მოსკოვი თბილისისგან ახალი რეალობის აღიარებას, ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას და დამნაშავეების დასჯას ელის

მოსკოვი თბილისისგან „ამიერკავკასიაში არსებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარებას“ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან „ძალის გამოუყენებლობის“ შესახებ შეთანხმებების გაფორმებას ელოდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვამ ასევე ისაუბრა საქართველოში „რუსოფობიაზე“ და იმედი გამოთქვა, რომ თბილისი ამის აღსაკვეთად ზომებს მიიღებს. „ანტირუსული გამოვლინებები გამოძიებული უნდა იყოს, დამნაშავეები კი დასჯილები“- ამბობს ზახაროვა პრორუსულად განწყობილი ქართველი ჟურნალისტის ნიკოლოზ მჟავანაძის კითხვის პასუხად.

კითხვა: „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოში რუსოფობიას ხელოვნურად, გარედან აღვივებენ „დიპ-სტეიტი“ და მისი აგენტები საქართველოში, რათა ხელი შეუშალონ ქართულ-რუსულ ეკონომიკურ თანამშრომლობას. საქართველოს მთავრობის ამ განცხადებების კონტექსტში, როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ანტირუსული განწყობების გაღვივებამ და რუსეთის წინააღმდეგ საჯარო რიტორიკამ ხელი შეუშალოს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო და ტურისტული კავშირების განვითარებას?“

პასუხი: „არაერთხელ გვითქვამს იმ მტკიცე კულტურულ კავშირებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს. ჩვენი ხალხები ერთსა და იმავე ღირებულებებს იცავენ და ერთიან სულიერ საფუძველზე დგანან, რომელიც ვერც დროს ექვემდებარება და ვერც გარედან მომდინარე აგრესიულ შეტევებს. ისტორიული ბედისწერების გადაჯაჭვულობისა და კულტურული სიახლოვის გათვალისწინებით, მიუხედავად ცნობილი პოლიტიკური უთანხმოებებისა, რომლებიც, როგორც დღეს უკვე ვთქვი, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სიგიჟით ან, უფრო სწორად, გონებრივი სისუსტით იყო გამოწვეული, ვცდილობთ შევქმნათ აუცილებელი პირობები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული კონტაქტების გასაფართოებლად. ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა, მაგალითად, სატრანსპორტო მიმოსვლისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

ამ მიმართულებებზე ურთიერთობის მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. შეგახსენებთ, რომ ამისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა გახდა 2023 წელს რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზიტებისას ვიზების გაუქმების შესახებ. 2024 წლის ოქტომბერში უვიზო რეჟიმი გავრცელდა საქართველოს იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც რუსეთში სასწავლებლად, სამუშაოდ ან ხანგრძლივი ცხოვრების მიზნით ჩადიან. თქვენ, ალბათ, ჩემზე უკეთ იცით, რამდენად დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, როგორ დაეხმარა ის ადამიანებს, როგორ მიესალმნენ მას და რამდენმა ადამიანმა ისარგებლა. ამის შედეგად ადამიანებს შორის კონტაქტები მკვეთრად გააქტიურდა. 2023 წლიდან რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადი ერთნახევარჯერ გაიზარდა და 1,6 მილიონ ადამიანს მიაღწია. სხვათა შორის, ეს მაჩვენებელი კვლავ იზრდება. დღეს საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდან არის.

ამავე დროს, ბოლო პერიოდში საქართველოში რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული ცალკეული სერიოზული ინციდენტებიც დაფიქსირდა, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებასა და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. ჩვენ მხედველობაში მივიღეთ თქვენ მიერ ნახსენები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები. ველით, რომ თბილისი მიიღებს ამომწურავ ზომებს რუსოფობიის აღსაკვეთად და სრულად უზრუნველყოფს საქართველოში ჩამოსული ყველა რუსეთის მოქალაქის უსაფრთხოებას. ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები — პასუხისგებაში მიცემული. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენთვის უპირობო პრიორიტეტად რჩება იმ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოში როგორც ტურისტული, ისე საქმიანი მიზნებით ჩადიან. ვფიქრობ, საკუთარი მოქალაქეების მიმართ ასეთი პოზიცია ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს.“

კრემლს თბილისთან მიმართებაში სხვა მოლოდინებიც აქვს, რაზეც კითხვა ზახაროვას რუსული მედიის წარმომადგენელმა დაუსვა.

