პუტინი რუს ფოსტალიონებს უკრაინული დრონების საწინააღმდეგო საშუალებებს გადასცემს

უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების გაფართოების ფონზე, რუს ფოსტის თანამშრომლებს დრონებთან ბრძოლის სპეციალური საშუალებები გადაეცემათ.

რუსეთის მთავრობამ ფედერალური საფოსტო სამსახურის თანამშრომლების აღჭურვილობის სია ახალი ტექნიკით შეავსო მას შემდეგ, რაც უკრაინამ არაერთი შეტევა განახორციელა საფოსტო და სასაწყობე ობიექტებზე. რუსეთში ფოსტის ზოგიერთი თანამშრომელი უკვე უფლებამოსილია ატაროს 9-მილიმეტრიანი პისტოლეტი, ელექტროშოკერი და ჯავშანჟილეტი.

მთავრობის დადგენილებაში ახალი აღჭურვილობა აღწერილია როგორც „სპეციალური ტექნიკური საშუალებები უპილოტო საფრენი, წყალქვეშა და ზედაპირული აპარატების, ავტონომიური სახმელეთო მანქანებისა და სხვა ავტომატიზებული უპილოტო სისტემების წინააღმდეგ საბრძოლველად“.

პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, კონკრეტულად რომელ საფოსტო თანამშრომლებს გადაეცემათ ეს აღჭურვილობა და რას გულისხმობს „სპეციალური ტექნიკური საშუალებები“.

2005 წლიდან მოქმედი წესებით, ფოსტის თანამშრომელთა ნაწილს უკვე შეუძლია 9-მილიმეტრიანი პისტოლეტების, ელექტროშოკერებისა და ჯავშანჟილეტების გამოყენება, თუმცა ეს ნებართვა ძირითადად უსაფრთხოების თანამშრომლებს ეხება, რომლებსაც დიდი ოდენობით ნაღდი ფული გადააქვთ.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინამ რუსეთის სიღრმეში დარტყმების კამპანია გააფართოვა და სამიზნედ მსხვილი ონლაინ-ვაჭრობის კომპანიების — Wildberries-ისა და Ozon-ის — საწყობებიც აქცია.

შეტევების შედეგად ასიათასობით გამყიდველი დაზარალდა, ხოლო ინფრასტრუქტურისა და საქონლისთვის მიყენებულმა ზარალმა, გამოცემის მონაცემებით, 7 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა.

რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, კერძო კომპანიების ხარჯები ანტიდრონულ სისტემებზე მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ექვსჯერ მეტად გაიზარდა და დაახლოებით 441,3 მილიონ რუბლს მიაღწია.

მაისში მოსკოვმა ასევე მოითხოვა, რომ კერძო კომპანიებმა შეიძინონ დრონების საწინააღმდეგო სისტემები, მათ შორის საზენიტო არტილერია, ტყვიამფრქვევის დანადგარები, რადარები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები.

აგვისტოს ბოლოს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, კონტროლი გადაიბაროს კერძო კომპანიებზე, რომლებიც უკრაინული დრონებისგან საკუთარ ობიექტებს სათანადოდ ვერ იცავენ.

პუტინის თქმით, ეს წესები შეეხება საწვავის, ენერგეტიკის, მრეწველობის, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებს და, მისი მტკიცებით, კერძო საკუთრების „ნაციონალიზაციის გეგმებს“ არ უკავშირდება.

ოთხშაბათს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ეკონომიკურ ობიექტებზე შეტევები გააგრძელეს და ნოვოროსიისკში ნავთობტერმინალს დაარტყეს. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ღამით რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით თითქმის 600 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

პოპულარული

პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ეს მოიცავს უკრაინას, საქართველოს, სადაც აქტიურ პროცესებს ვხედავთ – ვადეფული

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ვლადიმერ...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ...

რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სოჭთან ტანკერს უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოჭის სანაპიროსთან უპილოტო კატარღებმა...

სტამბოლში, სკოლის ფორმაში გამოწყობილმა გოგონამ მოსწავლეებს დანით ჭრილობები მიაყენა – დაღუპულია ერთი ბავშვი

სტამბოლის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მძიმე ტრაგედია დატრიალდა. სასკოლო ფორმაში...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების...

ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ს რეისის გადარჩენისთვის ქართველი ებრაელი ექიმი დააჯილდოვა

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო...

“ჩვეულებრივი სპექტაკლია” – შარმანაშვილი მსჯავრდებულ დავითაძეზე

ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით...

ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! – ნადირაძე

ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...