ზელენსკი: აშშ ზამთარში რუსეთსა და უკრაინას შორის დეესკალაციის ხელშეწყობას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-ს ინტერვიუ მისცა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან გუშინდელი მოლაპარაკებების შესახებ რამდენიმე დეტალი გაამხილა.

ზელენსკის თქმით, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვსა და კიევში ვიზიტების მთავარი მიზანი იყო დიპლომატიური პროცესის „განბლოკვა“ და მომავალი ზამთრის განმავლობაში ომის ესკალაციის თავიდან აცილების მცდელობა.

„არსებობს იდეები ენერგეტიკულ ობიექტებთან, მარცვლეულის მიწოდებასთან, ელექტროენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან და ნავთობისა და გაზის ექსპორტთან დაკავშირებით. ჩვენ და რუსეთს განსხვავებული ინტერესები გვაქვს“, — ციტირებს ზელენსკის Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი.

რავიდის ინფორმაციით, კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ამერიკული მიდგომა მოლაპარაკებების ხელახლა დაწყების მცდელობას და ზამთარში სერიოზული ესკალაციის თავიდან აცილებას, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ასეთი შეფასება „ძალიან ახლოსაა ამ საუბრების რეალურ შინაარსთან“.

ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირები, რომელთა ვინაობასაც ჟურნალისტი არ ასახელებს, დარწმუნებული არ არიან, რომ უკრაინა და რუსეთი ზამთრის დადგომამდე რაიმე სახის კომპრომისს მიაღწევენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ მანამდე არაერთხელ სცადეს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ან ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეჩერება, თუმცა ყველა ასეთი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

ზელენსკის თქმით, ახლა ამერიკელი მომლაპარაკებლები ვიზიტის შედეგების შესახებ პრეზიდენტ ტრამპს მოახსენებენ, შემდეგ კი უკრაინასა და ევროპასთან კონსულტაციებს გააგრძელებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, რუსეთს „ნამდვილად სჯერა, რომ ეს ზამთარი მათ ჩვენი გატეხვის საშუალებას მისცემს“ — ფრონტზე შეტევის გაგრძელებისა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გზით.

ზელენსკის შეფასებით, მოსკოვში ვარაუდობენ, რომ ამის შემდეგ კიევი კომპრომისებზე წასვლისადმი უფრო მეტად იქნება განწყობილი.

ზელენსკიმ დაამატა, რომ კიევს სურს დიპლომატიური პროცესის გაგრძელება სექტემბერ-ოქტომბერში და შესთავაზა მორიგი ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკებების გამართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რომელიც უახლოეს მომავალში ნიუ-იორკში გაიმართება.

პოპულარული

აშშ და ევროპა შეშფოთებულნი არიან რუსეთში შავი ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობებით

აშშ-ის საელჩომ მოსკოვში საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა ირკუტსკის ოლქში ფილტვის...

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ 21 პირი დააკავა – 11 ობიექტი დაილუქა [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის...

“არ მინდა წასვლა, არ მინდა მოედნის დატოვება“… ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. გამოსამშვიდობებელ...

პროკურატურის განცხადებით,ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს

პროკურატურა აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული და განსაკუთრებული...

ქართველი მებრძოლების დევნა – ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დამთხვევა თუ გამიზნული ქმედება: რატომ დაიწყო საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა...

რუსებმა  კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა,  დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს,...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის...

მაიამიში ომის დასრულებაზე აშშ-უკრაინის კონფიდენციალური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება

დღეს, 9 ოქტომბერს, ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში აშშ- უკრაინის...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...