კითხვა: „მიმდინარე წლის 14 აგვისტოს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი უახლოეს მომავალში თითქოს გეგმავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ასევე აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. მოსკოვში რამე არის ცნობილი მსგავსი გეგმების შესახებ?“

პასუხი: „ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ვინც მსგავს განცხადებებს სერიოზულად აღიქვამს. არც კი ვიცი, როგორ ვთქვა უკეთ — ვის განცხადებებს. ეს ვინ არის საერთოდ? როგორ უნდა მოვეკიდოთ მას? პოლიტიკოსს დავარქმევდი, მაგრამ ამ სფეროს ასეთი შედარებით შეურაცხყოფა მაინც არ მინდა. ალბათ, ეს არის ადამიანი, რომელმაც დიდი ხანია დაკარგა რეალობის ადეკვატურად აღქმისა და მასზე ადეკვატურად რეაგირების უნარი. ვეცდებოდი მისთვის რაიმე სახელმწიფოებრივი, ეროვნული კუთვნილება მიმენიჭებინა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, როგორ დავარქვა და რას შორის ავირჩიო. ვის მივაკუთვნო — საქართველოს თუ უკრაინას?

ქართველი ხალხი დღემდე იმ ავანტიურების შედეგებს იმკის, რომლებიც ამ გაკოტრებულმა პოლიტიკოსმა — თუ მაინც გამოვიყენებთ სიტყვა „პოლიტიკოსს“ — წამოიწყო. 2008 წელს მან სისხლიანი სასაკლაო მოაწყო სამხრეთ ოსეთისა და რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ და, რაც მთავარია, საკუთარი ხალხის წინააღმდეგაც, რომლის ინტერესებსაც ეფარებოდა. ეს სრული სიგიჟე იყო. ადამიანი, რომელიც, მაპატიეთ, საკუთარ ჰალსტუხს ჭამდა და, როგორც ვხვდები, ამას სიამოვნებითაც აკეთებდა. მისი სიგიჟე პოლიტიკურია. ეს უკვე ახლომხედველობაც კი აღარ არის — ეს სიბრმავეა. რაღაც ერთგვარი ზომბირებაა იმ რწმენით, რომ დასავლეთი აუცილებლად დაეხმარებათ და თითქოს რეალურად ძალიან უნდა მათთვის დახმარება.

ამ ყველაფერმა საქართველოს კოლოსალური ზიანი მიაყენა. ამას საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის დამანგრეველი შედეგები ჰქონდა. რამდენი ტანჯვა მოუტანა ამ ავანტიურებმა ადამიანებს? ათასებს? ათიათასებს? ასობით ათასს? ვფიქრობ, უფრო მეტსაც. სწორედ ასეთი შეფასება მისცა მას გასულ წელს ოფიციალურ დოკუმენტებში უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებამაც.

ვფიქრობ, მას ოდნავი კავშირიც კი არ აქვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აწყობასთან. თავისი ველური, ეპატაჟური განცხადებებით ის, უკვე პოლიტიკურ არარაობაში გადასული, ცდილობს ნებისმიერ ფასად შეახსენოს საზოგადოებას თავი, დისკრედიტაცია გაუკეთოს საქართველოს მთავრობის პრაგმატულ ხაზს ჩვენი ქვეყნის მიმართ და საერთოდ საერთაშორისო საქმეებში, დაანგრიოს ორმხრივ თანამშრომლობაში არსებული ნებისმიერი ჯანსაღი ტენდენცია.

სხვათა შორის, სწორედ ეს თანამშრომლობა თბილისს ხელშესახებ სარგებელს აძლევს და დიდწილად უზრუნველყოფს რესპუბლიკაში ეკონომიკური განვითარების რეკორდულ ტემპებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობაც ხსენებული „ხალხის მსახურის“ — მიხეილ სააკაშვილის — ტრაგიკული მემკვიდრეობის ნაწილია. ამიტომ ჩვენი ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება უბრალოდ შეცდომა კი არ იყო. ეს იყო შეცდომა, რომელიც, მართლაც, დანაშაულზე უარესია. ეს დანაშაულებრივი შეცდომაა. ამ ვითარებაში თბილისზე საუბარი ისე, თითქოს ამით ქართველ ხალხს ვგულისხმობთ, უბრალოდ უადგილოა. ამ ნაბიჯზე მიხეილ სააკაშვილი წავიდა, თუმცა ის მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი იყო. შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ინიციატივა საქართველოსგან უნდა მოდიოდეს. არაერთხელ გვითქვამს, რომ ასეთი შესაძლებლობისთვის ღია ვართ, თუმცა დღეისთვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

