ისტორიულადაც მცდარია და პოლიტიკურადაც სახიფათო – საიას თავმჯდომარე

” აზრი, რომ საუკუნის წინ NGO-ები არ არსებობდნენ, ისტორიულადაც მცდარია და პოლიტიკურადაც სახიფათო” – ასე ეხმაურება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თამარ ონიანი გრანტების მართვის სააგენტოს გაუქმებასა და  ირაკლი კობახიძის განცხადებას: „ერთი საუკუნის წინ NGO-ები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და NGO-ებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს“.

„ერთი საუკუნის წინ არც სტრასბურგის სასამართლო არსებობდა და არც ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე საერთაშორისო სისტემა.

მაშინ ადამიანის უფლებები მეტწილად სახელმწიფოს „შიდა საქმედ“ მიიჩნეოდა. უფლებადაცვითი ორგანიზაციების გარეშე ეფექტიანად ვერ იფუნქციონირებს ვერც ერთი ადამიანის უფლებათა ხელშეკრულება. შემთხვევითი არ არის ამ ორგანიზაციებისთვის კონვენციური სტატუსისა და უფლებამოსილებების მინიჭება.

ამიტომაც, თუ ვინმეს კოგნიტურ კომფორტს აძლევს აზრი, რომ ერთი საუკუნის წინ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არსებობდნენ, ეს ისტორიულადაც მცდარია და პოლიტიკურადაც სახიფათო (ბევრი დაიწერა ილია ჭავჭავაძის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაზე“, რომელიც სწორედ ორგანიზებული საზოგადოებრივი ძალის მაგალითია).

სინამდვილეში, ნარატივი, რომელიც დღეს მოვისმინეთ, შემთხვევითი არ არის. ეს ზუსტად ის პრიზმაა, რომლის მეშვეობითაც არსებული რეჟიმი ადამიანებს ხედავს – უხმოს, დაქვემდებარებულებს და, შესაბამისად, უუფლებოს.

ფრაზა „ერთი საუკუნის წინ NGO-ები არ არსებობდნენ“ ნიშნავს, რომ სისტემა სუვერენიტეტს ხედავს როგორც ძალაუფლებას და არა როგორც ანგარიშვალდებულებას. რეჟიმი ებრძვის მათ, ვისაც ამ უფლებების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის ბრძოლის ორგანიზაციული და ინსტიტუციური შესაძლებლობა აქვს. ანუ ებრძვის ჭეშმარიტად უფლებადაცვით ორგანიზაციებს.

რაც შეეხება სააგენტოს, მისმა საქმიანობამ და დღეს გაცხადებულმა გადაწყვეტილებამ მისი გაუქმების თაობაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად ფასადური იყო 2024 წელს, რუსული კანონის მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც „დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, შშმ პირთა მხარდაჭერა, გარემოს დაცვა და უმცირესობათა უფლებების დაცვა“ და სხვა „კეთილ საქმეებად“ იქნებოდა მიჩნეული, თუ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა“, – წერს თამარ ონიანი.

პოპულარული

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის...

Forbes: ჩინეთი ცენტრალური აზიის შეიარაღების ბაზრიდან რუსეთს აძევებს

ჩინეთი ცენტრალური აზიის შეიარაღების ბაზრიდან რუსეთს აძევებს და რეგიონის...

The Telegraph: შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის საკითხის განხილვისთვის ემზადებიან

შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლის...

Revolut-მა თაღლითებს კლიენტების პერსონალური მონაცემები გადასცა

ბრიტანულმა ნეობანკმა Revolut-მა თაღლითებს კლიენტების პერსონალური მონაცემები გადასცა, რადგან...

მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს, ვინც მთელი ეს დრო ზედმეტებს ლაპარაკობდა და ჩამომწერა – აი, აქ ვარ – ილია თოფურია

"საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე. მე დავბრუნდი. ყველა იმ კლოუნს,...

აშშ ამბობს, რომ თუ საქართველოში პარტიები გაუქმდება, წითელი ხაზი იქნება – დეკანოიძე

აშშ ამბობს, რომ თუ საქართველოში პარტიები გაუქმდება, წითელი ხაზი...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პატრიარქის დაკრძალვისთვის დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს

მთავრობამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი...

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. ტრამპი გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ფედერალური ფონდების საპროცენტო განაკვეთი აშშ-ში 25 საბაზისო პუნქტით —...

ყველა ამბავი

SOC: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები გააძლიერა. ეს მოსკოვის ფართო სტრატეგიის ნაწილია

რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები გააძლიერა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების” (SOC) პოლიტიკური...

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ფაქტთან დაკავშირებით, კანონმდებლობის თანახმად, გატარდება დაავადების სალიკვიდაციო...

კრემლის პროპაგანდისტი კობახიძის განცხადებას „ბრძნულს“ უწოდებს და „ოცნებას“„პოლიტიკურ რეალიზმს“ უწონებს

კრემლის პროპაგანდისტული, ნაციონალისტური და ანტიდასავლური გამოცემა „ცარგრადის“ დამფუძნებელი კონსტანტინ მალოფეევი ირაკლი კობახიძეს ქებას უძღვნის. მილიარდერი მალოფეევი, რომელიც ღიად უჭერს...

მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, აბა, აკრძალოს პარტიები, თუ ამის შნო აქვს! – გიგა ლემონჯავა

"მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, აბა, აკრძალოს პარტიები, თუ ამის შნო აქვს! " - აის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ...

დასავლეთი სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ერევა – შოიგუ

დასავლეთი სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ერევა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.„დასავლელები პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად...

ბაქომ კოვიდ-რეგულაციები კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა. პრემიერ-მინისტრ...

 მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას,  ერთს ვიტყვი: „პაგონები“ არ დარჩეს ციხის გზაზე – ელისაშვილი 

მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას. წაქცეულ ადამიანებს წიხლებს არ ურტყამენ, მაგრამ ერთს ვიტყვი, “პაგონები” არ დარჩეს ციხის გზაზე. გენერლის სტატუსი არ...

„ენჯეო” ხელოვნური ფენომენია, რომელსაც უცხოური ინტერვენციის ინსტრუმენტად იყენებენ: კობახიძე გრანტების სააგენტოს გაუქმებაზე

„ქართული ოცნება“ მის მიერ 2025 წელს შექმნილ გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ენჯეო” ხელოვნურად მოგონილი...

რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, აღარ მოხდება, ეს იყო საბოტაჟი – კობახიძე ნამახვანზე

"რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, აღარ მოხდება, ეს იყო საბოტაჟი"- "ქართული ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე "პირდაპირ საბოტაჟს" უწოდებს რამდენიმე...

ილაპარაკოს რაც უნდა, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია – კობახიძე ლილუაშვილზე

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება და, შესაბამისად, ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის,  თაღლითობის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის სანქციების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს, 16 სექტემბერს, მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გამო დაწესებული სანქციების გამკაცრების კანონპროექტს, რომელიც გარდაცვლილმა...