სერბეთში გენოციდისთვის მსჯავრდებული რატკო მლადიჩი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ათასობით ადამიანი, რომლებიც სერბთა რესპუბლიკის არმიის ყოფილ სარდალს, სამხედრო დანაშაულებისა და 1995 წელს სრებრენიცაში გენოციდისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილ რატკო მლადიჩს უჭერენ მხარს, ბელგრადის ვიდიკოვაცის რაიონში, წმინდა ლუკას ეკლესიაში გამართული პანაშვიდის შემდეგ ტოპჩიდერის სასაფლაოსკენ მსვლელობით გაემართა. მათთვის მლადიჩი სამხედრო დამნაშავე კი არა, „გმირია, რომელიც სერბ ხალხს იცავდა“.

მლადიჩის ცხედარი ჰააგიდან გადაასვენეს, სადაც 84 წლის გენერალი გასულ ხუთშაბათს ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როდესაც კუბო თვითმფრინავიდან ჩამოასვენეს, ის სერბეთის არმიის სამხედროებმა ჩაიბარეს და სერბეთისა და სერბთა რესპუბლიკის დროშები გადააფარეს.

აეროპორტიდან სამხედრო-სამედიცინო აკადემიისკენ მიმავალ გზაზე, სადაც მლადიჩის ცხედარი გადაასვენეს, კორტეჟს ათობით ადამიანი ხვდებოდა პლაკატებით: „გმირები არ კვდებიან“, „მადლობა, დედა“, „კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნება, გენერალო“, „მადლობა, გენერალო“. ცალკეული პოლიციელები და სამხედროები ავტოკოლონას სამხედრო სალმითაც ხვდებოდნენ.

მლადიჩის კუბო ბელგრადის გარეუბანში, ვიდიკოვაცის ეკლესიაში 7 სექტემბერს დილის 7 საათიდან შუადღემდე იყო დასვენებული. ორშაბათ დილით იქ პანაშვიდი გაიმართა.

ეკლესიაში იმყოფებოდნენ სერბეთის თავდაცვის მინისტრი ბრატისლავ გაშიჩი, კულტურის მინისტრი ნიკოლა სელაკოვიჩი, უპორტფელო მინისტრი ნენად პოპოვიჩი, სერბთა რესპუბლიკის დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა ალიანსის ლიდერი მილორად დოდიკი, ბანია-ლუკის მერი დრაშკო სტანივუკოვიჩი და სერბეთის პრეზიდენტის ვაჟი დანილო ვუჩიჩი.

ეკლესიაში ასევე იმყოფებოდა სერბეთში რუსეთის ელჩი ალექსანდრ ბოცან-ხარჩენკო.

„რატკო მლადიჩი გენიოსია. ის განასახიერებს ყველაფერს საუკეთესოს, რაც ადამიანზე შეიძლება ითქვას“, — თქვა ერთ-ერთმა დამსწრემ კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის სერბთა რესპუბლიკის არმიის ყოფილი სარდალი.

მსგავსი დამოკიდებულება აქვს საპარლამენტო ოპოზიციური „სერბეთის ახალი დემოკრატიული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელს ვუკ მარინოვიჩსაც.

„მოვედი, პატივი მივაგო დიდ სერბ გმირს რატკო მლადიჩს, რომელიც ჩვენი ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება როგორც გმირი, რომელიც დასავლეთის წინააღმდეგ იბრძოდა“, — განაცხადა მან.

„მან ბევრი გააკეთა სერბი ხალხისთვის იმ დროს, როდესაც ეს ადვილი არ იყო. საკუთარ თავზე აიღო უზარმაზარი პასუხისმგებლობა მაშინ, როცა ბევრს ამის გაკეთება ვერ გაებედა და აჩვენა, რომ დიდი ადამიანი და დიდი გულის მქონე პიროვნება იყო“, — უთხრა მარინოვიჩმა BBC-ს.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი მანამდე აცხადებდა, რომ სპეცსამსახურების შეფასებით, დაკრძალვაზე ათიათასობით ადამიანს ელოდნენ.

დაკრძალვის ცერემონიას სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი პორფირი უძღვებოდა. ეკლესიამ ჰააგაში მსჯავრდებული მლადიჩი „მართლმადიდებელ ქრისტიანად და სერბ ჯარისკაცად“ მოიხსენია.

დაკრძალვა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ბელგრადის ტოპჩიდერის სასაფლაოზე დაიწყო. იმავე სასაფლაოზე, სამი ათწლეულის წინ, მლადიჩის ქალიშვილი ანაც დაკრძალეს.

