Forbes: ჩინეთი ცენტრალური აზიის შეიარაღების ბაზრიდან რუსეთს აძევებს

ჩინეთი ცენტრალური აზიის შეიარაღების ბაზრიდან რუსეთს აძევებს და რეგიონის ქვეყნებს დრონებს, საბრძოლო თვითმფრინავებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ჯავშანტექნიკას აწვდის, –წერს გამოცემა  Forbes

ყაზახეთმა უკვე შეიძინა ჩინური Wing Loong-1-ის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები და Y-8F-200-ის სატრანსპორტო თვითმფრინავები, ასევე განიხილავდა K-8W-ის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავების შეძენას.

უზბეკეთმა ჩინეთისგან ოთხი მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი მიიღო და ასევე შეიძინა საჰაერო თავდაცვის სისტემები. ჩინური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები შეიძინა თურქმენეთმაც, ტაჯიკეთმა მიიღო ჯავშანტექნიკა, ხოლო ყირგიზეთმა — სამხედრო მანქანები და აღჭურვილობა.

ამავე დროს, პეკინი სწრაფად ზრდის ეკონომიკურ გავლენასაც. ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა ყაზახეთთან, უზბეკეთთან, თურქმენეთთან, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთთან 2022 წელს არსებული 70 მილიარდ დოლარზე მეტი მაჩვენებლიდან 2025 წელს 106 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ჩინეთისკენ გადახრის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გახდა. სანქციებმა რუსეთს უცხოურ კომპონენტებზე წვდომა შეუზღუდა და შეიარაღების წარმოება და მიწოდება გაურთულა, მაშინ როცა ჩინეთს შეუძლია რეგიონის ქვეყნებს სამხედრო ტექნიკა მსგავსი შეზღუდვების გარეშე შესთავაზოს.

მოსკოვი ჯერჯერობით მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას ინარჩუნებს, თუმცა ჩინეთი თანდათან იკავებს ადგილს იმ სფეროში, სადაც რუსეთი ათწლეულების განმავლობაში თითქმის დომინირებდა – ცენტრალურ აზიაში იარაღით ვაჭრობასა და სამხედრო თანამშრომლობაში– წერს ფორბსი.

პოპულარული

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ 21 პირი დააკავა – 11 ობიექტი დაილუქა [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის...

რუსეთში პატიმრების ექსტრადირება უნდა შეწყდეს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43...

ჯობია, ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე – სახელმწიფო – პაპუაშვილი მარტა კოსს

"ჯობია, ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფო"- ასე...

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: მოთხოვნა ოპოზიციის აკრძალვის შეჩერებისა და ივანიშვილის დასანქცირების შესახებ

ვროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრიან კენჭს. „საქართველოში მმართველი...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების...

სასტიკ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულ თეიმურაზ გოგიაშვილს 20 წლით ან სამუდამო პატიმრობა ელის

მოსკოვში, დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ წარმოშობით ქართველ თეიმურაზ გოგიაშვილს...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის...

დაწყებული გამოძიების გამო ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან დროებით ჩამოაშორებენ

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ნანა ყეინიშვილს, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ...

ყველა ამბავი

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...