ოთარ ფარცხალაძე–რომანოვი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის ბატალიონ “გეორგიევსკ“–თან ერთად

რუსეთში შეიქმნა საერთაშორისო მოხალისეთა დანაყოფი „გეორგიევსკი“, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს დანაყოფის მეთაურმა, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის მხარეს მებრძოლმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ განუცხადა.

„1945 წელს სწორედ რუსმა მიხაილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე. ჩემი თანამემამულეებიდან ყოველი მეოთხე თავისუფლებისთვის იბრძოდა. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მაშინ, მტრის დამარცხების სიმბოლოს კვლავ რუსი და ქართველი აღმართავენ. ჩვენმა თანამოაზრეებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანებას, ასევე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვას უჭერენ მხარს, შექმნეს საერთაშორისო დანაყოფი „გეორგიევსკი“, — განაცხადა მან.

რომანოვ-ფარცხალაძის თქმით, დანაყოფის სახელწოდება უკავშირდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს, რომელმაც, მისი შეფასებით, „უზარმაზარი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.

მისივე განცხადებით, დანაყოფის მთავარი ამოცანაა „ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს ემუქრება“.

რომანოვ-ფარცხალაძემ აღნიშნა, რომ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მხარეს მოხალისედ ჩართულიყო ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“. მან ასევე განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდანვე საკუთარ გუნდთან ერთად აქტიურად ეხმარება რუს სამხედროებსა და დონეცკის ოკუპირებული რეგიონის, ასევე კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქების მშვიდობიან მოსახლეობას.

„დღეს, როდესაც რუსეთი დასავლეთის ზეწოლის წინააღმდეგ იბრძვის საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მზად ვარ, სამშობლოს დავეხმარო ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“, – ამბობს ფარცხალაძე.

პოპულარული

მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

სუს-ის ინფორმაციით 2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ...

წლის ბოლოს გაზის და წყლის ტარიფები გადაიხედება – დავით ნარმანია

მარეგულირებელ კომისიას ამ წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის ტარიფების...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში: დღე I

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა...

Wall Street Journal: პუტინმა ტრამპს APEC-ის სამიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს...

დააკავეს სამი პირი, რომლებიც შვილებს, მათ შორის, აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო გაუფორმდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

მუქარის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...

თუ საჯარო სივრცეში უხამსობის სითამამე აქვს, პასუხიც უნდა აგოს – პაპუაშვილი სანაიაზე

"თუ საჯარო სივრცეში უხამსობის სითამამე აქვს, პასუხიც უნდა აგოს"-,,ოცნების"...

ყველა ამბავი

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...

გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას და დაკითხვას ითხოვს.„ქართული ოცნების“ მოქმედი და...

ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია! – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე,...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის შესახებ ჟურნალმა The Economist აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა....

3 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი,ჯარიმა – რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 2 წელი პირობითი...

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა. დაღუპულია ერთი მეზღვაური, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად...

დანიამ უკრაინას, დრონების ჩამოსაგდებად, F-16-ის 50 000-ზე მეტი ჭურვი გადასცა

დანიის სამეფომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების 50 000-ზე მეტი ერთეული საბრძოლო მასალის მიწოდება უზრუნველყო.საუბარია ამერიკული...

“ვაღიარებ ბრალს” – ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა...

პარტია „გახარია საქართველოსთვის“: ირღვევა სამართლიანობის წესი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის გადადებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობაც, ოპოზიციის სხვა ყველა შუამდგომლობის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ...

ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის ინტერესების ლობირებაში დასდეს ბრალი

დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მის სიძესა და უფროს მრჩეველს, ჯარედ კუშნერს, წვდომა ჰქონდა საბანკო ანგარიშზე, რომელზეც თანხებს...

პოლონეთში ანტიპუტინისტი რუსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მხატვარ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. ის საქართველოს მოქალაქეა.მედიის ინფორმაციით, ის სემიონ სკრეპეცკის უთვალთვალებდა.პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს...