დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავა. სულ დაკავებულია ექვსი პირი, რომლებსაც სახელმწიფო საკუთრების უკანონო მითვისებასა და ფულის გათეთრებაში ედავებიან. 

უწყების ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება პრეზიდენტობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად ხელში ჩაგდებას. 

გამოძიების ვერსიით, ქონების რეალური წარმომავლობისა და მფლობელების დასამალად გამოიყენებოდა ფიქტიური ყიდვა-გაყიდვის გარიგებები და სხვადასხვა დაკავშირებული კომპანია. სქემებში ფიგურირებს ისეთი ცნობილი ობიექტები და კომპანიები, როგორიცაა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ტერიტორიები, პრემიუმ კლასის ფიტნესკლუბი Orange Fitness და გასართობი ცენტრი Play City. 

სამართალდამცველებმა საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები ჩაატარეს რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელთა საცხოვრებელ ბინებსა და ბიზნეს ობიექტებში. 

გარდა ამისა, ანტიკორუფციული კომიტეტის ყურადღების ცენტრში მოექცა სედრაკ ქოჩარიანის სახელზე 2001-2019 წლებში განხორციელებული მსხვილი ფულადი გადარიცხვები და სომხეთსა თუ საზღვარგარეთ შეძენილი ათეულობით უძრავი ქონება. 

იმისათვის, რომ თავიდან აირიდონ ქონების შესაძლო გასხვისება ან გადამალვა, სამართალდამცავი უწყებები შესაბამისი აქტივებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღების პროცედურებს ახორციელებენ. გამოძიება გრძელდება.

პოპულარული

“დაეშვით მიწაზე და რეალურ მობილიზებაზე ვკონცენტრირდეთ“-ხაბეიშვილის წერილი ციხიდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი...

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო.“დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა...

შვეიცარიის პოლიციამ რეივზე მომხდარ სასიკვდილო სროლასთან დაკავშირებით მამაკაცი დააკავა

შვეიცარიის პოლიციამ ორშაბათს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც შაბათ-კვირას ქალაქ აარაუში...

თუფაქ შაკურის მკვლელობაში დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

ლას-ვეგასის ნაფიცმა მსაჯულებმა 63 წლის დუეინ „კეფ დი" დევისი...

პროკურორი ციხით რომ მაშინებს: ციხეშიც შევალ და ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! – თამაზ ელიზბარაშვილი

ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ...

დაურ ბუავას საქმეზე პროკურატურამ კიდევ ორ პირს ბრალი წაუყენა

პროკურატურის ცნობით, დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე...

ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიას 4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მიმართულების მედიის...

გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი რუსეთს ერთობლივად უპირისპირდებიან–ვაიმარის სამკუთხედის შეხვედრა

გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებით...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...