“დაეშვით მიწაზე და რეალურ მობილიზებაზე ვკონცენტრირდეთ“-ხაბეიშვილის წერილი ციხიდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს,რომელშიც საუბრობს როგორ უნდა იბრძოლოს ოპოზიციამ ხელისუფლებაზე ზეწოლის და ნორმალური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად:

„2022-2026 წლებში, 500-1000 ადამიანი სისხლით თუ ადმინისტრაციულით ციხეში გაუშვეს. 5 000-10 000-მდე ადამიანი არის დაჯარიმებული აქციების, პროქართული, პროევროპული პოზიციების გამო. 2 000-ზე მეტი ადამიანი საჯარო სამსახურიდან გააგდეს, გაათავისუფლეს პოზიციის გამოხატვის გამო. 500-1000-მდე ადამიანი სცემეს, აწამეს, სახლთან დახვდნენ. 10 000-ობით ადამიანს ტელეფონზე დაურეკეს და აგინეს. საქართველოში 2500-მდე საარჩევნო უბანია, ანუ სოფელი, თემი, უბანი. შესაბამისად, თითო უბანში 5-7 ასეთი დევნილი მოქალაქეა. პლუს მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამოაზრე, მეზობლები და ჯამში 20-35 ადამიანია თითო თემში აქტიური, მოწინააღმდეგე რეჟიმის. ცხადია, ამ ხალხის გარდა, კიდევ უამრავი ადამიანია ოპოზიციურად განწყობილი.

ზეწოლა რომ მოვახდინოთ რეჟიმზე, შეტევაზე ვიყოთ და მათი იძულება მოვახერხოთ – ნორმალური არჩევნები მივიღოთ, ამისთვის საჭიროა ამ 2 500 უბანში, თემში გვყავდეს 30 000-40 000 კაციანი მომხრეთა აქტიური, იდენტიფიცირებული “ჯარი”. თითო საარჩევნო უბანში 15-20 ადამიანი გვჭირდება. ახლა კითხვა: მარტო ეს რომელ პარტიას შეუძლია?! მაგალითად, წინა, გასულ 2-3 “არჩევნებში” პარტიების 90% არათუ 2500 უბანზე 15-20 წევრი, არამედ 2500 უბანზე თითო წევრიც ვერ ჰყავდათ. თუ უბანში 15-20 ადამიანი არ გვყავს, ვინც მუშაობს ხალხთან, ავრცელებს სიმართლეს, იცავს ხმებს, აკეთებს მობილიზებას, მაშინ უბრალოდ აზრი არა აქვს ბაქიბუქს.

რეალურად, ეს ხალხი არსებობს, მაგრამ ცალ-ცალკე და გათითოკაცებულს არ შეგვიძლია ამ ინფრასტრუქტურის აწყობა. ამიტომ, არის საჭირო ფორმულა – ყველა (!) მინუს ივანიშვილი. ერთად შევძლებთ ამ “არმიის” 30 000-40 000-იანის შექმნას?! – ცხადია, კი! ამას თუ გავაკეთებთ, ორგანიზებულს გავხდით ამ გათითოკაცებულ მებრძოლებს, მაშინ შევძლებთ წნეხს, შეტევას და მივიღებთ სამართლიან არჩევნებს, სადაც დემოკრატიული ძალები გაიმარჯვებენ.

ცალ-ცალკე 5 კაციანი პარტიები, ფაქტია, ვერ შეძლებენ 2500 თემში ამ მობილიზების გაკეთებას. ერთად? – ერთად უპირობოდ შევძლებთ! ტვ-ებიდან 1000-ჯერ ნასაუბრების ლაპარაკს, ყველამ გავინაწილოთ უბნები და ადგილზე გავაკეთოთ 15-20 კაციანი გუნდები. მაგალითად, მე ციხიდანაც კი შევძლებ 2-3 ასეთი უბანი “ჩავიბარო”. გავაკეთო 15-20 კაციანი გუნდი თითო უბანზე. ეს არის კონკრეტული საქმე. ტყუილად ტვ-ში “ბუქსაობას”, ერთი და იმავეს ღეჭვას, სჯობს რეალური საქმით დავკავდეთ. თორემ, ხვალ რომ ჩაინიშნოს არჩევნები, გამოდით და თქვით – ვის გყავთ უბანზე 1 ადამიანი მაინც.

ძალა ერთობაშია და ამას პრაქტიკაში უნდა ხორცის შესხმა. იმედი არ მაქვს კონკრეტულ საქმეზე ხალისით ისაუბრონ “კომენტატორებმა”, მაგრამ უამრავი გულწრფელი მებრძოლია გარეთ და მათ ვუზიარებ ჩემს აზრს. უაზრო “მოსპიკერო”, მოლაილაე ხალხი აღარ არის საინტერესო! ნამდვილ, მშრომელ, მებრძოლებთან ერთად ვიმოქმედოთ.

5 დღეა, რომ პარტია შექმნეს და ახლა ტვ-დან ჭკუას გვარიგებენ, როგორ შეცვალეს “პარადიგმა” – იცით, რა სასაცილო საყურებლები ხართ?! – სამწუხაროდ, 2500 უბანზე კი არა, ვარკეთილის 3-ა მკრ-ში, აფრიკის დასახლებაში, ზემო პლატოზე არ იქნებით ნამყოფები….

ბიძინას დამარცხება გინდათ ასე ცალ-ცალკე და, მაგალითად, სურებში, ზოტში, ბუკისციხეს რომ არ მითხრათ, ვინ დაიცავს თქვენს ხმებს?! “ლატე არ შეგშრობიათ” პირზე და მედიდურად ბაქიბუქობთ!

მე თქვენსკენ ვარ! უკანასკნელი ვიქნები თქვენში, თქვენი მსახური ვიქნები – მხოლოდ თქვენი ჭირიმე, უაზროდ ნუ იჭაჭებით! ძალის ეშინია ივანიშვილს, საქმე და ძალა, რაც არის, მოგახსენეთ. უაზრო ლაი-ლაი არ აშინებს რეჟიმს!

ერთიანობას აზრი არა აქვს – ცალ-ცალკეო, იდენტობაო, მაგრები ვართო, წარსული არ გვამძიმებსო და, სულ რომ არაფერი, ფბ-ზე თქვენს 12-27-51 “ლაიქიან” პოსტებს მაინც დააკვირდით.

დაეშვით მიწაზე და რეალურ მობილიზებაზე ვკონცენტრირდეთ! ტყუილად დროის გაწელვის გარდა, არაფერი ხდება თქვენის მხრიდან. კიდევ ერთხელ “პარდონ”, რომ ცოტა ცხარედ ვმსჯელობ – მე თქვენიანი ვარ”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

პოპულარული

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ...

სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი დავიდა კონკრეტული შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – კობახიძე ღარიბაშვილზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის...

პუტინმა კიევზე თავდასხმა ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა – სიბიგა

პუტინმა კიევზე თავდასხმა დონალდ ტრამპის წარმომადგენლების წასვლისთანავე განახორციელა, -...

ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ნორვეგიის...

„სიმართლისთვის მიღებული ორდენია“ – ფარცხალაძე სანქციებზე

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ...

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა კრავჩენკომ კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომის...

მაგთის Mesh Wi-Fi-ძლიერი ინტერნეტსიგნალი შენობის ყველა წერტილში

მაგთი აბონენტებს ახალ სერვისს - Mesh Wi-Fi სისტემას სთავაზობს,...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...