თქვენი ხელფასებისთვის გაყიდეთ აფხაზეთიც და საქართველოს ინტერესებიც: ხმაური აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან

ხმაური იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ანი წითლიძე და ბესო შენგელია მივიდნენ და საბჭოს წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ, ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავის შეტანის საკითხზე კითხვები ჰქონდათ და პასუხებს ითხოვდნენ.

ენმ-ის წევრებმა ადგილზე სიმბოლურად ბენზინის ავზიც მიიტანეს და მოითხოვეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წევრებმა ხმა ამოიღონ და დააფიქსირონ ოფიციალური პოზიცია „ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის უკანონო გადაზიდვისა და რუსული ბაზების მომარაგების შესახებ“. მათ შენობასთან ბრიფინგიც გამართეს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რამდენიმე დღის წინ, გავასაჯაროვეთ არაერთი მტკიცებულება და ფაქტი იმასთან დაკავშირებით, როგორ აწვდის „ქართული ოცნება“ რუს სამხედროებს საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში. ამით „ქართული ოცნება“ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესს და ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში. კონტრასტი კიდევ უფრო თვალსაჩინოა, მაშინ, როცა რიგითმა დევნილმა ოკუპაციის ხაზი უნდა გაიაროს და გადავიდეს ოკუპირებულ აფხაზეთში, ელემენტარული პროდუქტი რომ გადაიტანოს სჭირდება ათასობით დამამცირებელი პროცედურის გავლა და ათასობით სპეციალური ნებართვა, რომელსაც ისინი კვირისა და თვეების განმავლობაში ელოდებიან, მაგრამ ბენზინმზიდები, რომელსაც საწვავი გადააქვთ „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი კობახიძის სპეციალური ნებართვით, უპრობლემოდ კვეთენ ოკუპაციის ხაზს.

ამ შენობაში, სადაც ჩვენ მოვედით, ზის აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. სხედან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ პასუხისმგებლები არიან ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე და თითოეული დევნილის კეთილდღეობაზე. მათ 80 მლნ ლარზე მეტი აქვთ დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ათასობით ლარი აქვთ ხელფასი, მაშინ, როცა დევნილების შემწეობა არის თვეში 45 ლარი.მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა, არცერთ მათგანს ხმა არ ამოუღია „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივ პოლიტიკაზე. მინდა ამ ადამიანებს მივმართო: ჯემალ გამახარიას, ვახტანგ ყოლბაიას, თამაზ ხუბუას, რაულ ცატავას, დავით ფაცაციას, რომელიც არის ირაკლი კობაიძის სიძე, სუპერ კორუმპირებული ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად, საქორწილო საჩუქრის სახით იღებს ასი ათასობით ლარს. კეთილი ინებეთ, ჩამოდით და გაგვეცით პასუხი იმასთან დაკავშირებით, რატომ ხართ ჩუმად, რატომ მონაწილეობთ „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივ პოლიტიკაში? რატომ უწყობთ ხელს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საწვავი შეიტანოს ოკუპირებულ აფხაზეთში და მისცეს ის რუს სამხედროებს?! რატომ არ გადარდებთ ის, რომ დევნილების დახმარება არის 45 ლარი და თქვენ ჯიბეებს ივსებთ ათასობით ლარით?! საწვავზე საქართველო არ იყიდება! აფხაზეთი საწვავზე არ იყიდება! თქვენ თქვენი ხელფასებისთვის გაყიდეთ აფხაზეთიც და საქართველოს ეროვნული ინტერესებიც, თქვენი დუმილი მხოლოდ ამას მიანიშნებს“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

ბესო შენგელიას განცხადებით კი „უმაღლესი საბჭოს წევრები სხედან, დუმან და თვალს ხუჭავენ ამ ღალატზე!“.

„დღეს მოვედით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან, რადგან ამ ორგანოს 19-ივე წევრს უნდა დავუსვათ ერთი პირდაპირი და პრინციპული კითხვა: ხმა ამოიღეთ! რატომ დუმხართ, როდესაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტონობით უკანონო საწვავი შედის?! ეს არ არის უბრალოდ კონტრაბანდა – ეს არის სეპარატისტებთან და რუს ოკუპანტებთან პირდაპირი, დანაშაულებრივი თანამშრომლობა! დადასტურებულია, რომ კომპანიები „რამსფოლი“ („ქონექტი“) და „სოლიდუსი“ საწვავს აბარებენ სეპარატისტულ „აფხაზტოპს“, რომლის 51%-ს რუსული „როსნეფტი“ ფლობს. ამ საწვავით პირდაპირ მარაგდება რუსული საოკუპაციო მანქანა: გუდაუთის მე-7 სამხედრო ბაზა; ოჩამჩირის პორტში ფსბ-ს სამხედრო კატარღები; ბომბორას აეროდრომი და წაბელდისა თუ ნაგვალოუს პოლიგონები!

ამ საწვავს უსხამენ ე.წ. ძალოვნებს და მათ შორის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მყოფ დამნაშავეებს! და ამ ყველაფრის ფონზე, უმაღლესი საბჭოს 19 წევრი უბრალოდ სხედან, დუმან და თვალს დახუჭავენ ამ ღალატზე! მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: ამ უმაღლეს საბჭოში დღემდე წევრად გყავთ ღია მოღალატე – ოლღა ნაგარინა! ადამიანი, რომლის შვილი, ხათუნა სიჭინავა, არის დონეცკის ოკუპირებული რეგიონის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მოსამართლე! ეს არის ქალი, რომელსაც უკრაინელებისა და ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ გამოაქვს უკანონო განაჩენები – დაკავებაზე, პატიმრობასა და დახვრეტაზე!

და თქვენ, უმაღლესი საბჭოს 19 წევრი, გვერდით უსხედხართ ამ ადამიანს და ხმას არ იღებთ?! ოკუპანტებს საწვავით ამარაგებენ, საბჭოში მოღალატეები გისხედან და თქვენ დუმხართ?! ჩვენ მოვითხოვთ უმაღლესი საბჭოს 19-ივე წევრისგან:1. დაუყოვნებლივ ამოიღეთ ხმა და დააფიქსირეთ ოფიციალური პოზიცია ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის უკანონო გადაზიდვისა და რუსული ბაზების მომარაგების შესახებ! 2. დაუყოვნებლივ დაიწყეთ პროცედურები ოლღა ნაგარინას უმაღლესი საბჭოდან ჩამოსაშორებლად, რომლის ოჯახიც პირდაპირ ემსახურება ოკუპანტებს და ქართველებისა თუ უკრაინელების სისხლში აქვს ხელი გასვრილი!

მოეგეთ გონს, სანამ ხალხი და დევნილები თავად არ მოგთხოვენ პასუხს! ბენზინში სამშობლო არ იცვლება და ღალატით ქვეყანა ვერ გამთლიანდება!“, – განაცხადა ბესო შენგელიამ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტონობით საწვავი შევიდა. „ოცნებამ“ განაცხადა, რომ აფხაზეთში საწვავი ყველა წესის დაცვით კერძო კომპანიამ შეიტანა. მათი განმარტებით, ეს საჭირო იყო ადგილზე შექმნილი კრიზისის შესამსუბუქებლად და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად, რაც იქ მცხოვრებ რიგით მოქალაქეებს დაეხმარებოდა.

ოპოზიციაში კი განაცხადეს, რომ რუსეთში ბენზინის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა რუსული სამხედრო ბაზების მომარაგებასთან იყო კავშირში.

პოპულარული

ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს — არჩეულია ულე მადისე

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად იურისტი და სამართლის კანცლერი...

თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარედგინა

პროკურატურის ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარედგინა."შინაგან საქმეთა...

ვარშავაში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს „კანონიერი ქურდი“, რომელიც ქართული კრიმინალური ჯგუფების ზედამხედველობას გეგმავდა

საქართველოდან პოლონეთში ჩასული „კანონიერი ქურდი“ ვარშავის აეროპორტში დააკავეს და...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი...

ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და...

დენის კულანინი საქართველოს ტოვებს და მის მიერ არჩეულ მესამე ქვეყანაში მიემგზავრება

დენის კულანინი საქართველოს ტოვებს, ის უახლოეს საათებში მის მიერ...

სარჯველაძის განცხადებით, დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა

"ქართილი ოცნების" ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...