სასაფლაოზე მისვლის შემდეგ მლადიჩის ნეშტს სამარხამდე საპატიო ყარაული მიაცილებდა.

მლადიჩი, რომელსაც „ბოსნიელ ჯალათსაც“ უწოდებდნენ, გენოციდის, სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის იყო მსჯავრდებული. მისი სახელი განსაკუთრებით უკავშირდება „ეთნიკურ წმენდებს“, რომელთა მსხვერპლთა რაოდენობა ათიათასობით ადამიანს აღწევს. ყოფილ იუგოსლავიაში ომს თან ახლდა ყველაზე სისხლიანი სისასტიკეები, მსგავსი მასშტაბის დანაშაულები კი ევროპას მესამე რაიხის შემდეგ არ ენახა.

„მსჯავრდებული სამხედრო დამნაშავის, მლადიჩის დაკრძალვა შესაძლოა ევროპაში ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ფაშისტურ შეკრებად იქცეს. გენოციდის განდიდება პატივის მიგება კი არა, სირცხვილია. ხელისუფლებავ, იმოქმედეთ!“ — დაწერა X-ზე ორგანიზაცია „სრებრენიცის დედებმა“, რომელიც მსხვერპლთა ოჯახებს აერთიანებს.

აშშ-ის კონგრესის სამმა წევრმა სერბეთისა და სერბთა რესპუბლიკის ხელისუფლებებს მოუწოდა, მლადიჩის დაკრძალვის ცერემონიებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჩაკ გრასლიმ, ასევე წარმომადგენელთა პალატის წევრმა კიტ სელფმა ორივე ხელისუფლებას მოუწოდეს, არ დაუშვან არც საჯარო განცხადებები და არც ოფიციალური მოქმედებები, რომლებიც მლადიჩს განადიდებს ან მას სხვაგვარად წარმოაჩენს, ვიდრე „მსჯავრდებულ გენოციდის ორგანიზატორად“, — იუწყება სარაევოს სახელმწიფო მედია.

„ყველაფერი, რაც მის დაკრძალვასთან დაკავშირებით ხდება, მხოლოდ კიდევ უფრო გააძლიერებს სერბეთის მიმართ ნეგატიურ რეაქციებს და, ცხადია, რეგიონში შერიგებას ხელს ვერ შეუწყობს“, — განაცხადა ჰუმანიტარული სამართლის ფონდის წარმომადგენელმა იოვანა კოლარიჩმა BBC-ის სერბულ სამსახურთან.

„პატივს მიაგებენ სამხედრო დამნაშავეს და არა მის მსხვერპლებს — და ეს პირველად არ ხდება. ეს კიდევ უფრო ამყარებს მმართველი პარტიის პოლიტიკას, რომელიც დღემდე დანაშაულების უარყოფასა და მათი მნიშვნელობის დაკნინებას ეფუძნება და არა მათ აღიარებას“, — აღნიშნა მან.

რადგან სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან ბრიუსელშიც.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ დაგმო „რატკო მლადიჩის საჯარო განდიდება“ და სერბეთის შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, ამას დაუპირისპირდნენ, რათა დაიცვან მართლმსაჯულება და მსხვერპლთა უფლებები.

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გააუქმა 10 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტი ბელგრადში, სადაც მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა.

„რატკო მლადიჩის ნეშტის ბელგრადში დაბრუნება ევროპას ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებს ახსენებს“, — განაცხადა კოსმა. „მის სიკვდილთან დაკავშირებული გმირად წარმოჩენა შეუთავსებელია იმ ღირებულებებთან, რომლებზეც ევროპული გზა დგას. ეს გზა წარსულთან ანგარიშსწორებას, ნამდვილ შერიგებასა და სამხედრო დანაშაულების მსხვერპლთა პატივისცემას მოითხოვს.“

პოპულარული

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავა

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის...

ევროკავშირის ახალი გაფართოების სტრატეგიაში საქართველო არ ფიგურირებს

ევროკომისიამ დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნა გაფართოების ახალი, ყოვლისმომცველი სტრატეგიული დოკუმენტი,...

რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სოჭთან ტანკერს უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოჭის სანაპიროსთან უპილოტო კატარღებმა...

აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ეუთოს კონფერენციაზე მსჯელობენ

2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციებზე ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით...

არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვებას აიძულებდა – დააკავეს ბებია

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულების ბრალდებით არასრუწლოვნის ბებია დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბებიამ...

რუსებმა  კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა,  დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს,...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...