რაც შეეხება თბილისის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებას, ჩვენ უკვე დიდი ხანია მოვუწოდებთ საქართველოს ამისკენ. ველოდებით, რომ ქართული მხარე აღიარებს ამიერკავკასიაში არსებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას და უახლოეს მომავალში დაიწყებს პრაქტიკულ მუშაობას აღნიშნული დოკუმენტების მომზადებისა და ხელმოწერის მიმართულებით. ასეთი სამართლებრივი ვალდებულებები საიმედო გარანტია გახდება 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორების წინააღმდეგ.“

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან 2008 წლის ომი „დიპ სტეიტს“ დაუკავშირა, რუსოფობიის მაგალითებად რუსული საკრუიზო გემის „ასტორია გრანდეს“ ვიზიტი და „ყვარლის ტბაზე“ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის დროს გამართული საპროტესტო აქციები დაასახელა.

 

პოპულარული

ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა – მოსკოვის მერი

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ...

რუბიო: რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის განსახილველად ტრამპს 60 დღემდე დასჭირდება

რუსულ ექსპორტთან დაკავშირებული სანქციებისა და ტარიფების მოქმედების შეჩერებიდან მეორე...

უშეცდომო არავინ არის ღმერთის გარდა, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული – კობახიძე მდინარაძეზე

მამუკა მდინარაძეს, ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს...

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ  ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა...

პოლიციასთან შეტაკებები, ხანძრები და ასობით დაკავებული-მასშტაბური საპროტესტო აქციების დღე საფრანგეთში

შაბათს საფრანგეთის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ცხოვრების გაძვირებისა...

არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ...

„საკმარისია“, – ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი),...

ყველა ამბავი

მილანში არეულობებისა და პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ 500 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნიან

იტალიის მინისტრთა საბჭო (მთავრობა) მილანში 500 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. ქალაქში ბოლო დღეებში ცხოვრების გაძვირების გამო გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები...

ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის: ღარიბაშვილის მორიგი წერილი

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ბრალს სდებენ იმაში, რაც არასოდეს ჩაუდენია. ის...

“საოპერაციო ბლოკში შესაყვანად ვამზადებთ”- დავით ფეიქრიშვილი კვლავ ვივამედში გადაიყვანეს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პენიტენციური დაწესებულებიდან დავით ფეიქრიშვილი კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს. ამ წუთებში მას საოპერაციო ბლოკში შესაყვანად...

შიმშილობა ბლოკადაში მყოფი ქალაქის გადასარჩენად: რას ითხოვს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი პინა პიჩიერნო?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში შექმნილი კრიტიკული ვითარების გამო, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პინა პიჩიერნომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა...

ეს არის ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება – “სტრატეგია აღმაშენებელი” პარტიების აკრძალვაზე

"ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა პირდაპირი დარტყმაა ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიასა და თითოეული მოქალაქის თავისუფალ არჩევანზე. ეს არის ერთპარტიული...

რიკარდ იოზვიაკი: საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება

საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება - ამის შესახებ თავის ყოველკვირეულ შემაჯამებელ სტატიაში „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი,...

გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია – ფარულავა

გასაჯაროვდეს ციხის ჩანაწერები, ყველაფერი რაც კრიმინალურ გარჩევასთან კავშირშია - წერს " ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა."გასაჯაროვდეს ციხის კამერების...

„იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს!“: ძმები ფეიქრიშვილების დედა

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, საიდანაც დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გაწერეს N18 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც ციხის...

ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას – ფეიქრიშვილის დედა

გლდანის ციხეში მყოფი დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა "პირველებთან"  ამბობს, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მისი შვილისგან ტელეფონის პაროლს ითხოვდნენ...

დავით ფეიქრიშვილს საკანში ჩაუმტვრიეს ნეკნები და სახის ძვლები, მისმა ძმამ კი ვენები გადაიჭრა: ადვოკატი

დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და სისხლნაჟღენთები აქვს. ფიზიკური დაზიანებები კი მას შემდეგ მიადგა,...

მათი დღეები დათვლილია! – კობახიძე ასაკრძალ პარტიებზე

ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება - ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების...

უშეცდომო არავინ არის ღმერთის გარდა, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული – კობახიძე მდინარაძეზე

მამუკა მდინარაძეს, ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ეს. უშეცდომო არავინ...