გია ბარამიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც.

პროცესზე ბარამიძემ თქვა, რომ იმ ინტერვიუს დროს, რომლის გამოც დააკავეს, არა ქართულ შეიარაღებულ ძალებზე, არამედ იმ ადამიანებზე ისაუბრა, რომლებსაც ოჯახები ამოუხოცეს, დედა, მამა, შვილი მოუკლეს.

,,პირველ ყოვლისა, აუცილებელია აღვნიშნო, რომ ეს პროცესი იმითაა განპირობებული, რომ საქართველო ხელში ჩაგდებული აქვს რუს ოლიგარქს.

მე, როდესაც აფხაზეთში რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი, ის რუსეთთან ერთად მილიონებს აკეთებდა. ამ ადამიანის შურისძიება არის როგორც საქართველოს, ისე ჩემ მიმართ, იმიტომ, რომ განსაკუთრებით ეზიზღება ისეთი ადამიანები, რომლებიც მაშინაც იბრძოდნენ და დღესაც იმავე რუსეთის წინააღმდეგ არიან, რადგან მას ხელი ეშლება იმ დავალების შესრულებაში, რომელიც მიღებული აქვს პუტინისგან.

როდესაც ადამიანები ქვეყანას მძინარე ცხინვალის დაბომბვას აბრალებენ, ფარცხალაძე-ივანოვის სახელობის პროკურატურას არ უჩნდება არანაირი სურვილი რეაგირებისა, რომ შეამოწმოს, აზიანებს თუ არა ეს საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟს და რეპუტაციას. ამ პროკურატურაში არ იცავენ ეროვნულ ინტერესებს, არამედ ასრულებენ სწორედ რუსი ოლიგარქის დავალებას. ამ პროკურატურას ერთხელაც არ მოსდომებია, რომ რაღაცა გაერკვია, როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები ყოფილი პრემიერ-მინისტრი და დღევანდელი რეალობის ბატონ-პატრონი, რუსი დიქტატორი ლაპარაკობენ, რომ „საქართველომ დაიწყო ომიო“. ამას ლაპარაკობს დღევანდელი, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრიც, „საქართველომ დაიწყო ომი, უმაღლესმა მთავარსარდალმა დაიწყო ომი 2008 წელსო“.

ჩვენ ვართ დამნაშავეები ჩვენი მტრის წინაშე? იმათთან, ვინც სოხუმში, გაგრაში ჩვენი კაცები დახოცეს და თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ? ჩვენ გვაქვს ბოდიში მოსახდელი იმ რუსების მიმართ რომელიც ჩვენს მოსახლეობას ჟლეტდა?! მათ წინაშე გვქონია ბოდიში მოსახდელი, ანუ მათ წინაშე გვქონია დანაშაული ჩადენილი? ჩვენი დანაშაული ის არის, რომ ჩვენ სამშობლოს ვიცავდით? ჩვენი დანაშაული ის არის, რომ ვიბრძოდით? ჩვენი დანაშაული ის არის, რომ რუსეთის აგრესიას ვიგერიებდით?

ვისაუბრე არა ქართულ შეიარაღებულ ძალებზე, არამედ ადამიანებზე, რომლებსაც ოჯახები ამოუხოცეს, დედა მოუკლეს, მამა მოუკლეს, შვილი მოუკლეს, მათ იარაღი აიღეს ხელში სამშობლოს დასაცავად.

იქით, რუსული მხარე, რუსული ჯარი იყო და რუსული ჯარის მიერ გაწვრთნილი მხარე იყო, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ეთნიკური კუთვნილების წარმომადგენლები იყვნენ აფხაზები, ჩეჩნები თუ სხვა.

ესროდნენ, კლავდნენ, ხვრეტდნენ, ცხრილავდნენ, ეს სინონიმებია, ხომ? კი, ბატონო, ვიზიარებ, რომ ეს სიტყვა „ხვრეტდნენ“, რა თქმა უნდა, იწვევს ასოციაციას და არ უნდა მეთქვა. უფრო ფრთხილი უნდა ვყოფილიყავი.

თუ ტყვე არ გყავდა, ვერც ვერავის მიაყენებდი ზიანს, ხომ? შესაბამისად, ვერც ვერავის დახვრეტდი ამ გაგებით.

