დავით ფეიქრიშვილს საკანში ჩაუმტვრიეს ნეკნები და სახის ძვლები, მისმა ძმამ კი ვენები გადაიჭრა: ადვოკატი

დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და სისხლნაჟღენთები აქვს. ფიზიკური დაზიანებები კი მას შემდეგ მიადგა, რაც საკანში ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი – იგივე „კაწრო“, შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე შეუსახლეს. გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, – ამის შესახებ ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატმა, პაატა გოგიაშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა.

„მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. აღნიშნული პიროვნებები 16 ოქტომბერს შეუსახლეს მას საკანში და ამის მერე მოხდა, რაც მოხდა. 16 ოქტომბრის შემდეგ მასზე ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები.

აღნიშნულ პატიმრები, ვინც მასთან არიან საკანში შესახლებული, სარგებლობენ მობილურ ტელეფონით, პირდაპირ კავშირზე არიან დეპარტამენტის დირექტორთან. დარეკვის შემდეგ მას მოიხსენიებენ, როგორც „ზაუტა“. ორივე ძმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ პენიტენციურ დაწესებულებას, პენიტენციური დაწესებულების გენერალურ დირექტორს პატარიძეს, მე-8 საპყრობილის დირექტორს, მის მოადგილეებს, უსაფრთხოების უფროსს და რეჟიმის უფროსს“, – აცხადებს პაატა გოგიაშვილი და მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს, ვინაიდან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს.

„დაპირისპირების მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ის, რომ აღნიშნული სამი პიროვნება იმის გამოა დაჭერილი, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ კონკრეტული ინფორმაციები. ითხოვენ მობილურ ტელეფონზე დაყენებულ კოდს. ასევე, გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, რადგან ძმის სიცოცხლე გადაერჩინა და არ გაგრძელებულიყო ეს ფიზიკური ზეწოლა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მოთხოვნაა, რომ აღნიშნული პატიმრები დააცალკეონ, რადგანაც დაპირისპირებულები არიან. ციხის თანამშრომლებმა ეს ყველაფერი მშვენივრად იციან.

ადამიანს ოთხი ნეკნი მომტვრეული აქვს, თავის ქალა, სახის ძვრები ჩამტვრეული და სისხლნაჟღენთები აქვს და გამოძიება არ არის დაწყებული. ის „ვივამედში“ მას მერე გაიყვანეს, რაც აღნიშნულ ფაქტზე დედამ გააკეთა კომენტარი. წუხელ 22:00 საათზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო შესული მე-8 დაწესებულებაში და პატიმარი აჩვენეს შუქ ჩამქრალ საკანში. ამიტომ, არ შეამჩნია თუ ვერ შეამჩნია დაზიანებები [ვერ გეტყვით]. თვითონ დავით ფეიქრიშვილი დაზიანებებზე სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვერ ეტყოდა, იმიტომ, რომ ორი კაცი იჯდა მასთან ერთად საკანში. ტყვე არის“, – განაცხადა პაატა გოგიაშვილმა.

40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები 2026 წლის 22 სექტემბერს თბილისში დააკავეს.

გიორგი ფეიქრიშვილს ედავებიან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ბიზნესმენ რატი გურგენიშვილისგან – ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დავით ფეიქრიშვილს კი  ალექსანდრე ჩაფოძესთან ერთად, ტაქსის მძღოლთან დაპირისპირების ფაქტზე, ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოგვიანებით, 2 ოქტომბერს, მათ წარუდგინეს 2020-26 წლებში 10 მილიონი ლარის „გათეთრების“ ბრალდებაც, რასაც ძმები უარყოფენ. მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პოპულარული

რუბიო: რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის განსახილველად ტრამპს 60 დღემდე დასჭირდება

რუსულ ექსპორტთან დაკავშირებული სანქციებისა და ტარიფების მოქმედების შეჩერებიდან მეორე...

ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა

ნანა ყეინიშვილი, რომლის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას პროკურატურა იძიებს,...

კობახიძე-ფეზეშქიანის შეხვედრა: ირანის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები მოითხოვა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები...

არც ტრამპს, და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს, რადგან...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი),...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება...

ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ? უპასუხეთ კითხვებს! – ოქიტაშვილი ყოფილ მინისტრს ბრალდებებს უყენებს

ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ? „ოქიტაშვილი ბიძინას აგენტია“ ,...

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ომის...

ყველა ამბავი

ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას – ფეიქრიშვილის დედა

გლდანის ციხეში მყოფი დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა "პირველებთან"  ამბობს, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მისი შვილისგან ტელეფონის პაროლს ითხოვდნენ...

მათი დღეები დათვლილია! – კობახიძე ასაკრძალ პარტიებზე

ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება - ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების...

უშეცდომო არავინ არის ღმერთის გარდა, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული – კობახიძე მდინარაძეზე

მამუკა მდინარაძეს, ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ეს. უშეცდომო არავინ...

დღეს სასულიერო პირმა შეიძლება გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს და ვიღაცას დაარტყას კიდეც: მიტროპოლიტი იობი

შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც. ასეთი მდგომარეობაა დღეს უკვე სასულიერო პირებში, სამწუხაროდ, - ამის...

ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით – ქადაგიშვილი

ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით - ვერ მოუნელებიათ, რომ არჩევნებში წააგეს, გადატრიალება ვერ მოახერხეს და...

ზელენსკი: თუ ამერიკას არ შეუძლია პუტინის შეჩერება, მოგვეცით გადამჭერი რაკეტები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ავტორიტეტულ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ...

ვაშინგტონი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემას აჭიანურებს – The Washington Post

ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მცირე ნაწილი კიევს უკრაინის პარტნიორი ქვეყნებიდან მიეწოდება. რადგან იარაღი ამერიკული წარმოებისაა, მესამე ქვეყნის მიერ მისი გადაცემა აშშ-ის...

ოპოზიციის ლიდერები დიდი ბრიტანეთის საელჩოში ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საელჩოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის,...

The Insider: ФСБ-მ დისიდენტების ქვეყნიდან გაძევების საბჭოთა პრაქტიკა აღადგინა

რუსეთის სპეცსამსახურები სულ უფრო ხშირად მიმართავენ რეპრესიულ ტაქტიკას, რათა რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხელოვანები, აქტივისტები და პოლიტიკოსები აიძულონ, ქვეყანა...

დააკავეს სამი პირი, რომლებიც შვილებს, მათ შორის, აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით,...

ტრამპის საგანგებო დესპანი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ოსლოში მიემგზავრება, რის შემდეგაც პუტინთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური დესპანი, სტივ ვიტკოფი, ამ კვირაში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიემგზავრება, სადაც უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე...

დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...