მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის” თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა ოკუპირებულ ცხინვალში გამომავალ გაზეთ „Южная Осетия”-სთვის ინტერვიუ მისცა, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება დასავლეთსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა. ინტერვიუ გამოქვეყნდა 25 აგვისტოს.

მედვედევის განცხადებით, 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ხელისუფლების „დანაშაულებრივმა გადაწყვეტილებებმა” სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა გამოიწვია. მისივე თქმით, 2008 წელს სააკაშვილთან შეხვედრებზე უკანასკნელი მოლაპარაკებების გაგრძელებასა და კონფედერაციული მოწყობის შესაძლებლობაზე საუბრობდა, თუმცა შემდეგ, როგორც მედვედევი ირწმუნება, „არაპროვოცირებული აგრესია” განახორციელა, რის შემდეგაც რუსეთმა „საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია” ჩაატარა. ქართველი სამხედროები, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ, მან „სააკაშვილის ბოევიკები” უწოდა.

“1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივმა გადაწყვეტილებებმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა გამოიწვია. 2008 წელს სააკაშვილთან შეხვედრები მქონდა. ის მარწმუნებდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და აფხაზებისა და ოსების ინტერესების გათვალისწინებას აპირებდა. მზად ვიყავი, ხელი შემეწყო დაახლოების პროცესისთვის, რათა საქართველოს, რომელიც, ფაქტობრივად, რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი, საკუთარი საზღვრების შენარჩუნება შეძლებოდა. კონფედერაციის ან რაიმე სხვა ფორმატის ფარგლებში.

თუმცა სააკაშვილის რეჟიმმა არაპროვოცირებული და არაფრით გამართლებული აგრესია განახორციელა. დაიღუპა ჩვენი ათობით სამშვიდობო და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

მოსკოვი იძულებული გახდა, საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია ჩაეტარებ

რუსეთის ექსპრეზიდენტის თქმით, აღნიშნული „ოპერაციის” შემდეგ საჭირო გახდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რაც მისივე შეფასებით, ამ რეგიონების „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის” დასრულებას და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის დამყარებას ნიშნავდა.

მედვედევმა ასევე ისაუბრა 2008 წელს საქართველოში, მისი თქმით, ამერიკელი და ევროპელი სამხედრო მრჩევლების ყოფნაზე, რომელთა მიზანიც, მისივე მტკიცებით, „ომის გაჩაღება და რუსეთის დასუსტება” იყო — ეს მტკიცება დამოუკიდებელი წყაროებით არ დასტურდება.

ინტერვიუში მედვედევმა ვოლოდიმირ ზელენსკის „ნეონაცისტი და ტერორისტი” უწოდა და განაცხადა, რომ მას სააკაშვილის „არანაკლებ სევდიანი ბედი” ელის. მან ასევე NATO-ს „მტრული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი” უწოდა და გაიმეორა რუსეთის პოზიცია, რომ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია.

მედვედევმა ისაუბრა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის თანამშრომლობაზეც. მისივე თქმით, 2026 წლის 9 მაისს რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე კაპიტალის, საქონლისა და სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. მედვედევმა ასევე დაასახელა რუსი სამხედროების ყოფნა რეგიონში „აქტუალურად”, იმ ფონზე, როცა თბილისი უარს ამბობს სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიის გაცემაზე.

პოპულარული

პუტინი რუს ფოსტალიონებს უკრაინული დრონების საწინააღმდეგო საშუალებებს გადასცემს

უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების გაფართოების ფონზე, რუს ფოსტის...

სანქციების გვერდის ავლის ახალი შესაძლებლობა — მოსკოვმა და ფხენიანმა დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გახსნეს

რუსეთმა და ჩრდილოეთმა კორეამ ორ ქვეყანას შორის პირველი საავტომობილო...

სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი დავიდა კონკრეტული შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – კობახიძე ღარიბაშვილზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის...

შსს თორნიკე რაზმაძეს, კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფას ედავება და საქმის წარმოება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ თორნიკე რაზმაძის მიმართ ადმინისტრაციული...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" -...

უკრაინა პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილი წყლის კომპანიის წილის ჩამორთმევას ცდილობს–ნახეთ დავის დეტალები

ბრიტანული გამოცემა the guardian სტატიას აქვეყნებს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...