Reuters:საქსონია-ანჰალტში AfD-ის გამარჯვება მერცისთვის დარტყმა და ევროპისთვის გაფრთხილებაა

სააგენტო Reuters  წერს, რომ გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მიწაზე ულტრამემარჯვენეების წარმატება ევროპისთვისაც გამაფრთხილებელი სიგნალია.

  • მერცი ამომრჩეველთა უკმაყოფილების მთავარი სამიზნე გახდა ეკონომიკური დაუცველობის გამო;
  • AfD-ს საქსონია-ანჰალტის ლანდტაგში აბსოლუტურ უმრავლესობამდე სულ ცოტა დააკლდა;
  • Infratest dimap-ის გამოკითხვით, საქსონია-ანჰალტის ამომრჩეველთა 87% მერცის მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა.

სააგენტო წერს, რომ ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აღმოსავლეთ გერმანიის მიწა საქსონია-ანჰალტში ტრიუმფალური გამარჯვება გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცისთვის მარცხია და გაფრთხილებას უგზავნის სხვა ევროპელ ლიდერებსაც, რომლებიც ეკონომიკის ნელ ზრდასა და ტრადიციული პოლიტიკური პარტიების მიმართ იმედგაცრუებას ებრძვიან.

კვირის არჩევნების შემდეგ AfD-ს საქსონია-ანჰალტის პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობამდე ცოტა დააკლდა. პარტია იქცა იმ კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის მთავარ ოპოზიციურ ძალად, რომელიც გერმანიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მართავს.

მერცის კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) საპარლამენტო ლიდერმა ტორსტენ ფრაიმ არჩევნების შედეგს „ქვეყნისთვის გარდამტეხი მომენტი“ უწოდა.

სულ უფრო პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში მერცი, რომლის პირადი რეიტინგიც რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ამომრჩეველთა უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა. უკმაყოფილება უკავშირდება ცხოვრების გაძვირებას, პენსიებსა და ეკონომიკურ დაუცველობას.

ARD-ისთვის Infratest dimap-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ მიწის ამომრჩეველთა 87% მერცის მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. ZDF-ისთვის ჩატარებული სხვა კვლევის თანახმად კი, გამოკითხულთა სამი მეოთხედი — მათ შორის CDU-ს მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი — მიიჩნევს, რომ მერცმა პარტიის საარჩევნო შედეგს ზიანი მიაყენა.

არჩევნების შედეგებზე პირველი ცნობილი კომენტარისას მერცმა ორშაბათს CDU-ს ხელმძღვანელობას უთხრა, რომ შედეგმა პარტია „საფუძვლებამდე შეარყია“, თუმცა, Bild-ის ცნობით, მან კვლავ გამორიცხა AfD-სთან თანამშრომლობა.

AfD აცხადებს, რომ საქსონია-ანჰალტში გამარჯვებას 2029 წლის ფედერალური არჩევნების მოგებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად განიხილავს. თუმცა ორშაბათს CDU-ს ხელმძღვანელ ორგანოებში მერცის წინააღმდეგ შიდა ამბოხის ნიშნები არ ჩანდა.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, რომ დისკუსია „ღია და გულწრფელი“ იყო, თუმცა დასძინა: „ყველამ იცის, რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა გავაგრძელოთ“.

„გლობალური პოპულისტური ტალღა“

მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენე პარტიები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე მონაწილეობენ ხელისუფლებაში, AfD-ის მიერ გერმანიის მიწის არჩევნებში მიღწეული საუკეთესო შედეგი აქამდე მკაფიო გაფრთხილებაა იმ ქვეყნებისთვისაც, სადაც უახლოეს თვეებში არჩევნებია დაგეგმილი.

საფრანგეთში, სადაც გამოკითხვების თანახმად, ულტრამემარჯვენე „ეროვნულ გაერთიანებას“ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს, ფინანსთა მინისტრმა როლან ლესკიურმა საქსონია-ანჰალტის შედეგს „ძალიან, ძალიან შემაშფოთებელი სიგნალი“ უწოდა.

„ეს აჩვენებს, რომ ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ — პოპულისტური ტალღა უკვე გლობალურია“, — განუცხადა მან RTL-ს.

საქსონია-ანჰალტი დაახლოებით 2.1 მილიონი მოსახლით ძირითადად სასოფლო რეგიონია ყოფილი კომუნისტური აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, 1990 წლიდან, მან მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი დაკარგა.

კვირის არჩევნების შედეგი ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის ჯერ კიდევ მოუშუშებელი დაყოფით, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებიდან თითქმის ოთხი ათწლეული გავიდა.

ამავე დროს, ბოლო 10–15 წლის განმავლობაში რეგიონმა თანდათან მოახერხა 1990 წლის გაერთიანებით გამოწვეული შოკიდან გამოსვლა, როდესაც მისი ინდუსტრია თითქმის მთლიანად ჩამოიშალა. უმუშევრობის მაჩვენებელი 8%-ია და ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს დიდად არ აღემატება. აღდგა ქიმიური მრეწველობაც და განვითარდა ახალი სექტორები, მათ შორის ლოგისტიკა და მწვანე ენერგეტიკა.

