საქართველო ივანიშვილის გარეშე – თსუ–დან რუსთაველამდე ოპოზიციის ორგანიზებით მსვლელობა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველამდე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია–მსვლელობა გაიმართა.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, შემდეგ კი რუსთაველისკენ დაიძრნენ. 25 ოქტომბრისთვის აქცია ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მას შემდეგ დააანონსა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის განხილვას იწყებდა.

საქართველო ივანიშვილის გარეშე – ასეთია აქციის სლოგანი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, დღევანდელო აქცია ეხმაურება „ქვეყანაში არსებულ ვითარებას – დემოკრატიის მოშლას”.

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – ვიწყებთ დღეს და კულმინაცია აუცილებლად გვჭირდება, 28 ნოემბერი იქნება ეს თუ შემდეგი დღეები. მნიშვნელოვანია, რომ 28-ში ძალიან ბევრი ვიყოთ, რათა ქარმა ვერ მოახერხოს ცეცხლის ჩაქრობა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ, თსუ-ს პირველ კორპუსთან, საპროტესტო აქციის დაწყების წინ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, „ეს აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი და არა პროტესტის დასაწყისი“.

„პროტესტი ცხადია, დღეს არ იწყება, იგი დაიწყო 2 წლის წინ, 26-ში. მთავარი არსი ის არის, რომ ეს აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი და არა პროტესტის დასაწყისი. ამ ტალღას, ბევრი ადამიანის აზრით და ჩემი აზრითაც, ჰქვია „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. კი, ყველაფერს აქვს არსებობის უფლება, ყველაფერი სწორია, ნამდვილად იმსახურებს უკეთესს ქართველი ხალხი, ნამდვილად ჩვენ მივდივართ ევროპაში, მაგრამ არაფერი არ გვექნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოში ხელისუფლების მიმტაცებელი. ამიტომ, „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – ვიწყებთ დღეს და კულმინაცია აუცილებლად გვჭირდება, 28 ნოემბერი იქნება ეს თუ შემდეგი დღეები. მნიშვნელოვანია, რომ 28-ში ძალიან ბევრი ვიყოთ, რათა ქარმა ვერ მოახერხოს ცეცხლის ჩაქრობა. როცა ცეცხლი დიდია, ის ქარით ძლიერდება, ბევრნი უნდა ვიყოთ აუცილებლად.

ჩვენ ყოველთვის დასაწყისისთვის გვჭირდება ერთმანეთის დანახვა და დაჯერება, რომ მიუხედავად იმ წინააღმდეგობისა, იმ დაღლილობისა, ჩვენ არათუ ვუძლებთ, არამედ ვძლიერდებით. ახლა არ არის დრო, რომ ვთქვათ ვუძლებთ, ახლა არის დრო, ვთქვათ, რომ ვძლიერდებით. ერთ თავს მოჭრიან ათი ამოვა, ბევრი უნდა ვიყოთ, ყოველდღიურად უფრო მეტნი,“ – განაცხადა გვარამიამ.

პოპულარული

დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი...

The Insider: ФСБ-მ დისიდენტების ქვეყნიდან გაძევების საბჭოთა პრაქტიკა აღადგინა

რუსეთის სპეცსამსახურები სულ უფრო ხშირად მიმართავენ რეპრესიულ ტაქტიკას, რათა...

მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები – წითლიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების” აქტივისტები და...

მაქსიმ გალკინის კონცერტი თურქეთში ისრაელის მხარდაჭერის გამო გაუქმდა

რუსი არტისტის, მაქსიმ გალკინის კონცერტი, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს,...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ტვ ფორმულას“ წამყვანსა...

სინდი კროუფორდმა პირველად ისაუბრა შვილის, პრესლი გერბერის, გარდაცვალებაზე

სუპერმოდელმა სინდი კროუფორდმა პირველად საჯაროდ ისაუბრა თავისი შვილის, პრესლი...

Wall Street Journal: პუტინმა ტრამპს APEC-ის სამიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს...

ყველა ამბავი

მაქსიმ გალკინის კონცერტი თურქეთში ისრაელის მხარდაჭერის გამო გაუქმდა

რუსი არტისტის, მაქსიმ გალკინის კონცერტი, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს, თურქეთში, Istanbul Congress Center-ში უნდა გამართულიყო, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა. „გაუქმების...

ფოთში ქმარმა 47 წლის ქალი მოკლა

ფოთში მამაკაცმა 47 წლის ცოლი სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  დანაშაულის ჩადენის...

შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს ევროპაში რუსული გაზის დაბრუნება

დონალდ ტრამპი თანმიმდევრულად ხსნის რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს: ჯერ ნავთობზე, შემდეგ  დიზელზე, მერე კი  რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესის მიერ ერთხმად...

25-26 ოქტომბრის საკვირველი დღეები

25-26 ოქტომბრის #საკვირველიდღეები:ულიმიტო ინტერნეტი - 25₾ (მაღალსიჩქარიანი 50 000 მბ)50 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 29₾400 წთ...

რატომ უყვარს ჰოლივუდს ისევ შიში: ჰორორი კინოს ყველაზე ძლიერ ბიზნესად იქცა

ოდესღაც ჰორორი ჰოლივუდისთვის იაფი, სწრაფად გადასაღები და პრესტიჟისგან შორს მდგომი ჟანრი იყო. დღეს სურათი საპირისპიროა: 2026 წელს საშინელებათა ფილმებზე...

ქართული წარმოების სუნელ-სანელებლებში აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა. როგორც მათ მიერ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული...

Reuters: უკრაინის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან შვეიცარიაში გაიმართოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა რამდენიმე კვირაში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში...

პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. დაჭრილებს შორის 12 წლის გოგონაცაა. ხელისუფლება...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში...

პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...