ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კვირა დილით აეროპორტის მახლობლად, საჰაერო სივრცეში ანაკ-კრაკატაუს ვულკანის ფერფლის აღმოჩენის შემდეგ 209 რეისი გადაიდო ან შეფერხდა.

ვულკანმა, რომელიც იავისა და სუმატრის კუნძულებს შორის, სუნდას სრუტეში მდებარეობს, ამოფრქვევა პარასკევს გვიან საღამოს დაიწყო. ამას თან ახლდა უწყვეტი სეისმური აქტივობა და ლავის შადრევნების ამოფრქვევა. ხელისუფლების ცნობით, კვირა დილით კიდევ ორი ამოფრქვევა დაფიქსირდა.

აეროპორტი დროებით, ადგილობრივი დროით 13:30 საათამდე, არ ფუნქციონირებდა, რამაც პირდაპირ თუ ირიბად 22 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა.

ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფრენების შეჩერებამ ყველაზე მეტად სინგაპურის მიმართულებით და სინგაპურიდან შესრულებულ რეისებზე იმოქმედა, ასევე სხვა საერთაშორისო მარშრუტებზე, მათ შორის დოჰის, სიდნეისა და კუალა-ლუმპურის მიმართულებით.

ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ვულკანის ბოლო აქტივობასთან დაკავშირებით ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

ჯანდაცვის მინისტრმა დაზარალებული რეგიონების მცხოვრებლებს მოუწოდა, შენობებში დარჩნენ და ნიღბები გამოიყენონ.

ადგილობრივი გაზეთის, Kompas-ის ცნობით, შაბათს რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი გაუქმდა მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ვულკანური ფერფლის გამო თვალების გაღიზიანებაზე იჩივლეს. რამდენიმე მეთევზემაც ზღვაში გასვლა გადაიფიქრა, რადგან მათაც თვალების ტკივილი აწუხებდათ.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ალდი ჩანდრა პრაიოგიმ, გამოცემას უთხრა, რომ პარასკევი საღამოდან ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს „თვალებში ქვიშის წვრილი მარცვლები ჩაუვარდა“ და გაღიზიანების შესამცირებლად თვალის წვეთების გამოყენება უწევს.

მისი თქმით, მტვერი იმდენად სქელია, რომ სახლის წინა ეზოს ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გვა უწევს.

ვულკანი ანაკ-კრაკატაუ, რომლის სახელიც „კრაკატაუს შვილს“ ნიშნავს, პერიოდულად აქტიურდება მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის დასაწყისში ზღვიდან ამოიწია იმ კალდერაში, რომელიც 1883 წელს კრაკატაუს ცნობილი ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა.

პოპულარული

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი ჯაშუშობისა  ბრალდებით დააკავეს

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, ,...

რუსეთში, ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ...

აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებით მე-4 დონის (უმაღლესი) სამგზავრო გაფრთხილება კიდევ...

რუსული დრონი თურქულ გემს მოხვდა – არის მსხვერპლი

რუსული დრონი, შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს მოხვდა -...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა – ხანძარი გაჩნდა რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.დარტყმების შედეგად ორი ადამიანი...

Paramount-მა Warner Bros. 110 მილიარდ დოლარად შეიძინა

ჰოლივუდურმა კინოკომპანია Paramount Skydance-მა კონკურენტი Warner Bros. Discovery-ის შეძენის...

აშშ ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ცნობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში...

ყველა ამბავი

მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ჩილედან დიდ ბრიტანეთამდე ფეხით იმოგზაურა-ამას 28 წელი დასჭირდა

ბრიტანელმა მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ამ კვირაში ლა-მანში გადაცურა და სამშობლოში დაბრუნდა, საითაც ჩილედან დაახლოებით 28 წლის წინ გაემგზავრა. მთელი...

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...