თუმცა ამომრჩევლებმა არ გაითვალისწინეს ბიზნეს-ჯგუფების, ეკონომისტებისა და თავად მერცის გაფრთხილებები, რომ ანტიიმიგრაციული AfD-სთვის ხმის მიცემა რეგიონს მისთვის აუცილებელ უცხოურ ინვესტიციებს დააკარგვინებდა და კვალიფიციური მუშახელის მოზიდვას გაართულებდა.

უჩვეულოდ მაღალი აქტივობის პირობებში AfD-ს დიდი რაოდენობით მისცეს ხმა მუშებმა, კაცმა ამომრჩევლებმა და ახალგაზრდებმა.

პარტიას საქსონია-ანჰალტში 35 წლის ულრიხ ზიგმუნდი ხელმძღვანელობდა — TikTok-ზე აქტიური პოლიტიკოსი, რომელმაც საარჩევნო შეკრებებზე ათასობით ადამიანი მიიზიდა და მათ „ჩვენი კარგი, ძველი, უსაფრთხო გერმანიის“ დაბრუნებას დაჰპირდა.

AfD-მ უგულებელყო გერმანიის შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ მისი ადგილობრივი ორგანიზაციის „მემარჯვენე ექსტრემისტულად“ კლასიფიცირებაც.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები“

„AfD ახლა ძალიან თვალსაჩინო პოლიტიკური ძალაა და საკუთარი გზავნილის ამომრჩევლამდე მიტანას სხვა პარტიებზე ბევრად ეფექტიანად ახერხებს“, — ამბობს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ტორსტენ ფაასი.

„ახლო მომავალში ეს არ შეიცვლება, რაც ფედერალური მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის, როცა ის ცდილობს ქვეყნისა და მისი მომავლის პოზიტიური სურათი წარმოაჩინოს“, — დასძინა მან.

მერცისთვის მარტივი გამოსავალი არ ჩანს. მას გერმანიის ინდუსტრიული ბაზის ღრმა კრიზისთან გამკლავება უწევს და ამავე დროს ცდილობს საპენსიო რეფორმის გატარებას, რომელიც განსაკუთრებით არაპოპულარულია აღმოსავლეთ გერმანიაში.

გასულ კვირას Volkswagen AG-მ გამოაცხადა რადიკალური რესტრუქტურიზაციის გეგმა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით შესაძლოა 50 ათასი სამუშაო ადგილის გაუქმებასა და გერმანიაში რამდენიმე მსხვილი ქარხნის დახურვასაც მოიცავდეს. ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის უდიდესი ეკონომიკის მძიმე მდგომარეობას, რომელიც წლების განმავლობაში არსებული სტაგნაციის დაძლევას ცდილობს.

ენერგიის მაღალი ფასები, რომლებიც ნაწილობრივ უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომებმა განაპირობა, AfD-სთვის მერცის მთავრობის კრიტიკის მარტივ სამიზნედ იქცა.

პარტიის მტკიცებას, რომ გერმანიის მიერ კიევის მხარდაჭერამ მოსკოვთან ურთიერთობა ზედმეტად გაამწვავა და ნავთობისა და გაზის ფასები გაზარდა, ბევრი ამომრჩეველი იზიარებს.

მერცი ხელისუფლებაში 2025 წელს მოვიდა დაპირებით, რომ ეკონომიკის გასაცოცხლებლად მკაცრ რეფორმებს გაატარებდა. მან ათწლეულების განმავლობაში არსებული ფისკალური სიფრთხილის პოლიტიკაც შეცვალა და ასობით მილიარდი ევროს სესხების აღებას დაჰპირდა ქვეყანას არმიის გასაძლიერებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

თუმცა ამომრჩევლებმა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში, ამ გეგმებისთვის მერცს ჯერჯერობით პოლიტიკური კრედიტი არ მისცეს, რადგან მათი ხილული შედეგები ჯერ მცირეა.

Infratest dimap-ის კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი მთავარი პრობლემების — სოციალური დაუცველობის, ევროპაში მშვიდობისა და საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის — მოგვარებას AfD უკეთ შეძლებს.

არჩევნებამდე მემარცხენე პარტია Die Linke-ს მთავარი კანდიდატი ევა ფონ ანგერნი მერცის მიმართ გარკვეულ თანაგრძნობასაც გამოხატავდა.

„ის ყველაფერზე პასუხისმგებელი არ არის“, — თქვა მან.

თუმცა დასძინა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებისთვის მერცი „სიძულვილის ნომერი პირველი ფიგურა“ იყო.

„სწორედ ის არის მიზეზი, რის გამოც ადამიანებს CDU-სა და სხვა ტრადიციული პარტიებისთვის ხმის მიცემა აღარ სურთ“, — განაცხადა ფონ ანგერნმა.

პოპულარული

ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის – იოსელიანი პატიმარ დავითაძეზე

"ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ...

ქართველი მებრძოლების დევნა – ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დამთხვევა თუ გამიზნული ქმედება: რატომ დაიწყო საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა...

„თანამშრომლობამ აზრი დაკარგა“ – გერმანიის საგარეო უწყება და ბუნდესტაგის დეპუტატები თბილისის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ

გერმანიის მთავრობა სინანულს გამოთქვამს თბილისში ადენაუერისა და ნაუმანის ფონდების...

საპოლიციო ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად,...

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ, შპს...

ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! – ნადირაძე

ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც...

პროკურატურის განცხადებით,ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს

პროკურატურა აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული და განსაკუთრებული...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...