„საკმარისია“, – ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„აკრძალვა მოხსნილია.  საკმარისია. უკრაინა სამი დღის განმავლობაში არ ესხმოდა თავს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს, რითაც აშშ-ის სურვილს ასრულებდა. ამავდროულად, მოსკოვმა განაგრძო დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც გასული კვირის განმავლობაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ შეწყვიტა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების მიყენება, იგი ამერიკული გაფრთხილებების გარეშე დარჩა რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმების შესახებ. გარდა ამისა, შეიზღუდა Starlink-ის ტერმინალების მუშაობაც. ეს არ ყოფილა ტექნიკური პრობლემა, ეს იყო გადაწყვეტილება“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ამერიკელები აფრთხილებდნენ უკრაინას: თუ კიევი არ შეწყვეტდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე  დარტყმებს, აშშ შეწყვეტდა სადაზვერვო მონაცემების მიწოდებას. მან ასევე უარყო ვერსია, თითქოს Starlink-თან დაკავშირებული პრობლემები რაიმე გაუმართაობით იყო გამოწვეული. „ეს არ ყოფილა ტექნიკური პრობლემა, ეს იყო გადაწყვეტილება“, — თქვა მან.

კითხვაზე, შეეძლო თუ არა უკრაინას შეეწყვიტა დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე  ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით – თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი განაგრძობდა საკუთარ თავდასხმებს – ზელენსკიმ უპასუხა, რომ მას შეეძლო ამ ნაბიჯზე წასვლა Patriot-ის კომპლექსებისთვის დამატებითი რაკეტების მიწოდების სანაცვლოდ.

11 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ სფეროში ზავზე შეთანხმდნენ. მალევე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამასთან დაკავშირებით „ყველა შესაბამისი ბრძანება მიიღეს“. ამის შემდეგ უკრაინას რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე  დარტყმები არ განუხორციელებია. ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, მაგალითად, ავრცელებდა ანგარიშებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმები მიიტანეს კიევის საკომუნიკაციო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.

Axios-ის ინფორმაციით, ტრამპი იმედოვნებს, რომ ზელენსკი დაიცავს ენერგეტიკულ ზავს და შეწყვეტს დარტყმებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. „ტრამპი ძალიან გაბრაზებულია. მას ეჩვენება, რომ ზელენსკი აშშ-ის დახმარებას თავისთავად ნაგულისხმევ მოვლენად აღიქვამს“, — აცხადებდა გამოცემის წყარო თეთრ სახლში.

 

პოპულარული

მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა – ოანა-სილვია ტოიუ

მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა...

ადრე თუ გვიან, მოუწევთ, ოცნებას ესაუბრონ – მაჭავარიანი EU-ზე

ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ გაბუტვის რეჟიმში რჩება, იქიდან გამომდინარე,...

რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის – მარტა კოსი

"რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები...

ტრამპის ყოფილი წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაწვას ურჩევს

უკრაინის საკითხებში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი არ...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის...

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში...

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს – ნაქურდალის სამალავში 90 000 ევროს ძვირფასეულობა აღმოაჩინეს

იტალიის სამართალდამცავებმა ქალაქ უდინეს ცენტრში მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს, რომლის...

ყველა ამბავი

არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა...

რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე: მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და დარღვეული შეთანხმება

15 ოქტომბრის ღამეს და გამთენიისას რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს....

არც ტრამპს, და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ  უკრაინის პრეზიდენტის არჩევა...

„ამას აშშ-ის პრეზიდენტი წყვეტს“-მასკმა განმარტა, ვინ აკონტროლებს Starlink-ის სიჩქარეს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის სიჩქარე არ შეუზღუდავს, რადგან Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობას ეკუთვნის და მის კონტროლქვეშაა.მილიარდერმა ილონ მასკმა...

ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს – ბერნემი

ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა თემთა პალატაში ყოველკვირეული სესიის დასაწყისში კითხვებზე პასუხისას...

გროსუ: საქართველოს შურს მოლდოვისა, რადგან ჩვენ უფრო სწრაფად მივიწევთ ევროინტეგრაციისკენ

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ, მისი აზრით, საქართველო ხშირად აკრიტიკებს მოლდოვას ევროპულ გზაზე ამ ორ ქვეყანას შორის...

ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ? უპასუხეთ კითხვებს! – ოქიტაშვილი ყოფილ მინისტრს ბრალდებებს უყენებს

ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ? „ოქიტაშვილი ბიძინას აგენტია“ , „მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ“ - ხომ თქვენი სიტყვებია?...

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “ქართული ოცნება” არ მიიწვიეს – Euroscope

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, რომელიც  ბრიუსელში, 15-16 ნოემბერს გაიმართება,  ქართული ოცნება არ მიუწვევიათ. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, Euroscope წყაროზე დაყრდნობით...

რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე მარცხდება და ვერ დაგვაშინებენ! – რუტე

"რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე მარცხდება და ვერ დაგვაშინებენ! "  - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ტალინში გამართულ...

იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს – ნაქურდალის სამალავში 90 000 ევროს ძვირფასეულობა აღმოაჩინეს

იტალიის სამართალდამცავებმა ქალაქ უდინეს ცენტრში მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც ლიკვიდირებულია ბინის ქურდების მაღალორგანიზებული ჯგუფი.გამოძიების ინფორმაციით, ფაქტზე დააკავეს საქართველოს...

საქართველოს სტრუქტურებიდან ინფორმაცია აქვთ მიღებული: ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ბრიუსელში, Renew Europe-ის ლიდერთა სამიტზე საგანგებოდ...

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ  ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა, რომ შესაძლოა აშშ-მა მასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტოს, თუ...