ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის მეფის ძმის, პრინც ლორანის შვილად ოფიციალურად აღიარეს.

კლემან ვანდენკერკჰოვის დედა ბელგიელი მომღერალია, რომელსაც 1990-იან წლებში პრინც ლორანთან ურთიერთობა ჰქონდა. მან შვილს მამის ვინაობა მხოლოდ 16 წლის ასაკში, დაახლოებით ათი წლის წინ გაუმხილა.

ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით ექვსი თვის წინ, დნმ-ის ტესტის შედეგად სამეფო ოჯახთან ნათესაობის დადასტურების შემდეგ, ვანდენკერკჰოვი ოფიციალურად აღიარეს 63 წლის პრინც ლორანის შვილად და მემკვიდრედ. პრინცი ლორანი ბელგიის მეფე ფილიპის უმცროსი ძმაა.

ოფიციალური პროცედურა მოკრძალებულად, მუნიციპალიტეტში გაიმართა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, პრინცმა ლორანმა ვანდენკერკჰოვის მამობა ბელგიის სამოქალაქო რეესტრშიც ოფიციალურად დაარეგისტრირა.

ეს ოფიციალური აღიარება ახალ პრინცს აძლევს თანაბარ მემკვიდრეობის უფლებას პრინც ლორანის პირად ქონებაზე — ის ამ უფლებას იზიარებს თავის ნახევარდასთან, 20 წლის პრინცესა ლუიზთან, და ნახევარძმებთან — 20 წლის პრინც ნიკოლასთან და 19 წლის პრინც აიმერიკთან. ისინი პრინც ლორანისა და პრინცესა კლერის შვილები არიან; წყვილი 2003 წელს დაქორწინდა.

თუმცა კლემან ვანდენკერკჰოვი სამეფო შემწეობას არ მიიღებს, მას არც ოფიციალური სამეფო მოვალეობების შესრულება დაეკისრება და ბელგიის ტახტზე მემკვიდრეობის უფლება არ აქვს.

პრინცი ლორანი (მარჯვნივ) 1990-იან წლებში ვენდი ვან ვანტენს (მარცხნივ), ვანდენკერკჰოვის დედას, ხვდებოდა.

ვანდენკერკჰოვს შეუძლია მამის გვარი — საქს-კობურგი — მიიღოს, თუმცა მან მიანიშნა, რომ შესაძლოა ამის გაკეთება არ სურდეს.

„მე ვამაყობ გვარით ვანდენკერკჰოვი. თუ ამ გვარზე უარს ვიტყვი, ეს იქნება ღალატი ყველაფრის მიმართ, რაც დედაჩემმა ჩემთვის გააკეთა“, — უთხრა მან ცოტა ხნის წინ ფლამანდიურ გაზეთ Het Nieuwsblad-ს.

ვანდენკერკჰოვი 2000 წლის აგვისტოში დაიბადა. მისი დედაა ბელგიელი მომღერალი ვენდი ვან ვანტენი, რომლის ნამდვილი სახელია ირის ვანდენკერკჰოვი.

ის და პრინცი ლორანი ერთმანეთს 1990-იან წლებში, პარიზში გამართულ მოდის ჩვენებაზე შემთხვევით შეხვდნენ და გარკვეული პერიოდი ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა მათი კავშირი დიდხანს არ გაგრძელებულა. წლების განმავლობაში არსებობდა ვარაუდი, რომ ამ ურთიერთობას ლორანის მამა, ბელგიის ყოფილი მეფე, არ ამტკიცებდა.

გასული წლის სექტემბერში ბელგიურ ტელეარხ VTM-ზე გასულ დოკუმენტურ ფილმში ვანდენკერკჰოვმა გაიხსენა მომენტი, როდესაც დედამ უთხრა, რომ მისი მამა პრინცი ლორანი იყო.

ამის შემდეგ ოთხი წელი გავიდა, სანამ ის მამას თავად დაუკავშირდებოდა და ეტყოდა, რაც დედისგან ჰქონდა გაგებული. პრინცი ლორანი დნმ-ის ტესტზე დათანხმდა.

„საავადმყოფოში ერთად წავედით. მახსოვს, მითხრა: ‘მე პირველი გავიკეთებ, რომ შენ უფრო მშვიდად იყო’,“ — უამბო ვანდენკერკჰოვმა VTM-ს.

მას შემდეგ, რაც მამობა დადასტურდა, ვანდენკერკჰოვის თქმით, მას და მამას შორის დაიწყო „ღია და გულწრფელი საუბრები“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბელგიის სამეფო ოჯახში წლების განმავლობაში დამალული საიდუმლო საჯარო ხდება.

ლორანის მამა, რომელიც ახლა 92 წლისაა, მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა მამობის სარჩელის წინააღმდეგ, სანამ 2020 წელს არ აღიარა, რომ ქორწინებისგარეშე ურთიერთობის შედეგად ქალიშვილი შეეძინა.

დელფინ ბოელმა, რომელიც ახლა 58 წლისაა, საბოლოოდ სასამართლოში გაიმარჯვა და მას პრინცესის ტიტული მიენიჭა.

დღეს ის საკუთარ თავს დელფინ დე საქს-კობურგის სახელით წარადგენს.

პოპულარული

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას – მედვედევი

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას კიევის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ...

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მდინარაძის მხილებას.. მტკიცებულებები შენახული აქვს – ადვოკატი

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას -...

ბათუმში დაკარგული ქალის ცხედარი ზღვაში იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის,...

პოპულარული შაქრის შემცვლელების გავლენა შესაძლოა მომავალ თაობებსაც გადაეცეს–კვლევა

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოპულარული დამატკბობლები, სუკრალოზა და...

ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და...

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...