შეიძლება ღარიბაშვილი დუმილით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს შეთქმულების მომზადებას, არ არის გამორიცხული – გედევან ფოფხაძე

“შეიძლება ღარიბაშვილი დუმილით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს შეთქმულების მომზადებას, არ არის გამორიცხული” – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გედევან ფოფხაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას განაცხადა.

“მე ის გამიკვირდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავიდანვე მორჩილად მიიღო ეს ყველაფერი [დაპატიმრება]. ერთია, რომ შენ ყოველი მესამე ფრაზის მერე “ბატონ ბიძინა ივანიშვილს” ახსენებ და მეორეა, როცა ეს “ბატონი ბიძინა” გიჭერს და შენ ამას არ აპროტესტებ, ეს უკვე სხვანაირი მორჩილებაა.ბუნებრივი იყო, რომ რაღაც ეტაპზე კითხვის ნიშნები დაისმებოდა. ყოფილი პრემიერი მიდის ციხეში ისე, რომ არანაირ განცხადებას არ აკეთებს, არავის არაფერს ეუბნება, სახლში ახვედრებს რაღაც განძეულობასა და ფულს მაშინ, როცა ნაკლებად წარმოსადგენია, რომ თუნდაც ძალიან მდიდარ ადამიანს სახლში ასეთი რაოდენობის ფული ედოს. ეს ყველაფერი ძალიან თეატრალიზებული იყო. გაუმზადა და დაახვედრა, ესეც გარიგების ნაწილი იყო იმიტომ, რომ მე გამოვრიცხავ, ადამიანს სახლში ასეთი რაოდენობით ფული ჰქონდეს. შესაძლოა არიან ასეთი ადამიანები, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ძალიან თეატრალიზებული იყო. ის [ღარიბაშვილი] ელოდებოდა ჩხრეკას. იყო მოლოდინი, რომ ამათ დაიჭერდნენ და ასეთ სიტუაციაში ადამიანი ცდილობს, რომ ზედმეტი კომპრომატი არ შექმნას და აქ კიდევ ეს ყველაფერი გამზადებული დაახვედრეს. ისიც, რომ ღარიბაშვილს ეს ყველაფერი უნდა გაეპროტესტებინა, ეს იქნებოდა აბსოლუტურად ლოგიკური. ჩემი აზრით, ადამიანი, რომელიც ციხეში ასე მორჩილად მიდის, ის დარტყმის ობიექტია. ციხიდან გამოსული ღარიბაშვილი მერე რომ დაიწყებდა თავის მართლებას, ეს თავის მართლება მისთვის არანაირად მომგებიანი პოზა არ იქნებოდა. ვის მოაწონებდა თავს პოლიტიკოსი, რომელმაც ციხე მოიარა და არაფერი არ გააპროტესტა?.[…]შეიძლება ეს ადამიანი დუმილითა და მორჩილებით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს რაღაც შეთქმულების მომზადებას, ეს არ არის გამორიცხული. მე ხშირად მესმოდა 4 ოქტომბრამდე, რომ ღარიბაშვილი იყო იმ პროცესების თანამონაწილე, ბევრი ამბობდა ამას, მაგრამ რაში გამოიხატა ეს თანამონაწილეობა, მე ვერ დავინახე. ვიღაცები ამბობდნენ ამას და ეს იყო უბრალოდ ვერსია. შეიძლება, ესეც სპეცსამსახურების მიერ შემოგდებული ვერსია იყო იმიტომ, რომ უნდათ, ვიღაცა ვიღაცას მიაბან. მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ზედმეტი ზეწოლა ღარიბაშვილზე უფრო პათოლოგიაა, ვიდრე ლოგიკა. […] ისინი თანამონაწილეები არიან ამ დანაშაულების და ამიტომ ვერ ადებენ და არა იმიტომ, რომ ივანიშვილი “სუფთაა”. ასე რომ მოიქცნენ, მაშინ ყუმბარა უნდა გაიხსნან საკუთარ ხელში. ივანიშვილი ამ შემთხვევაში არის კერძო პირი, ირაკლი კობახიძემ კი უკვე გააჟღერა, რომ რასაც ის აკეთებს, ივანიშვილის დავალებით აკეთებს.
რეალურად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი [“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნები] რეალურად ვერ ამბობს სათქმელს ივანიშვილზე, ზუსტად ეს პრობლემა აქვთ – როცა კონკრეტული დანაშაული მოხდა ივანიშვილის მონაწილეობით, ყველა პრემიერი იყო ამ დანაშაულის თანამონაწილე. მან თუ თავისი დანაშაული არ აღიარა, ივანიშვილის დანაშაულს ვერ აღიარებს. ამიტომ, ახლა ირაკლი ღარიბაშვილი რომ ბოლომდე შევიდეს რაღაც თემებში, უნდა აღიაროს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას ცუდი რაღაცები გააკეთებინა”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პოპულარული

პენიტენციური სამსახური პატიმარ დავითაძის ოჯახს პასუხობს და კიდევ ერთ ვიდეოს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის განცხადებას ეხმაურება...

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ...

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის...

სტამბოლში, სკოლის ფორმაში გამოწყობილმა გოგონამ მოსწავლეებს დანით ჭრილობები მიაყენა – დაღუპულია ერთი ბავშვი

სტამბოლის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მძიმე ტრაგედია დატრიალდა. სასკოლო ფორმაში...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც...

ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიშისთვის „ბანდეროლის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის სამრეწველო რაიონზე მორიგი...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...