რუსეთის 26 მსხვილ აეროპორტში თვითმფრინავების საწვავით შევსება შეზღუდეს

რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე აეროპორტებმა თვითმფრინავების საწვავით შევსებაზე შეზღუდვების მასობრივად დაწესება დაიწყეს. 7 სექტემბრის მდგომარეობით, ასეთი ზომები სულ მცირე 26 მსხვილ რუსულ აეროპორტში მოქმედებდა. ამის შესახებ 10 სექტემბერს გამოცემა „ვერსტკა“ აერონავიგაციური ინფორმაციის სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ჟურნალისტების ცნობით, პირველი შეზღუდვები ჯერ კიდევ ივნისში დაწესდა, მეორე ტალღა კი სექტემბერში დაიწყო. სხვადასხვა აეროპორტში მათი მოქმედების ვადა ერთი თვიდან თითქმის შვიდ თვემდე მერყეობს.

თვითმფრინავებს მხოლოდ ერთი რეისისთვის საჭირო საწვავით ავსებენ

მაგალითად, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში 2026 წლის 2 სექტემბრიდან 2027 წლის 16 მარტამდე თვითმფრინავების საწვავით შევსება მხოლოდ ფრენის გეგმით გათვალისწინებული მოცულობით არის შესაძლებელი. დამატებითი საწვავის ჩასხმა შეზღუდულია. მსგავსი წესები 8 ივნისიდან 6 დეკემბრამდე მოქმედებს კალინინგრადის ხრაბროვოს აეროპორტშიც. ეს შეზღუდვები როგორც რუსულ, ისე უცხოურ ავიაკომპანიებს ეხება.

ამასთან, 26 აეროპორტიდან 15-ში შეზღუდვები მხოლოდ უცხოურ ავიაკომპანიებზე ვრცელდება. პილოტებისთვის განკუთვნილ შეტყობინებებში (NOTAM) ნათქვამია, რომ უცხოური ავიაკომპანიების თვითმფრინავებს მხოლოდ ერთი ფრენისთვის საჭირო საწვავის მოცულობით ავსებენ.

ასეთი შეზღუდვები, მათ შორის, მოქმედებს ყაზანის, უფის, პერმის, ეკატერინბურგის, ჩელიაბინსკის, ტიუმენის, ირკუტსკის, ვლადივოსტოკის, ხაბაროვსკისა და იაკუტსკის აეროპორტებში. უფაში საწვავით შევსება ასევე შეუზღუდეს არარეგულარული რეისების შემსრულებელ თვითმფრინავებს.

ყველაზე რთული ვითარება რუსეთის სამხრეთშია

„ვერსტკას“ ცნობით, საავიაციო საწვავის მხრივ ყველაზე რთული ვითარება რუსეთის სამხრეთშია, სადაც უკრაინასთან ომის გამო აეროპორტების ნაწილი დახურულია. ექვსი მოქმედი აეროპორტიდან სოჭში, ვოლგოგრადსა და ასტრახანში შეზღუდვები როგორც რუსულ, ისე უცხოურ ავიაკომპანიებზე ვრცელდება. კრასნოდარში, მინერალნიე ვოდისა და ვლადიკავკაზში კი საწვავით შევსება უცხოურ ავიაკომპანიებს აქვთ შეზღუდული.

რუსეთში საწვავის კრიზისი უკრაინული დრონების მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმების ფონზე გამწვავდა. წლის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს სულ მცირე 70-ჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც ქვეყანაში ნავთობის გადამუშავების მოცულობა ბოლო ორი ათწლეულის მინიმუმამდე შემცირდა.

აგვისტოს ბოლოს რუსეთში ბენზინის წარმოება შიდა მოხმარების მხოლოდ დაახლოებით 70%-ს შეადგენდა, დეფიციტი კი დღეში 30 ათას ტონას აღწევდა. მხოლოდ აგვისტოში უკრაინული დარტყმების გამო სულ მცირე შვიდმა რუსულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ წარმოება მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერა, ხოლო ქვეყნის 17 რეგიონში საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა.

პოპულარული

“ჩვეულებრივი სპექტაკლია” – შარმანაშვილი მსჯავრდებულ დავითაძეზე

ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით...

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ...

სტრასბურგში საქართველოს ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე დებატები იწყება — რეზოლუციის პროექტებით პერსონალური სანქციებია მოთხოვნილი

დღეს ევროპარლამენტის სესიაზე ევროდეპუტატები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კრიტიკულ...

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი – პაპუაშვილი, მეორე – კალუგინი მოსკოვში – სამადაშვილი

ბრიუსელის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ორი წარმომადგენელი, ერთი შალვა პაპუაშვილი...

გერმანიის ელჩი: ჩვენი პოლიტიკური ფონდები იძულებულნი გახდნენ, დროებით შეეჩერებინათ მუშაობა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, თბილისში, გერმანიის...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების...

აშშ რუსეთთან მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებას განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაციის მოსკოვთან მოლაპარაკებები უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ გაფართოვდა...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...