რომელ ჩემს ნათქვამშია სიტყვა „ადგილზე ხვრეტდნენ?” არ გვყავდა ტყვეები იმიტომ, რომ იბრძოდნენ და ესროდნენ, კლავდნენ, ხვრეტდნენ, ცხრილავდნენ და ეს, თუკი ვინმემ ვინც განსაკუთრებით ვერ გაიგო ვისაც არ ჰქონდა ნანახი ინტერვიუ, ან რუსეთის მართულმა პროპაგანდამ მიაწოდა ერთი ნაწილი ჩემი ამ ინტერვიუსი, სადაც ეს სიტყვა არის მარტო გამოყენებული, ბუნებრივია, ადამიანები აღშფოთდნენ, შეშფოთდნენ. მე განვმარტე და ამიტომ გავაკეთე განმარტება, არა, ბატონო, ეს არ მიგულისხმია-მეთქი, ხომ გასაგებია? მეც მესმის, რომ ეს პრობლემური იქნებოდა ნებისმიერი მხარისთვის და მით უმეტეს, ჩემი ბიოგრაფიის მქონე ადამიანისთვის.

ტყვეების გაცვლის კომისიის თავმჯდომარე ვიყავი და როდესაც არსებითი განხილვა იქნება, მოვიყვან იმ ადამიანებს და ვნახოთ როგორ იტყვიან, რომ არ ვიყავი იმ კომისიის თავმჯდომარე? მე მიწევს იმაზე ლაპარაკი, რომ მე თურმე სამშობლოს მოღალატე არა ვარ.

თუ ვინმეს უნებლიედ გული ვატკინე, ბოდიშს ვუხდი, ვინც ამ პროპაგანდის მსხვერპლი გახდა და მაინც წამოეგო ამ რუსულ პროპაგანდას; ვისაც არ უნახავს ჩემი ინტერვიუ და ამან ემოციები გამოიწვია მასში.

და ვთქვი, რომ აი, ეს სიტყვა, ერთი სიტყვა, რომელიც დაიჭირეს და გამოიყენეს იმისთვის, რომ მთელი ჩემი აზრი, რაც მე ვთქვი, ამოეტრიალებინათ და ყირაზე დაეყენებინათ!

მთელი ეს საქმე არის შეკერილი აი, ამის საფუძველზე, რომ თურმე მე დავადანაშაულე ჩვენი ხალხი, ჩვენი ჯარი.

ტყვეები რომ არა გვყოლოდა, როგორ გავცვლიდით?! 200-მდე ტყვე გვყავს გაცვლილი. კი, ისინი უფრო მეტს გვაძლევდნენ, ჩვენ შედარებით ნაკლებს, მაგრამ გვყავდა ტყვეები.

შევეცდები, რომ ბევრი ადამიანი მოვიყვანო, მათ შორის, ჩემ მიერ ტყვეობიდან გამოყვანილი ადამიანი”,- განაცხადა გია ბარამიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, რომ “1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ”.

პროკურატურის ინფორმაციით, მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება. ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.

აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოპულარული

ჯობია, ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე – სახელმწიფო – პაპუაშვილი მარტა კოსს

"ჯობია, ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე - სახელმწიფო"- ასე...

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე...

ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის – იოსელიანი პატიმარ დავითაძეზე

"ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ...

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ კულბერგსის პარტიამ გაიმარჯვა

ლატვიის პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის მემარჯვენე-კონსერვატიულმა პარტიამ „გაერთიანებული სია“ 3...

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ...

“არ მინდა წასვლა, არ მინდა მოედნის დატოვება“… ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. გამოსამშვიდობებელ...

პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ეს მოიცავს უკრაინას, საქართველოს, სადაც აქტიურ პროცესებს ვხედავთ – ვადეფული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ვლადიმერ...

ამ ოჯახს საფუძვლიანი „ნაცური“ წარსული ჰქონია, ეს ორგანიზებული უბინძურესი კამპანიაა – მაჭავარიანი პატიმარ დავითაძეზე

ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ აბსურდთან და ჩვეულებრივი ინტრიგანი ოჯახის...

ყველა ამბავი

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...