უკრაინის გენერალურმა პროკურორმა კრავჩენკომ კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

ეს გადაწყვეტილება მან კორუფციული სკანდალის ფონზე მიიღო, რომლის ფარგლებშიც მის ერთ-ერთ დაქვემდებარებულს — გენერალური პროკურორის ოფისის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ სერგეი კრაპივას — კორუფციული ბრალდებები წაუყენეს.

შაბათ-კვირას უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (САП) განაცხადეს, რომ გამოავლინეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, გენერალური პროკურორის ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მართავდა. სქემის მონაწილეები, სავარაუდოდ, თაღლითური ქოლ-ცენტრებისგან ქრთამს იღებდნენ და უკანონოდ მოპოვებულ თანხებს ათეთრებდნენ.

დამოუკიდებელმა ანტიკორუფციულმა უწყებებმა გამოძიებას ოპერაცია „კართაგენი“ უწოდეს.

НАБУ-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ფიგურირებს პირი მეტსახელად „შეფი“, რომელიც, უკრაინელი ჟურნალისტების ვარაუდით, შესაძლოა თავად კრავჩენკო იყოს.

თუმცა გენერალურმა პროკურორმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქოლ-ცენტრების მფარველობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც რაიმე დანაშაული ჩაუდენია.

„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მე ის შეგნებულად მივიღე. არ მინდა, გენერალური პროკურორის თანამდებობა პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენონ. ბრალდებებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უცვლელია“, — დაწერა კრავჩენკომ ორშაბათ საღამოს თავის Telegram-არხზე.

ჩხრეკები და დაკავებები

НАБУ-ს ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკები ჩატარდა, მათ შორის კრავჩენკოს სამუშაო კაბინეტსა და სახლში.

სასამართლომ საქმის ორი მთავარი ფიგურანტი — სერგეი კრაპივა და მისი მეგობარი ქალი ელიზავეტა ივახნენკო — უკვე დააპატიმრა.

სასამართლო სხდომის დროს ცნობილი გახდა საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და გენერალურ პროკურორს შორის ახლო ურთიერთობის შესახებ. გამოძიების მასალების მიხედვით, კრაპივა კრავჩენკოს სახლში სარემონტო სამუშაოებსაც უტარებდა.

საქმის ყველა ფიგურანტი ბრალს უარყოფს. თავად კრავჩენკო კი მანამდე აცხადებდა, რომ გადადგომას არ აპირებდა.

„უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 7 სექტემბერს კრავჩენკოს შეხვდა და მასთან მისი გადადგომის საკითხი განიხილა.

კონსტიტუციის თანახმად, გენერალური პროკურორის პრეზიდენტის მიერ გათავისუფლებას უმაღლესი რადის თანხმობა სჭირდება. პარლამენტს ასევე შეუძლია მას საკუთარი ინიციატივით გამოუცხადოს უნდობლობა.

გენერალური პროკურორი შეიძლება თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგომის შესახებ განცხადების საფუძველზეც წავიდეს, თუმცა ამისთვისაც პარლამენტის გადაწყვეტილებაა საჭირო.

რუსლან კრავჩენკო უკრაინის გენერალურ პროკურატურას 2025 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა.

პოპულარული

ვაშინგტონი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემას აჭიანურებს – The Washington Post

ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მცირე ნაწილი კიევს უკრაინის პარტნიორი ქვეყნებიდან მიეწოდება....

Meta სოციალური ქსელების მომხმარებლების შეცდომაში შეყვანისთვის 25 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

კომპანია Meta-ს, რომელიც, სხვა სერვისებთან ერთად, სოციალურ ქსელებს —...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე: დღე II

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის...

დააკავეს სამი პირი, რომლებიც შვილებს, მათ შორის, აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული...

3 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი,ჯარიმა – რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება...

გლდანის ციხეში პატიმარმა ორი ბოლტი გადაყლაპა – ფეიქრიშვილების დედა

გლდანის ციხეში პატიმარმა ორი ბოლტი გადაყლაპა- ინფორმაციას ამის შესახებ...

„იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს!“: ძმები ფეიქრიშვილების დედა

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, საიდანაც დაკვირვების...

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე...

ყველა ამბავი

პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. დაჭრილებს შორის 12 წლის გოგონაცაა. ხელისუფლება...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში...

პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...

გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას და დაკითხვას ითხოვს.„ქართული ოცნების“ მოქმედი და...

ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია! – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე,...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის შესახებ ჟურნალმა The Economist აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა....

3 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი,ჯარიმა – რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 2 წელი პირობითი...

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა. დაღუპულია ერთი მეზღვაური, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად...

დანიამ უკრაინას, დრონების ჩამოსაგდებად, F-16-ის 50 000-ზე მეტი ჭურვი გადასცა

დანიის სამეფომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების 50 000-ზე მეტი ერთეული საბრძოლო მასალის მიწოდება უზრუნველყო.საუბარია ამერიკული...

“ვაღიარებ ბრალს” – ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა...