მაქსიმ გალკინის კონცერტი თურქეთში ისრაელის მხარდაჭერის გამო გაუქმდა

რუსი არტისტის, მაქსიმ გალკინის კონცერტი, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს, თურქეთში, Istanbul Congress Center-ში უნდა გამართულიყო, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა.

„გაუქმების მიზეზი გახდა სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ოფიციალური გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე ღონისძიების ჩატარებას კრძალავს“, — ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორის მიერ Instagram-ში გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ორგანიზატორებმა კონცერტის გაუქმების გამო სინანული გამოთქვეს, მაყურებლებს ბოდიში მოუხადეს და ბილეთების თანხის დაბრუნების პროცედურის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.

კონცერტამდე სამი დღით ადრე თურქულმა გაზეთმა Yeni Şafak ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თურქეთში ჩასვლას გეგმავდა შოუმენი, რომელიც, გამოცემის შეფასებით, ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებებს ამართლებს.

„პროისრაელელი, ე.წ. კომიკოსი მაქსიმ გალკინი, რომელიც ღაზაში გენოციდს „კანონიერ თავდაცვას“ უწოდებს, სტამბოლში გამოვა“, — ნათქვამია გაზეთის მიერ 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში.

იქვე გამოქვეყნებულია ვიდეომასალაც გალკინის მონაწილეობით, მათ შორის მისი განცხადებები რუსეთის შესახებ, ასევე ზოგადი კადრები ღაზის სექტორიდან.

ადგილობრივი მედიის გარდა, კონცერტის გაუქმებას საზოგადოებრივი მოძრაობა „7 ოქტომბერიც“ მოითხოვდა. მოძრაობამ თურქეთის „კომპეტენტურ ორგანოებს“ გალკინის გამოსვლის გაუქმებისკენ მოუწოდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მოძრაობის წევრები და სხვა მოქალაქეები კონცერტის დღეს Istanbul Congress Center-ის წინ საპროტესტო აქციის გასამართად შეკრებას გეგმავდნენ, ნათქვამია ღია მიმართვაში.

გალკინის კონცერტები რუსეთის ომის დაწყების შემდეგ პირველად არ გაუუქმებიათ

მაქსიმ გალკინმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაცია დატოვა და მეუღლესთან, ალა პუგაჩოვასთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად.

2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ არტისტმა ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა. ვიდეოში მან თქვა:

„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ახლა ამ ერთიან ერთან კავშირი გვაქვს“.

2023 წლის შემოდგომაზე გალკინის გამოსვლები ასტანასა და ალმათიში გაუქმდა. ოფიციალურად ორგანიზატორები და საკონცერტო დარბაზების წარმომადგენლები ტექნიკურ მიზეზებზე მიუთითებდნენ, თუმცა თავად შოუმენი საჯაროდ აცხადებდა, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკურ მოტივებსა და ყაზახეთის ხელისუფლების მხრიდან შექმნილ დაბრკოლებებს ხედავდა.

2024 წლის იანვარში მაქსიმ გალკინის გამოსვლები ინდონეზიაშიც გაუქმდა.

ამის შესახებ მან Instagram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ „გამოსვლისთვის ყველა დოკუმენტი წესრიგში იყო“, ხოლო მიზეზად რუსეთის მთავრობის წერილი დაასახელა, რომელშიც ინდონეზიის ხელისუფლებას სთხოვდნენ, იგი ბალიზე არ შეეშვათ.

„მათთვის [ინდონეზიის ხელისუფლებისთვის — რედ.] გაცილებით კომფორტულია, დააკმაყოფილონ რუსეთის ფედერაციის თხოვნა, ვიდრე გაერკვნენ მათთვის უცნობი რომელიმე ცალკეული არტისტის საკითხებში“, — განმარტა მან.

კონფლიქტი თურქეთსა და ისრაელს შორის

თურქეთი აპირებს, ინტერპოლის მეშვეობით ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას მიაღწიოს, განაცხადა 21 აგვისტოს ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა აქინ გიულექმა.

ანკარის გადაწყვეტილება უკავშირდება ნეთანიაჰუს დაკავების ორდერს, რომელიც მანამდე სტამბოლის უმაღლესმა სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა.

ამის საფუძველი გახდა 2026 წლის მაისში ისრაელის მიერ ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიმტანი Global Sumud-ის ფლოტილიის დაკავება.

მაშინ ისრაელის სამხედროებმა საერთაშორისო წყლებში Global Sumud-ის სულ მცირე ორ გემს გაუხსნეს ცეცხლი და მთლიანობაში 40 ქვეყნიდან 430 აქტივისტი დააკავეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში თურქეთის ხელისუფლების ბრალდებები უარყვეს და მისი ქმედებები გააკრიტიკეს.

იქ Reuters-ს განუცხადეს, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის „საბრალო მცდელობები“, დააშინოს ისრაელის ხელმძღვანელობა და სამხედრო მოსამსახურეები, შედეგს ვერ გამოიღებს.

პოპულარული

“ოცნების” წარმომადგენლებს სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე – კოსი

"ოცნების" წარმომადგენლებს სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი,...

თელავში შვილმა დედა დაჭრა — ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის...

ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს – პროკურატურა

პროკურატურა აცხადებს, რომ 16 ნოემბერს გამომძიებელი მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს...

დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას – კობახიძე

"დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა...

უკრაინამ ვოლგოგრადში “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

12-13 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ რუსეთის...

ყველა ამბავი

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით,...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 15 ნოემბერს საკუთარი...

ამერიკის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა."უკრაინის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს."მაღალ თანამდებობზე მყოფებს...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის,...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო...