რუსეთში თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა ავიაციის გენერალი სერგეი რომაშენკო

სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, 3 სექტემბრის დილით, უცნობმა პირმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების (სკძ) ოფიცერზე თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ რუსული მედია და ტელეგრამის არხები სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან. თავდასხმა დასახლებულ პუნქტ „პრობუჟდენიეში“ მოხდა.

გავრცელებული ცნობებით, ჩაფხუტიანი მამაკაცი სამხედროს მოტოციკლით მიუახლოვდა. როგორც Shot წერს, თავდამსხმელმა ორჯერ ესროლა, როდესაც ოფიცერი მაღაზიიდან გამოდიოდა, რის შემდეგაც მიიმალა. ერთ-ერთი ტყვია სამხედროს სახეში, ხოლო მეორე – მუცელში მოხვდა.

ოფიცრის მძღოლიც დაიჭრა, თუმცა მან სასწრაფო დახმარების გამოძახება დამოუკიდებლად შეძლო, – იტყობინება Mash. დაჭრილი სამხედრო ჯერ სარატოვში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ ის სპეციალური რეისით მოსკოვში გადაეყვანათ.

ვინ სახელდება თავდასხმის სამიზნედ

უკრაინული მონიტორინგის არხი Supernova+ ამტკიცებს, რომ თავს დაესხნენ გენერალ-მაიორ ნიკოლაი ვარპახოვიჩს, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შორი მოქმედების ავიაციის 22-ე მძიმე ბომბდამშენი საავიაციო დივიზიის სარდალს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) და გენერალური პროკურატურის ოფისმა ვარპახოვიჩს 2024 წლის 8 ივლისს კიევში, საბავშვო საავადმყოფო „ოხმატდეტზე“ განხორციელებული დარტყმის საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

უკრაინული გამოძიების ვერსიით, გენერალმა დარტყმის მიტანის ბრძანება გასცა, რის შემდეგაც მისდამი დაქვემდებარებულმა შორი მოქმედების ავიაციის ქვედანაყოფებმა ბომბდამშენ Tu-95MS-დან საავადმყოფოს მიმართულებით ფრთოსანი რაკეტა Х-101 გაუშვეს.

თავდასხმები რუს სამხედროებზე

  • 27 აგვისტოს სანკტ-პეტერბურგში აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც ჰაერსაწინააღმდეგო და სამხედრო-საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. სამხედრო დაიღუპა, მისი ცოლი კი რეანიმაციაში გადაიყვანეს. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მანქანის შიგნით თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

  • 13 აგვისტოს სევასტოპოლში აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 1-ლი რანგის კაპიტანი რობერტ შაგეევი. ყირიმის ანექსიამდე ის უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობდა და წყალქვეშა ნავ „ზაპორიჟიას“ მეთაურობდა.

  • 1 აგვისტოს აფეთქება მოხდა მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ში. დაიღუპა ხუთი ადამიანი, კიდევ მინიმუმ 19 კი დაშავდა. სავარაუდო სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი ალექსანდრე ჩაიკო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებთან კავშირში ადანაშაულებს. აფეთქების შემდეგ ჩაიკოს მდგომარეობის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ გავრცელებულა.

პოპულარული

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ...

ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამით ვამაყობთ – იაგო ხვიჩია

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში ბიძინა...

ომის დამნაშავეები არიან! რუსეთის კანონებით გასამართლდებიან! – ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, უკრაინის მხარეს მებრძოლ...

„სიმართლისთვის მიღებული ორდენია“ – ფარცხალაძე სანქციებზე

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ...

“შეინახეთ მოპარული ფული, ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად” – სააკაშვილი “ოცნების” წევრებს

"შეინახეთ მოპარული ფული, სულ ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად"...

დროა რომ ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს – პაპუაშვილი

"დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს" - წერს შალვა პაპუაშვილი...

ალბათობა იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა „ყველა ადამიანი გაანადგუროს“, 10%-ს აღემატება–Anthropic-ის მკვლევარი

ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა უახლოეს ათწლეულში მთელი კაცობრიობა დაღუპოს, —...

უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს რუსეთის არქტიკულ რეგიონს

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირველად შეუტიეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქს,...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...